ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ყველანი ”დორტმუნდის” წინააღმდეგ

ყველანი ”დორტმუნდის” წინააღმდეგ

მიუნხენის "ბაიერნს" ამბიციური გეგმები აქვს და გერმანიის ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტადაც სწორედ რეკორდმაისტერი მიიჩნევა
უფლება აღარ გვაქვს

მიუნხენის “ბაიერნის” 28 წლის ფრანგი ლიდერი ფრანკ რიბერი აცხადებს, რომ მასა და მის თანაგუნდელებს აღარ აქვთ უფლება, ბუნდესლიგაში ბოლო ორი წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომები გაიმეორონ.

რასაკვირველია, გერმანიის ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტად სწორედ რეკორდმაისტერი მიიჩნევა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ იურგენ კლოპის გუნდიც არ დასუსტებულა, პირიქით თუ არ ვიტყვით, ეს ბრძოლა მაქსიმალურად დაძაბული უნდა იყოს.

რიბოს მტკიცებით, ბრძოლა ფსიქოლოგიურ ფრონტზე 12 აგვისტოს “ბორუსიასთან” სუპერთასზე მიუნხენის “ალიანს არენაზე” დანიშნულ შეხვედრაში იწყება. “გერმანიის ჩემპიონატის მოგება ყოველი ჩემი თანაგუნდელისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენ აღარ გვაქვს უფლება, რომ “დორტმუნდთან” კიდევ ერთხელ წავაგოთ. “ბაიერნმა” სუპერთასი ულაპარაკოდ უნდა მოიგოს,” - აცხადებს ფეხბურთელი. ქვემოთ რიბერის ისევ მივუბრუნდებით, იქამდე კი სხვა თემებზე გადავერთოთ.

საუკეთესოები უნდა ვიყოთ

ამბიციური გეგმები აქვს “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესსაც. გაზეთების მტკიცებით, მორიგი სეზონის დაწყებამდე დონ იუპი ოპტიმისტურად არის განწყობილი. “ჩვენ მწვერვალებს შევუტევთ. “ბაიერნი” ვალდებულია, გერმანიის საუკეთესო გუნდის სახელი მოიპოვოს. ამისთვის სეზონი მაქსიმალურად კონცენტრირებულებმა უნდა დავიწყოთ. ამას გარდა მოვითხოვ ფეხბურთელებისგან, რომ ყოველი დეტალის მიმართ უფრო ყურადღებიანები გახდნენ,” - აცხადებს 67 წლის მწვრთნელი.

მიულერი: ვემზადებით!

“შპორტ აინცი” თომას მიულერს დაუკავშირდა და გუნდის მზადებაზე ორიოდე სიტყვის თქმა სთხოვა. “მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება დაგემართოს, როცა ყველა თამაშზე კონცენტრირებული არ ხარ, ბაიერნელებს თვალწინ გვაქვს. ფეხბურთელები ჩვენთან ასე უბრალოდ არ მოდიან.

ზაბენერშტრასეზე (“ბაიერნის” ბაზა სწორედ ამ ქუჩაზე მდებარეობს. რედ) ყველას თავის ამბიცია აქვს. კიდევ ერთი წელიწადი უტიტულოდ დარჩენას არავინ შეეგუება. რაკი ტიტულები ძალიან მოგვენატრა, ამიტომ გაბოროტებულები ვართ და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ვემზადებით. “ბაიერნი” პრეტენდენტებს ნამდვილ ომს გაუმართავს ბუნდესლიგაში,” – თქვა 22 წლის ფეხბურთელმა.

იოლად არაფერი მოვა

“ბაიერნისა” “დორტმუნდის” მომავალ დაპირისპირებებს შეეხო გერმანული გრანდების ყოფილი დამრიგებელი ოტმარ ჰიტცფელდიც. 63 წლის სპეციალისტის აზრით, “ბაიერნი” ფავორიტია, მაგრამ მისი მთავარი კონკურენტის მიერ შემადგენლობის გაძლიერების გამო სეზონი მაინც ძალიან რთული იქნება.

“ბოლო ორი სეზონის განმავლობაში დორტმუნდელები საკუთარ ძალებში დარწმუნდნენ. ამას გარდა კლოპის გუნდს ახლა მარკო როისიც ჰყავს, ასე რომ, მათთან ჭიდილი “ბაიერნისთვის” იოლი არ იქნება,” - აცხადებს ლეგენდარული მწვრთნელი, ვისაც ორივე გუნდთან ერთად მოუგია ჩემპიონთა ლიგაც და ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტულიც.

კონფლიქტი ამოწურულია

მადრიდის “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური მატჩის შემდეგ ფრანკ რიბერისა და არიენ რობენს შორის კონფლიქტი რომ მოხდა, ამაზე ჩვენი გერმანელი კოლეგები თავის დროზე ბევრს წერდნენ. ითქვა, რომ ფრანგი თანაგუნდელს ხელითაც კი შეეხოო. დეტალები იმისა, თუ რა მოხდა რეალურად ვარსკვლავებს შორის, რა თქმა უნდა, ოფიციალურად არავინ დაადასტურა, მაგრამ ფაქტია, რომ კლუბმა სწორედ რიბერი დააჯარიმა. მოულოდნელად ამ თემაზე ჰოლანდიელი ალაპარაკდა და განაცხადა, რომ მან და ფრანკმა ყველაფერი დაივიწყეს და ისევ მზად არიან “ბაიერნის” საკეთილდღეოდ იბრძოლონ.

“არავის უარუყვია, კონფლიქტი ნამდვილად იყო, მაგრამ იმ მომენტში ნერვები ყველას მოშლილი გვქონდა. ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, რადგან იქამდე ჩემსა და ფრანკს შორის პრინციპში იდეალური ურთიერთობები იყო. კარგია, რომ ყველაფერი დავიწყებას მიეცა. ჩვენ ორივეს ერთი გზა გვაქვს გასავლელი, ასე რომ, მზად ვარ, მის გვერდით ფეხბურთის თამაშისგან ისევ ძველებურად ვისიამოვნო,” – აცხადებს “ბილდთან” ინტერვიუში რობენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის