ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მწარე ალიყური - ეს არ იყო ვალერი ლიპარტელიანის ჭიდაობა

მწარე ალიყური - ეს არ იყო ვალერი ლიპარტელიანის ჭიდაობა

ძიუდოისტთა ტურნირის მეოთხე დღეს უკვე იმის თქმაც შეიძლება, რომ გუნდი მომზადებული ვერ შეხვდა ოლიმპიადას
ჩვენი გათვლებით, 1 აგვისტოს ოლიმპიადაზე იმედის დღე უნდა გვქონოდა, მაგრამ მეეჭვება, მსგავსი გაწბილების და კრახის მომსწრენი კიდევ გავხდეთ - აქეთ ძიუდოში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (90) მეორე წრეშივე დამარცხდა, იქით - ტყვიის სროლაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ვერ გავიდა ფინალში...

განსაკუთრებით მოულოდნელი ლიპარტელიანის მარცხი იყო ავსტრალიელ მარკ ენტონთან (იხილეთ ვრცლად). იქნებ სხვასთან, წონის ფავორიტებთან მარცხს არ გამოეწვია ამხელა იმედგაცრუება, მაგრამ ავსტრალიელი მოსალოდნელზე ბევრად მწარე ალიყურია...

ალბათ, მოვლენათა ასეთ განვითარებას არც ჩვენ ველოდით და შეხვედრის წინა დღეებში ენტონიც იმაზე ოცნებობდა, როგორმე არ გაბითურებულიყო და სამარცხვინოდ არ წაეგო... ეტყობოდა კიდეც მის ჭიდაობას, რომ ტატამზე ილეთის გასაკეთებლად კი არ იყო გასული, მხოლოდ ის ამოძრავებდა, როგორმე ფანდი არ გაეშვა და მუდმივად გაურბოდა ჭიდაობას.

ასეთ ვითარებაში ლიპარტელიანმაც საჩუქარი უძღვნა, იმდენად დუნედ, შებოჭილად ჭიდაობდა, შენელებული კადრივით მოქმედებდა. იქნებ ვიკამათოთ მსაჯის გადაწყვეტილებაზე ერთ-ერთი გდებისას, მაგრამ მთლიანობაში - ეს არ იყო ლიპარტელიანის ჭიდაობა.

ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ - ილეთის გამკეთებელი დიდად არც ჩვენებური იყო და აკი იუკოზე მეტს ვერც გამორჩა. ის არა მარტო დუნედ მოქმედებდა, ერთფეროვნადაც ჭიდაობდა და როგორც ადრე ხშირად მოსვლია, ისევ უხეიროდ დაწყებულ თავისივე ილეთს ემსხვერპლა - ენტონიმ კონტრშეტევაზე დაიჭირა და ვაზარი მიითვალა.

ლიპარტელიანი პირველ შეხვედრაშიც გადაღლილი და მოშვებული ჩანდა კამერუნელ დეუდონე დოლასენთან (იხილეთ ვიდეო), რომელსაც გაფრთხილებებით მოუგო. მას იქვე ეტყობოდა, რომ რეზერვი არ გააჩნდა და ენტონისთან ვაზარიც რომ მიეცათ, რომც გასცდენოდა მას, ასეთი ჭიდაობით მომდევნო წრეში შანსი არ ექნებოდა.

დღეს, 2 აგვისტოს, ძიუდოისტთა ტურნირის მეოთხე დღეს, უკვე იმის თქმაც შეიძლება, რომ გუნდი მომზადებული ვერ შეხვდა ოლიმპიადას.

სამწუხაროდ, უკვე მეორე სეზონია, პეტერ ზაიზენბახერის გუნდს ერთი უცნაურობა სჭირს - სეზონის პირველ ნახევარში კარგად გამოიყურება და ევროპის პირველობაზე დამაჯერებლად გამოდის, მაგრამ სეზონის ბოლოს, ანუ უმთავრეს შეჯიბრებებზე (შარშან ეს მსოფლიოს პირველობა იყო, წლეულს - ოლიმპიადა) საკუთარ თავს არ ჰგავდა და ნაევროპალი გუნდის კვალიც არ ეტყობოდა.

თუნდაც ლიპარტელიანის გამოსვლა შევადაროთ წლევანდელ ევროპირველობასა და ოლიმპიადაზე. გადაღლა მხოლოდ ლიპარტელიანისთვის რომ შეგვეტყო, კიდევ ჰო, მაგრამ წინა დღეს ავთანდილ ჭრიკიშვილიც რომ ვერ მოძრაობდა?

ვინ გვეტყვის, რატომ ხდება ასე და რატომ არ ჰყოფნის გუნდს მომზადება მთელი სეზონის განმავლობაში? ვინ გვეტყვის, რატომ ჩავიდა ნახევარი გუნდი ოლიმპიადაზე ტრავმირებული და დალეწილ-დასახიჩრებული? დღეს უკვე იმაზეც შეიძლება ლაპარაკი, რომ მზადების ბოლო ეტაპზე ბორჯომში დისციპლინის მხრივ ყველაფერი რიგზე არ იყო და მარცხის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი ამაშიც უნდა ვეძებოთ.

საკითხავია, როდის დამყარდება ნამდვილი დისციპლინა გუნდში? განა ასე ძნელია, სპორტსმენებს შეკრებაზე მანქანით ჩასვლა აუკრძალონ და მთელი გუნდი ორგანიზებულად წაიყვან-წამოიყვანონ საერთო ტრანსპორტით? ამით ხომ შემთხვევითობის რისკიც გამოირიცხება და სპორტსმენებიც რეჟიმს, მკაცრ ხელს იგრძნობენ...

ამ ოლიმპიადაზე გუნდის ცალკეულ წევრთა გამოსვლა იმდენად უსუსურია, მხოლოდ მწვრთნელის დადანაშაულება გვიჭირს - პიროვნულად მათაც მეტი მოეთხოვებათ, მაგრამ ზოგადად გუნდის წვრთნის სისტემა რომ მოიკოჭლებს, ეს შეჯიბრებაც ადასტურებს. როდემდე უნდა იზარალოს ამ თაობამ სხვათა მიზეზით?

ნაკრები რომ მომზადებული ვერ შეხვდა ოლიმპიადას, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა. გუშინ, ლიპარტელიანის წაგების შემდეგ, ისევ შემომეხმიანა ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გურამ საღარაძე და მითხრა, მე რასაც ვუყურე, ეგ ბიჭი გადაღლილი იყოო; ხოლო საქართველოში ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელი გურამ პაპიტაშვილის მოსაზრებას ცალკე წაიკითხავთ.

რომ არ ყოფილიყო ლაშა შავდათუაშვილი - ეს მართლაც ფენომენი, "ნისლიანი ალბიონი" ჩვენთვის საერთოდ ჩაშავდებოდა. ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა, შავდათუაშვილმა თუ შეძლო, სხვებმა რატომ ვერ მოახერხესო...

მისი ფაქტორი ათენის ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გამოსვლას მაგონებს, როცა მზადების ბოლო ეტაპზე დაშვებული შეცდომების გამო მთელმა გუნდმა ჩააგდო ტურნირი, რამაზ ნოზაძის გარდა - ახალგაზრდა, ფიზიკურად ჩინებულად მომზადებულმა ფალავანმა გაუძლო, რაც სხვებმა ვერ აიტანეს.

იმ გუნდში ფიზიკურად კარგად მომზადებულები სხვებიც იყვნენ, მაგრამ ნოზაძეს ახალგაზრდული ასაკი მათთან შედარებით დიდ უპირატესობას აძლევდა. თან, შავდათუაშვილი ამ გუნდში ყველაზე გვიან გადმოვიდა და მის მზადებაში პირად მწვრთნელებთან ერთად, ნურც ახალგაზრდულის ხელმძღვანელთა წვლილს დავივიწყებთ.

ილიადისის დრამა

ვალერი ლიპარტელიანის არ იყოს, ოლიმპიადა წარმატებით ვერც მეორე ქართველმა, გაბერძნებულმა ილიას ილიადისმა დაასრულა, თუმცა ის მესამე ადგილზე მაინც გავიდა. ძირითად ბადეში ის რუს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ კირილ დენისოვთან დამარცხდა და წონის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაც თითქოს გადაიჭრა, მაგრამ ბედი ხუმარაა და საბოლოოდ ისე მოხდა, რუსი უმედლოდ დარჩა.

ის ნახევარფინალში კუბელმა მსოფლიოს პრიზიორმა ეშლი გონსალესმა დააიპონა, რომლის ფინალში გასვლაც ლოგიკურია. მეორე ფინალისტი სამხრეთკორეელი დაე-ნამ სონგი გახდა, რაც ცოტა მოულოდნელიცაა - მას აქამდე სერიოზული ტიტული არ ჰქონია, ახლა კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. თან იაპონია კვლავაც ოქროს გარეშე დატოვა - ჯგუფში მასაში ნიშიამა დაამარცხა, რომელიც საბოლოოდ ბრინჯაოს დასჯერდა.

ეს კორეელთა მეორე ოქროა ვაჟთა ტურნირში, რითაც რუსებს გაუთანაბრდნენ.

ქალთა შორის ოცნება აისრულა ფრანგმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ლუსი დეკოსიმ, რომელმაც პეკინში ფინალი წააგო, ამჯერად კი გერმანელ კარსტინ ტილეს მოუგო.

კვარცხლბეკი

ვაჟები

90 კგ. 1. დაე-ნამ სონგი (სამხრეთ კორეა), 2. ეშლი გონსალესი (კუბა), 3. ილიას ილიადისი (საბერძნეთი), მასაში ნიშიამა (იაპონია).

ქალები

70 კგ. 1. ლუსი დეკოსი (საფრანგეთი), 2. კარსტინ ტილე (გერმანია), 3. ედიტ ბოში (ჰოლანდია), იური ალვეარი (კოლუმბია).

მორიგი კრახი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• nodar

ადამიანი, მოქალაქეობას რომ შეიცვლის გასაგებია, მაგრამ გვარს და სახელსაც (სახელსაც!!!) რომ შეიცვლის, რომ მისი წარმომავლობა ვერავინ გაიგოს, ის თვითონ შლის თავის წარსულს და წინაპრებს. გავარტყი ეგეთ ქართველს და ადამიანს. ვინ დაუფასა თუ არ დაუფასა 18 წლის ბიჭს სულ არ მაინტერესებს.

• es me var

სხვა სხვის საქმეში ბრძენიაო,ადვილია კრიტიკა,აბა ყველამ ჩვენი თავი და შვილები წარმოვიდგინოთ,ყველანაირად ვეცდებით ვუშველო,და როგორი გამოჩნდება გზა,ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა,და თU არა ეს სპორტსმენი ხომ დაიკარგება,ვერც მშობლები ეხმარება ელემენტარული თანხების მიცემაში და სახელმწიფო ხომ..........,სად სცალიათ მაგათ,მერე კი უნდათ შედეგები."ისე არაა თაყაო,შენ რომ მამული გაყაო.""

• es me var

მე დიდი ხანია რაც თვალს ვადევნებ ჩვენ ძიუდოისტებს,რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ,ეს შედეგი ლოგიკურია,მე თავზარი დამცა ლაშა შავდათუაშვილის მეზობლის სიტყვებმა,რო,მათ მართალია უჭირდათ,მაგრამ შვილს გზის ფულს არ ულევდნენო.სწორედ ამაშია საქმე,ვისაც ჭიდაობა უნდა,ის რარიბია,არც გზის ფული აქვს,არც ტრენერისთვის გადასახდელი და არც ფორმების,ხოლო მდიდრები და შეძლებულები კი სპორტზე არ დადიან საერთოდ,მანდ მოიკლავენ თავს?ისედაც საამური ცხოვრება აქვთ,სწორედ აქ არის საჭირო გათვლა და ინვესტიციის ჩადება,ასკაციანი ჯგუფი რომ წავიდა ოლიმპიადაზე "საგულაოდ'",ჯობდა ეს თანხები დამწყებ სპორტსმენებს მოხმარებოდათ.თუ რადიკალურად არ შეიცვალა დამოკიდებულება,ანალოგიურ მდგომარეობაში ისევ აღმოვჩნდებით და ალბათ უარესშიც.

• vardenia janelidze

damangreveli, 100-იანი ხარ.ვასკულატა პოლიტიკურად ანგაჟირებულია. მაგას არ ანაღვლებს ძიუდო. მისთვის მთავარია ოცნების აღსრულება. თუ ასე ყველაფერი იცის ჯარჯის შესახებ, მაშინ ისიც ეცოდინება, რატომ თვლის მეოცნებე ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, მისთვის მკვდარ პიროვნებად ჯარჯის .

• damangreveli

ვასკულატს: შენ გატყობ ამ მთავრობაზე განაწყენებული პიროვნება ხაარ და მიტომ ამბობ ამ სიტყვებს: ,, აქ არ დაუფასეს,, შედი და წაიკითხე ჯარჯის ბიოგრაფია და დაინახავ რა არ დაუფასეს, ისე გამოდის რომ ზვიადს დაუფასეს და მის ბიზაშვილ ჯარჯის არა . უბრალოდ რატომ გაიმეტეს მშობლებმა (ალბათ შესაძლებლობა არ ქონდათ რომ ვარჯიშებზე ეტარებინათ) ზუსტად არ ვიცი გააშვილეს ქედელ ბერძენზე რომელიც შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა საბერძნეთში მისცა თავისი გვარი და ახლა გამოდის მისი გვარით, თუ არა ვცდები მისი მწრთვნელი იყო. აი ეს არის სინამდვილე. შეგიძლია შეხვიდე ინტერნეტში და ნახო ჯარჯის ბიოგრაფია.

• ვასკულატ

გია,ეს ილიადისია,და არა ილიასესი,აქ არ დაუფასეს შრომა და ადგა და ცავიდა,ჯარჯი ზვიადაურია ნამდვილი სახელი და გვარი,სპორტში ცოტატიც მაინც ტუ არა ხარ ჩახედული ჯობია კომენტარი არასდროს გააკეტოოოოოოოოო!

• gia

ამიხსენით ილიას ილიასესი რა ქართველია მესმის ფულისსთვის უცხოეთსი წახვალ მარა სახელსა და გვარს რო შეიცვლი მაშინ უკვე ქართველი აღარაა

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია