"უდინეზემ" ამხანაგურ პაექრობაში "ვერონა" 5:0-ზე გაანადგურა და მთლიანობაში, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა
"უდინეზემ" ამხანაგურ პაექრობაში "ვერონა" 5:0-ზე გაანადგურა და მთლიანობაში, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

"ბიანკონერი" მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და ცოტა უფრო მეტად რომ გამართლებოდა დამაგვირგვინებელ ფაზაში, ორჯერ უფრო დიდი ანგარიშით შეეძლო გამარჯვება. დიახ, ცოტა მეტი სიზუსტე და ალბათ, ანგარიში ორნიშნა იქნებოდა.

იტალიელი ჟურნალისტები აღფრთოვანებულები არიან და წერენ, რომ თუ "უდინეზემ" ასე გააგრძელა, გუნდი კვლავ იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად.

ძალიან კარგად წარმოჩინდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, მათ შორის, დიეგო ფაბრინი და გუნდის ახალწვეული ლუის ფერნანდო მურიელი. პირველმა დუბლი მიითვალა აქტივში, მეორემ კი ულამაზესი გოლით დაამახსოვრა გულშემატკივრებს თავი.

ფრანჩესკო გვიდოლინი ძალიან კმაყოფილია შეგირდთა თამაშით, რაც მისი კომენტარიდან ნათლად ჩანს:

"მთელმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა და სიმართლე გითხრათ, ძალიან კმაყოფილი ვარ. საერთოდ, ყველაფერს კრიტიკული თვალით ვუყურებ, მაგრამ ამ შემთხვევაში, სათქმელი ბევრი არაფერია - გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა.

გოლის ავტორები მინდა გამოვყო და შევაქო: ფაბრინიმ ძალიან ბევრი ირბინა და ორი გოლი სრულიად დამსახურებულად გაიტანა.

მურიელი მემარჯვენეა, მაგრამ როგორც გამოჩნდა, მარცხენა ფეხითაც შესანიშნავად ურტყამს, რამაც ძალიან გამახარა. მომეწონა გულშემატკივართა მხარდაჭერა და იმედია, მთელი სეზონი ასევე გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო, მიღწეული გამარჯვებით უაღრესად კმაყოფილი ვარ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა