დაუჯერებელია, მაგრამ სპორტსმენმა, რომელიც ოფიციალურად ბრმად (!) არის მიჩნეული, 699 ქულა დააგროვა, რაც მისსავე რეკორდზე სამი ქულით უკეთესი შედეგია
ლონდონის ოლიმპიადა ოფიციალურად დაწყებული არ იყო, როცა თამაშებზე უკვე ორი რეკორდი დამყარა. ერთის ავტორი და მეორეს თანაავტორი გახდა სამხრეთ კორეის ნაკრების წევრი დონ-ჰიუნ იმი.

დაუჯერებელია, მაგრამ სპორტსმენმა, რომელიც ოფიციალურად ბრმად (!) არის მიჩნეული, 699 ქულა დააგროვა, რაც მისსავე რეკორდზე სამი ქულით უკეთესი შედეგია.

სინამდვილეში, სამხრეთკორეელი ბოლომდე ბრმა არ არის: ერთ თვალში ის 20 პროცენტით ხედავს, მეორეში 10 პროცენტით. მას სამიზნის გარჩევა მხოლოდ ფერების მიხედვით შეუძლია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის სასწაულის მოხდენაში.

მსოფლიოს რეკორდსმენს მხარი მისმა თანაგუნდელებმა აუბეს და კორეელებმა გუნდურ პირველობაშიც მსოფლიოს რეკორდი დაამყარეს - 2087 ქულა დააგროვეს.

წინასწარი რაუნდის მიხედვით, ორგანიზატორები ადგენენ სატურნირო ბადეს და ორშაბათს მშვილდოსნობაში ტურნირი 1/32 ფინალით განახლდება.

პირადი

1. დონ-ჰიუნ იმი (ს. კორ) - 699 ქულა (მსოფლიოს რეკორდი); 2. ბუბმინ კიმი (კ. კორ) - 698; 3. იინ-ჰიეკ ოჰი (ს. კორ)- 690; 4. ლარი გოდფრი (ბრიტ) - 680; 5. ტაკაჰარუ ფურუკავა (იაპ) - 679; 6. გაელ პრევოსი (საფ) - 679...

გუნდური

1. სამხრეთ კორეა - 2087 (მსოფლიოს რეკორდი); 2. საფრანგეთი - 2021; 3. ჩინეთი - 2019; 4. აშშ - 2019; 5. იაპონია - 2009; 6. იტალია - 1998...

გუშინდელ საკვალიფიკაციოზე ასობით ყალბი ბილეთი გაიყიდა. შესარჩევი ტურნირი მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ინტერნეტით მოასწრეს ყალბი ბილეთების რეალიზაცია, რის შემდეგაც მათი მყიდველები აღშფოთებას ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ შეჯიბრზე არ შეუშვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა