მალტასთან და ლატვიასთან 8 და 12 ოქტომბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ნაკრებში გამოძახებულთა შემადგენლობა უკვე დაასახელა...

მალტასთან და ლატვიასთან 8 და 12 ოქტომბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ნაკრებში გამოძახებულთა შემადგენლობა უკვე დაასახელა. სიაში 24 ფეხბურთელი იყო. გუშინ გაცნობეთ, რომ ტრავმის გამო გუნდს თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი მათე ვაწაძე გამოაკლდა. სამწუხაროდ დანაკლისი კიდევ გაიზარდა. ჩვენი ინფორმაციით, ოქტომბრის მატჩებში ნაკრებს დანიური "ორჰუსის" შემტევი ნახევარმცველი დავით დევდარიანიც ვერ დაეხმარება. დაკლებული ორი მოთამაშის სანაცვლოდ ქეცბაიას შემადგენლობისთვის ჯერ არავინ დაუმატებია. როგორც გავიგეთ მწვრთნელები სანაკრებო შემადგენლობას ერთ ფეხბურთელს დაამატებენ, "ვიტ ჯორჯიას" შემტევ ნახევარმცველ ირაკლი კლიმიაშვილს.

ჩვენი ნაკრები მოსამზადებელ შეკრებას ორშაბათს, 4 ოქტმბერს დაიწყებს. გუნდი უწინდელივით სასტუმრო "ბომონდში" დაბინავდება და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს. მატჩიწ წინა დღეს კი ქეცბაია ეროვნულ არენაზე ჩაატარებს წვრთნას. გავიგეთ ისიც, რომ მეტოქე მალტა ჩვეულზე ადრე, 5 ოქტომბერს გამთენიისას გვეწვევა. ჯონ ბუტიგეგის გუნდი სამი დღის განმავლობაში თბილისში, "მიხეილ მესხზე" ივარჯიშებს.

დაბოლოს, 8 ოქტომბერს საქართველოსა და მალტის ეროვნული ნაკრებების მატჩი 21 საათზე დაიწყება, თამაშზე დასასწრები ბილეთები 3, 5, 10 და 15 ლარი ეღირება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

torgva10
გასახარია, რომ ფედერაციამ ბილეთები გააიაფა, ასე ბევრად მეტი ხალხი მოდის!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა