ჩინეთის სახელმწიფო ადრეული ასაკიდან ზრდის პოტენციურ ჩემპიონებს
ჩინეთის სახელმწიფო ადრეული ასაკიდან ზრდის პოტენციურ ჩემპიონებს. იუნიორ სპორტსმენებს დიდი ხნით "ამწყვდევენ" საწვრთნელ ბანაკებში.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ეი შივენმა განაცხადა, რომ მისი ბრწყინვალე შედეგი დაძაბული მუშაობისა და კადრების მომზადების სპეციფიკით აიხსნება.

ეი შივენის ფენომენალური გამოსვლით არა მხოლოდ სპეციალისტები, არამედ ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ. ბრიტანულ პრესაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა სწორედ ჩინური სპორტის პროგრესია.

ყველაფერი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო. ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ორი მთავარი ოლიმპიური სახეობის - მძლეოსნობისა და ცურვის წინ წამოწევა გადაწყვიტა. რეგიონებში მომუშავე მწვრთნელებს დაევალათ განსაკუთრებული პოტენციალის მქონე ბავშვების ამორჩევა.

პარალელურად, სახელმწიფომ შექმნა 3000 ახალი საწვრთნელი ბანაკი და იქ მზადების "დრაკონული" სისტემა დანერგა.

ამ ბანაკებში მკაცრად იცავენ რეჟიმს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ზოგიერთმა დასავლელმა დამკვირვებელმა ჩინელთა საწვრთნელი ბანაკები XIX საუკუნის ციხეებს შეადარა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ყოფილან ის ბავშვები, რომლებსაც თავიდანვე ტანმოვარჯიშეებად ზრდიან. მათ ურთულეს ილეთებს პატარაობიდანვე აჩვევენ, რასაც ნიჩბოსნობაში ბრიტანელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, სერ მეტიუ პინსენტმა "ძალიან სახიფათო გამოცდილება" უწოდა.

ბუნებრივია, წვრთნის ასეთი მეთოდი ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასვამს დაღს - უმძიმეს დატვირთვებს ემატება ისიც, რომ ისინი მოწყვეტილნი არიან მშობლებს. მაგრამ ეს ყველაფერი ახლოსაც ვერ მოვა მწვრთნელების სიმკაცრესთან - ბავშვები ხშირად ტირიან. ერთმა კი ისიც განაცხადა, რომ მწვრთნელმა სასტიკად სცემა.

თავის დროზე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პირობა დადო, რომ ამ საკითხს ყურადღებას მიაქცევდა, მაგრამ შვიდი წლის განმავლობაში დამამტკიცებელი საბუთები ვერ იპოვნა. მხოლოდ იანვარში, ინტერნეტში გამოქვეყნდა ფოტოები, რომლებზეც ჩინური სპორტის მომავალი ვარსკვლავები ტკივილისგან ტიროდნენ.

კიდევ ერთი პრობლემაა გონების დამუშავება - თუ რომელიმე ბავშვს დაავიწყდა, რისთვის იმყოფება საწვრთნელ ბანაკში, მას ამას კედელზე გაკრული პლაკატი შეახსენებს, რომელზეც ერთი სიტყვა წერია - "ოქრო".

მომავალი სპორტსმენების ფსიქოლოგიური დამუშავება სახელმწიფო პროექტის კიდევ ერთი თავისებურებაა. მათ ჟურნალისტებთან ურთიერთობასაც ასწავლიან - პასუხები მაქსიმალურად უშინაარსო უნდა იყოს.

თუმცა ოლიმპიელთა დღევანდელი თაობა უფრო თამამია, რაც, ალბათ, სოციალური ქსელების დამსახურებაა.

გასულ კვირას ჩინეთის მოცურავეთა ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა, 23 წლის ლიუ ინმა ღიად გააკრიტიკა თავისი გუნდის საწვრთნელი პროცესი და განაცხადა, რომ ავსტრალიაში მოქმედი სისტემა ურჩევნია, სადაც ნაკრების წევრები მეგობრები არიან და ისინი ვარჯიშს გართობას უხამებენ.

როგორც ირკვევა, დაახლოებით ასეთი გზა აქვს გავლილი ეი შივენს. მისმა დედამ ჟინ დინგიმ განაცხადა, რომ ოჯახში უკვე შვიდი წლის ასაკში იცოდნენ - გოგონა სპორტსმენი უნდა გამოსულიყო. მას მამაკაცური აღნაგობა ჰქონდა, თან გრძელი კიდურები გამოარჩევდა: წესით, ოჯახს მძლეოსნობა უნდა აერჩია.

მაგრამ სკოლაში მიყვანის შემდეგ გადაწყდა, რომ ეი შივენი ცურვისთვის იყო დაბადებული და უკვე 11 წლის ასაკში იუნიორთა შორის დიდი საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

მოცურავის მშობლები არაფერს ჰყვებიან სკოლაში სიმკაცრესა და არანორმალურ დატვირთვებზე, თუმცა ერთი რამ მაინც საგულისხმოა.

შივენის დედა ამბობს, რომ ის და მისი მეუღლე ყოველთვის ეუბნებოდნენ შვილს, რომ შედეგებს მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი მონაწილეობაა. "თუმცა ვერასდროს გავბედავდით, იგივე მწვრთნელის თანდასწრებით გვეთქვა", - ამბობს ჟინ დინგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა