ქართველი სპორტსმენი 1 აგვისტოს ოლიმპიურ თამაშებში სპორტული პისტოლეტიდან ისვრის

ნინო სალუქვაძე 1 აგვისტოს ოლიმპიურ თამაშებში სპორტული პისტოლეტიდან ისვრის და პნევმატურში განცდილი მარცხის რეაბილიტაციას შეეცდება.

ვიქონიოთ იმედი, რომ ამას შეძლებს და წარმატებით გაგვახარებს. მით უფრო, რომ წლეულს წარმატებით სწორედ სპორტულში გამოდის, თორემ იმ დისციპლინაში, სადაც ისროლა, ფინალში ვერცერთხელ ვერ გავიდა.

მიმდინარე სეზონში სალუქვაძემ სპორტულში მილანისა და მიუნხენის მსოფლიოს თასებზე იასპარეზა. მილანში მან შესარჩევში 584 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები გაიყო ბელარუს მსოფლიოს პრიზიორ ვიქტორია ჩაიკასთან, მაგრამ ფინალში შედარებით ცუდად იასპარეზა და საბოლოოდ სერბ ოლიმპიადის ორგზის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ იასნა სეკარიჩთან 0.1-ით დათმო ბრინჯაოს მედალი.

მიუნხენში ჩვენებური უკეთ გამოვიდა - საკვალიფიკაციო ეტაპი 786 ქულით დაასრულა და მხოლოდ 589-იან უკრაინელ მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ოლენა კოსტევიჩს ჩამორჩა, რომელმაც ლონდონში პნევმატურში ბრინჯაო მოიპოვა. სამწუხაროდ, მიუნხენში სალუქვაძემ ფინალში ისევ ცუდად ისროლა და საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა.

იმედია, ლონდონში ბევრად უკეთ ისვრის. მით უფრო, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული 1988 წელს სეულში ამ სახეობაში მოიპოვა.

ჩვენებური ასპარეზობას თბილისის დროით 12:00 სთ-ზე დაიწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნინო სალუქვაძე - ქართველი ლიდერის ოლიმპიური მარცხი

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე