"ფიორენტინას" მესვეურებმა "ვილიარეალის" ნახევარმცველი მონტოლივოს შემცვლელად შეიგულეს
ბორხა ვალერო იმ "ვილიარეალის" ერთადერთი ნათელი წერტილი გახლდათ, რომელმაც თავი შეირცხვინა და სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა.

წინასწარვე ცხადი იყო, რომ 27 წლის ნახევარმცველს "ვილიარეალში" არ დატოვებდნენ და ასე აგიხდეთ ყველაფერი... თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბორხა "ფიორენტინაში" გააგრძელებს ასპარეზობას.

დიახ, ამის შესახებ ფლორენციული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და იქვე დასძენს, რომ კლუბებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და მთავარია, თავად ფეხბურთელმაც მოისურვოს "ვიოლაში" გადაბარგება.

სავარაუდოდ, ეს ასეც იქნება და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბორხა ვალეროს სახით, ფლორენციელები სერიოზულ შევსებას მიიღებენ.

ბორხა ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია და როგორც ჩანს, "ფიორენტინას" მესვეურებმა რიკარდო მონტოლივოს შემცვლელად შეიგულეს. ესპანელი საყრდენად ირჯება, თუმცა ძალიან ტექნიკურია; დირიჟორობა ეხერხება და რაღაცით წააგავს კიდეც იმავე მონტოლივოს.

ვნახოთ, როგორ შეეწყობა ბორხა ვალერო "ფიორენტინას" და მთლიანად, იტალიურ ფეხბურთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა