"ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა ოთხი ერის გათამაშებისთვის მოსამზადებლად ნაკრებში 28 მორაგბეს უხმო
"ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა ოთხი ერის გათამაშებისთვის მოსამზადებლად ნაკრებში 28 მორაგბეს უხმო.

გაფართოებულ შემადგენლობაში მხოლოდ ჰემილთონის "ჩიფსის" მორაგბეები ვერ მოხვდნენ, რადგან ამ გუნდს შაბათს ზე რაგბის გათამაშების ფინალი აქვს სათამაშო.

"ამჟამინდელი სამდღიანი შეკრება საშუალებას მოგვცემს, ისევ გავიხსენოთ "ოლ ბლექსის" თამაშის ფუნდამენტური ელემენტები. მოთამაშეთა გარკვეულ ნაწილს დიდი ხანია, ნაკრებში არ უთამაშია და ვეცდებით, ის უნარ-ჩვევები, რაც ახალი ზელანდიის ნაკრების მოთამაშეს უნდა ახასიათებდეს, ისევ გავუღვივოთ.

გუნდში ერთი დებიუტანტია, შერკინების კვაჭი დენი კოლსი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით კევინ მეალამუს, ენდრიუ ჰორის, კორი ფლინისა და ნიკ ელიოტის შესაძლებლობები. ამჯერად კოლსს შანსს ვაძლევთ, უფრო ახლოს გაგვაცნოს მისი შესაძლებლობები.

ძალიან გვიხარია, რომ "ოლ ბლექსში" დაბრუნდა უნარ-ჩვევების მწვრთნელი მაიკ ბირნი. მას ჩვენი გუნდისთვის სასარგებლო უნიკალური ცოდნა გააჩნია" - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა.

ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბის, სონი ბილ ვილიამსის მენეჯერებმა დაადასტურეს, რომ მათ კლიენტს "ოლ ბლექსში" თამაში სურს მომავალი ოთხი ერის გათამაშებაში. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, სონი ბილი იაპონიაში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა, როგორც ნაკრების მთავარ მწვრთნელ სტივ ჰანსენთან საუბრის შემდეგ გაირკვა, იაპონურ კლუბთან შეთანხმება შესაძლებელია.

"დიახ, მან მითხრა, რომ ახალი ზელანდიის ნაკრებში თამაში სურს. ცხადია, მეც მინდა, ის გუნდში მივიწვიო. ახლა ყველაფერი იაპონური გუნდის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, მათგან პრობლემები არ შეგვექმნება" - თქვა "ოლ ბლექსის" თავკაცმა სტივ ჰანსენმა.

ამასობაში სონი ბილ ვილიამსი "ჩიფსის" შემადგენლობაში ზე რაგბის გათამაშების ფინალისთვის ემზადება. ჰემილთონელები შინ დურბანის "ნატალ შარქსს" დაუპირისპირდებიან.

"გუნდმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ფინალამდე გაგვეღწია. მთელი გულითა და სულით "ჩიფსის" წარმატებისთვის ვიბრძოდი. ერთი კვირაც და მეგობრების დატოვება მომიწევს, რაზეც გული ძალიან მწყდება" - თქვა სონი ბილ ვილიამსმა.

შეგახსენებთ, რომ "ოლ ბლექსი" ოთხი ერის პირველ მატჩს ავსტრალიის ნაკრებთან სტუმრად, სიდნეიში 18 აგვისტოს გამართავს.

ახალი ზელანდია

ჩარლი ფაუმუნია, კევინ მეალამუ, მაა ნონუ, პირი ვიპუმ ალი ვილიამსი, ტონი ვუდკოქი (ყველა-ბლუზი), ბოდენ ბარეტი, დენი კოლსი, ქორი ჯეინი, ჯულიან სავეა, კლნრად სმიტი, ვიქტორ ვიტო (ყველა-ჰარიკენზი), დენ კარტერი, ვუაით კროკეტი, იზრაელ დაგი, ბენ ფრენქსი, ოუენ ფრენქსი, ზაკ გილფორდი, რიჩი მაქოა, კირან რიდი, ლუკ რომანო, სემ ვაითლოქი (ყველა-კრუსეიდერზი), ტამატი ელისონი, ხოსე გეარი, ენდრიუ ჰორი, აარონ სმიტი, ბენ სმიტი, ადამ ტომსონი (ყველა-ჰაილე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა