გუშინ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, ბოლოსწინა ტურში, ფოთის "კოლხეთთან" გამანადგურებელი მარცხის (1:5) შემდეგ, რუსთავის "ოლიმპის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ გუნდი დატოვა...
გუშინ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, ბოლოსწინა ტურში, ფოთის "კოლხეთთან" გამანადგურებელი მარცხის (1:5) შემდეგ, რუსთავის "ოლიმპის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ გუნდი დატოვა, მის შემცვლელად კი ქუთაისის "ტორპედოდან" წამოსული რამაზ მუმლაძე დაასახელეს. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუკი მახარაძე გუნდში არ დაბრუნდება – ამის შანსი მაინც არსებობსო.

ერთ-ერთი ინფორმაციით კი, გუნდში არეულობაა, რაც მეკარე გია ჭანტურიას მოსვლის გამო, გია ბედიაშვილის სკამზე დასმას უკავშირდება – ეს უკანასკნელი ნაკრებშია გამოძახებული და თანაგუნდელებმა მხარი აუბესო.

ვითარებაში გასარკვევად, "ოლიმპის" ვიცე-პრეზიდენტ ზურაბ ჯაფარიძეს დავუკავშირდით.

- ბატონო ზურად, მახარაძე გუნდის ვარჯიშებზე რატომ აღარ ჩანს, კლუბი მართლა დატოვა?

- მახარაძემ ორი თამაშით შესვენება ითხოვა.

- სეზონის მსველელობას მწვრთნელის დასვენება ვის გაუგია?! ან მისი უცნაური თხოვნა რას მივაწეროთ?

- ფაქტობრივად, მას ზაფხულში არც დაუსვენია, ორი წელია ასე მუშაობს და ფოთში წაგების შემდეგ ასე გადაწყვიტა. დასვენება ყველას უნდა. თანაც, კაცი სტრესულ მდგომარეობაშია და გავუგეთ.

- საკითხის გარკვევამდე, "ოლიმპს" ვინ ავარჯიშებს?

- ჯერ-ჯერობით ბიჭები მახარაძის ასისტენტების, იური გაბისკირიასა და არმაზ ჯელაძის ხელმძრვანელობით ვარჯიშობენ.

- თუმცა, უკვე ისმის ხმები, "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელად "ტორპედოდან" წამოსულ რამაზ მუმლაძე მიიწვიეს – ეს ჭორია თუ მართალი?

- მახარაძე "ოლიმპში" მუშაობს, კი არ გაგვიშვია, დეკემბრამდე კონტრაქტი გვაკავშირებს და სად უნდა წავიდეს? არა, კონტრაქტის გაწყვეტაც არაა პრობლემა, მაგრამ ოფიციალურად გუნდშია და სხვასთან მოლაპარაკებას ხომ არ დავიწყებდით?

- ისიც ითქვა, გია ბედიაშვილის სკამზე დასმის გამო, გუნდი აბუნტდა და პროტესტის ნიშნად, "სამტრედიასთან" თავს არ მოიკლავსო.

- არა, რა თავს არ მოიკლავენ და რომელ ბუნტზეა ლაპარაკი?! ბიჭები სტადიონზე მდებარე ბაზაზე არიან, შეკრებას გადიან და არანაირი ბუნტი და სახალხო მღელვარება "ოლიმპში" არაა. დამიჯერეთ, არაფერს არ ვმალავ.

- თავად გინდათ მახარაძის დაბრუნება?

- კონტრაქტი აქვს კაცს, ორი მატჩით გავათავისუფლეთ და არ გაგვიშვია. უბრალოდ, ნაჩქარევად ასეთი საკითხები არ წყდება და ჩვენც ვერიდებით დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა