31 ივლისს, თბილისის დროით 15.02 სთ-ზე, ჩვენი მშვილდოსანი 1/16-ფინალის საგზურისთვის ჩილელ დენისე ასტრიდ ვან ლამოენს შეებრძოლება
31 ივლისს, თბილისის დროით 15:02 საათზე, მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა 1/16-ფინალის საგზურისთვის ჩილელ დენისე ასტრიდ ვან ლამოენს შეებრძოლება.

სამხრეთამერიკელი მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონია და მაშინ ტურინული ტურნირის ფინალში სწორედ ესებუა დაამარცხა. ამდენად, ჩვენებურს ამ შეხვედრის მოსაგებად და შემდეგ წრეში გასასვლელად საჭიროზე მეტი მოტივაცია აქვს, თუმცა საკვალიფიკაციოში არცთუ კარგი გამოსვლით საქმე მეტად გაირთულა და ახლა ურთულეს ბადეში მოხვდა.

ქრისტინე ჩილელს თუ მოუგებს, მერე სავარაუდო მეტოქედ კორეელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მფლობელი სუნგ ჯინ ლეე ელოდება (ყოველ შემთხვევაში, ამან უსიკვდილოდ უნდა მოუგოს ოლიმპიადაზე "ველური ბარათით" მოხვედრილ სამოელ მაურეენ ტუიმალეალიიფანოს).

იმასაც თუ გაივლის, სავარაუდო მეტოქედ ბრიტანელი ოლიმპიური მედალოსანი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალისონ ვილიამსონი ელოდება, იმის იქით - საკმაოდ მებრძოლი დანიელი კარენ კრისტიანსენი...

ერთი სიტყვით, ესებუას წარმატების მისაღწევად მუდმივი ბრძოლა მართებს. ვიქონიოთ იმედი, რადგან მას მსოფლიოზეც ასეთივე ხვედრი ერგო - იქ 39-ე ადგილიდან დაიწყო პლეი ოფი და ფინალში გავიდა, გზად კი სამხრეთ და ჩრდილოკორეელი, ჩინელი, ინდოელი, ბრიტანელი ჩუბინები დაამარცხა.

აქ იმასაც შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის ეს ორი წრე - 1/32 და 1/16-ფინალები 29 ივლისს დაიწყო და 1 აგვისტოს დასრულდება. ქალთა ტურნირი 2 აგვისტოს განახლდება მეოთხედფინალებით და იმავე საღამოს მედლებისთვის ბრძოლით დასრულდება. ვაჟთა შორის ფინალები კი 3 აგვისტოსაა ჩანიშნული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქრისტინე ესებუამ ჩემპიონებს დაუმიზნა

ქრისტინე ესებუა: ლონდონში ოქროსთვის ვიბრძოლებ, მეორე ადგილი არ მაკმაყოფილებს

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა