"იუნაიტედის" აქციებით ვაჭრობა ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე მომავალი კვირის პარასკევიდან დაიწყება
ცნობილი ამერიკელი ფინანსისტის დევიდ ბიკის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედს" მის მესაკუთრე გლეიზერების ოჯახი გასაყიდად ამზადებს, რადგან ისინი აცნობიერებენ, რომ საფეხბურთო კლუბის აქციები ამჟამად მეტისმეტად ძვირად არის შეფასებული და მალე ის რეალურ ნიშნულამდე დაიწევს.

როგორც ცნობილია, "იუნაიტედის" აქციებით ვაჭრობა ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე მომავალი კვირის პარასკევიდან დაიწყება.

მსურველებს "ეშმაკების" 10%-ის ხელში ჩაგდების შანსი მიეცემათ. გლეიზერებს ამ გზით 300-დან 330 მილიონამდე დოლარის მიღების იმედი აქვთ, საიდანაც ნახევარზე მეტს ისინი, ასე ვთქვათ, ჯიბეში გააქანებენ.

ამერიკული კონსალტინგური კომპანია Square1-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გლეიზერებს ამ გზით "იუნაიტედის" სრულად გაყიდვამდე კლუბის აქციების მაქსიმალურად მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება სურთ.

"მიმდინარე კურსის პირობებში კლუბის მესაკუთრეებს "იუნაიტედში" სუფთა 2 მილიარდი ფუნტის გაკეთება აქვთ მიზნად.

ერთი წლის წინ ეს ფასი 1,8 მილიარდს აღწევდა, მაგრამ ჩემი აზრით ესეც ძალიან ბევრია. არალოგიკურია, თუ საიდან გაჩნდა აქციების მიმდინარე ფასი.

მე ვერც იმას ვიგებ, ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა ("ჯეფრის გრუპი", "კრედიტ სუისი", "ჯეი პი მორგანი" და "ბენქ ოფ ამერიკა". რედ) რატომ დაუჭირეს მხარი ასეთ წამოწყებას.

აქციების 10%-ის გაყიდვით მიღებული თანხიდან ისინი ვალის დასაფარად 75 მილიონის გამოყოფას აპირებენ, რაც ამჟამად 437 მილიონ ფუნტს უტოლდება. აქციათა მხოლოდ მცირე ნაწილის გაყიდვა საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ "იუნაიტედის" აქციების ფასმა ბაზარზე თუნდაც დროებით, მაგრამ ნიშნული შეინარჩუნოს.

გარწმუნებთ, კლუბის 10%-ის მომატებულ ფასში გაყიდვა ბევრად უფრო იოლია, ვიდრე კომპანიის ნახევრის," - განაცხადა დევიდ დიკმა ESPN-თან ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა