"ნაპოლის" გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საბაბი ნამდვილად აქვთ
"ნაპოლის" გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საბაბი ნამდვილად აქვთ - მათი გუნდი თამაშს თამაშზე იგებს და რაც მთავარია, მაღალი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ესეკილ ლავეცის წასვლამ გუნდი არათუ არ დაასუსტა, კიდევ უფრო გააძლიერა.

ერთი შეხედვით, შეუძლებელია ფეხბურთელის წასვლამ გუნდი გააძლიეროს, მით უმეტეს, ლიდერის, მაგრამ მეორე მხრივ, თუ დანარჩენ მოთამაშეებზე ამან კარგად იმოქმედა, მაშინ... ლავეცის პსჟ-ში გადაბარგების შემდეგ ნეაპოლელებს ბევრმა კრიზისი უწინასწარმეტყველა და შესაძლოა, ამან ნეაპოლელთა მოტივაცია და ენთუზიაზმი ერთიორად გაზარდა.

"ნაპოლი" ამხანაგურად ლევერკუზენის "ბაიერს" გაეჯიბრა და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა. ანგარიში ბოლომდე არ ასახავს იმ პროცესებს, რომლებიც მოედანზე ხდებოდა - ნეაპოლელებს გამანადგურებელი ანგარიშით შეეძლოთ მოგება, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ.

რაც შეეხება გოლებს, ერთი მარეკ ჰამშიკმა გაიტანა, ხოლო მეორე გორან პანდევმა; თუმცა ყველაზე მეტად მაინც ლორენცო ინსინიე გამოირჩა, რომელიც მუდმივად ქმნიდა ხიფათს მეტოქის კართან და მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალი ჰქონდა.

ცნობისთვის, გუშინ ინსინიემ "ნაპოლისთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ნეაპოლურ გუნდში 2017 წლამდე დარჩება. ფეხბურთელის პირადმა აგენტმა კმაყოფილება გამოთქვა მიღწეული შეთანხმებით და დასძინა, რომ მისი კლიენტის ოცნება სწორედ "ნაპოლისთან" ერთად ტიტულების მოგებაა. დავუბრუნდეთ თამაშს და ვალტერ მაცარის გადავცეთ სიტყვა, რომელიც "ბაიერის" ძლევამ ძალიან გაახარა:

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი გზით მივდივართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. "ბაიერი" ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა გასაქანი არ მივეცით და მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ.

კარგად გადავდიოდით დაცვიდან შეტევაში და პირიქით, რაც ჩვენი საფეხბურთო ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. სჭირდება თუ არა გუნდს გაძლიერება? - ახალი ფეხბურთელების დამატებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი, მაგრამ არსებული კონტიგენტითაც ფრიად კმაყოფილი ვარ.

ვნახოთ. მე მაინც მგონია, რომ წინ საინტერესო აგვისტო გველის".

ნაპოლი-ბაიერი 2:1

ნაპოლი (3-5-2): როზატი - კამპანიარო (61. ფერნანდესი), კანავარო (76. გამბერინი), ბრიტოსი (71. არონიკა) - ცუნიგა, ჯემაილი (56. ბერამი), გარგანო (90. ფორნიტო), ჰამშიკი (71. ვიტალე), დოსენა (61. მაჯო) - ინსინიე (88. ბარიტი), პანდევი (83. ნოვოტნი).

ბაიერი (4-4-2): ლენო - შვააბი, ფრიდრიხი (61. ტოპრაკი), ვოლშაიდი, კადლეცი - ბენდერი (61. სამი), რაინარცი (90. ორტეგა), როლფესი, კასტრო (90. პუში) - კისლინგი (61. ფერნანდესი), შურლე (46. ბელარაბი).

გოლები: 1:0 ჰამშიკი (27), 1:1 ფრიდრიხი (47), 2:1 პანდევი (51).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა