15-17 ოქტომბერს ხასავიურტი საკონტინენტთაშორისო თასს უმასპინძლებს. ეტყობა, ჩვენი გუნდის თავკაცმა ზაზა თურმანიძემ სერიოზულად განიზრახა შემადგენლობის გადახალისება და იქ საჭიდაოდ ახალგაზრდებს უხმო...

15-17 ოქტომბერს ხასავიურტი საკონტინენტთაშორისო თასს უმასპინძლებს. ეტყობა, ჩვენი გუნდის თავკაცმა ზაზა თურმანიძემ სერიოზულად განიზრახა შემადგენლობის გადახალისება და იქ საჭიდაოდ ახალგაზრდებს უხმო. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), შალვა მუზიაშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96), გიორგი საკანდელიძე, დავით მოძმანაშვილი (120) - აი, ესენი დაიცავენ საქართველოს ღირსებას ხასავიურტში.

ჩანს, ეს სწორედ ის ხალხია, ვისაც მეტად მნიშვნელოვან საგაისო სეზონში, როცა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიების ძირითადი ნაწილი გათამაშდება - 12-18 სექტემბერს სტამბულში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მთავარი მწვრთნელი დაეყრდნობა. ნაკრებში ახალი სისხლის საჭიროება კარგა ხნის წინ გაჩნდა, წლევანდელმა მსოფლიოს ჩემპიონატმა კი უკან დასახევი ყველა გზა მოგვიჭრა. მით უფრო, ახალგაზრდულ ნაკრებში შესანიშნავი თაობა წამოვიდა და ნამდვილად არაა აუცილებელი, უკვე ამოწურულ ადრინდელ ლიდერებს გუნდში ადგილი გავაცდენინოთ. ოლიმპიადმდე არც ისე დიდი დრო რჩება, მაგრამ ახალგაზრდები გამოცდილების მიღებას, ახალ დატვირთვებთან შეგუებას კი მოასწრებენ. თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ თურმანიძე ძველ ლიდერს ყველას ასე ერთბაშად შეელევა. მაგალითად, გიორგი გოგშელიძეს (96) და ოთარ თუშიშვილს (66). სავარაუდოდ, არც მალხაზ ქურდიანს (60) იმის მიუხედავად, რომ ახლა არ მიჰყავს.

თავის მხრივ, ხასავიურტის ტურნირი ძალიან კარგი გამოცდა იქნება ახლებისთვისაც. ხინჩეგაშვილი ახალგაზრდებში მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონია, საკანდელიძე - ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი, ხუციშვილმა კი სულაც დუბლი შეასრულა და ორივეგან გაიმარჯვა, მაგრამ უფროსებში ჭიდაობის გამოცდილება აკლიათ. ამ მხრივ შედარებით უკეთეს დღეშია ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი მარსაგიშვილი, თუმცა მას წლევანდელი სეზონი ლამის ჩაუვარდა - ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მოპოვების გარდა, სხვაგან ყველა მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე დამარცხდა.

მსოფლიოს თასის დებულებიდან გამოდინარე, რომელიც გუნდური პრინციპით ტარდება, მწვრთნელს ერთი სათადარიგო მონაწილის წაყვანა შეუძლია. ვინაიდან სადღეისოდ ყველაზე ძლიერი კონკურენცია მძიმეში წონაშია, ორი მონაწილეც იქ დააყენეს. ამ წონაში ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა ახალგაზრდა ლევან ბერიანიძის მიერ მსოფლიოზე მოპოვებულმა ბრინჯაომ. აშკარაა, მისი სახით წონას კიდევ ერთი ლიდერი მოევლინა, რამაც სხვებზეც დადებითად იმოქმედა. განსაკუთრებით - მოძმანაშვილზე, რომელსაც დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ სერიოზულად უჭირს ძველი ფორმის დაბრუნება. ვნახოთ, დასძლია თუ არა მან სარეაბილიტაციო პერიოდისთვის დამახასიათებელი სიძნელეები და ჩამოიტოვა თუ არა კრიზისი. ხასავიურტში მას პირად მწვრთნელი დავით ხურცია დააკვირდება, რომელიც იქ თურმანიძის ნაცვლად უთავკაცებს გუნდს, მსაჯად კი, შესაძლოა, ჩვენი ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი მალხაზ ჯორბენაძე წავიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა