ქართველი მძიმეწონოსნის პირველივე მეტოქე გერმანელი ანდრეას ტოლცერი იქნება, ვისთანაც ხუთიდან ხუთი ბრძოლა აქვს წაგებული
მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი მეორე ძიუდოისტია, ვისაც წილისყრამ არ გაუმართლა. პირველი ნუგზარ ტატალაშვილი (73) იყო, რომელიც ბედმა პირველივე წრეში წონის ლიდერს შეახვედრა, თუმცა მისგან განსხვავებით, ოქრუაშვილს მედლის მოპოვების უფრო მეტი შანსი ჰქონდა.

3 აგვისტოს ჩვენებური თავის კარიერაში პირველ ოლიმპიურ შეხვედრას გერმანელ ევროპის ჩემპიონთან და მსოფლიოს ორგზის ვერცხლისმედალოსან ანდრეას ტოლცერთან გამართავს (თბილისის დროით 12:30).

ტოლცერის გარდა, ოქრუაშვილს ამ წონაში კიდევ ერთი დაუძლეველი კონკურენტი ჰყავს - ფრანგი მსოფლიოს ოთხგზის გამარჯვებული ტედი რინერი (თუმცა ეს ყველასთვის გადაულახავია), მაგრამ შეიძლებოდა, მათ მეოთხედფინალამდე არ გადაჰყროდა - ამ შემთხვევაში ბრინჯაოსთვის ბრძოლას მაინც გააგრძელებდა.

კაცმა არ იცის, ოლიმპიური ტურნირი რა შედეგით დასრულდება და რას იზამს გერმანელი, მაგრამ ის ამ წონაში სტაბილური მეორე ნომერია - მხოლოდ რინერის ვერ უხერხებს ვერაფერს, თორემ სხვები წინააღმდეგობას ვერ უწევენ. ტოლცერმა მსოფლიოს ის ორი ფინალიც - შარშან და შარშანწინ ფრანგთან წააგო.

ოქრუაშვილი გერმანელს კარიერაში ხუთჯერ შეხვედრია და ყველა წაუგია. მათი ბოლო ორთაბრძოლა წლეულს გაიმართა - 19 თებერვალს დიუსელდორფის "დიდი პრიზის" ფინალში. ამ მეტოქეობამ კი სათავე თბილისში აიღო, როცა 2008 წელს გერმანელმა მსოფლიოს თასის ფინალში დაგვიმარცხა ფალავანი. მეორე პაექრობაც თბილისში შედგა - 2009 წლის ევროპის ჩემპიონატზე, როცა ისინი დამამშვიდებელი წრის პირველ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს.

ოქრუაშვილის ასეთი წილისყრა იმიტომაცაა გულდასაწყვეტი, რომ ბოლო ერთი სეზონის განმავლობაში მან საგრძნობლად მოუმატა. ამის მიზეზად სპორტსმენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის - პეტერ ზაიზენბახერის ვარჯიშებს ასახელებს.

"ბოლო წელიწადნახევარია, ჩემი გეგმით ვვარჯიშობ და დღემდე ვუმატებ. არ ვიცი, როდის გაჩერდება ეს მატება. ესაა მიზანმიმართული, სწორი ვარჯიში, პლუს - თავდადება და თავის გადადება ძიუდოსთვის.

ძალიან დამეხმარა ზაიზენბახერის ვარჯიშებიც, რომელიც ჩემზე კარგადაა მორგებული - მსიამოვნებს მუშაობა და განსაკუთრებით, იმის შეგრძნება, რომ ვვითარდები.

სავარჯიშო მეთოდიკა შეიცვალა, შტანგაც სხვანაირია და ლეიბიც, თუმცა ორივეგან ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. იაპონიაში და უცხოეთში გავლილმა შეკრებებმა ჩემზე დადებითად იმოქმედა.

იქნებ ვინმე არ დამეთანხმოს, მაგრამ მძიმე წონა სპეციფიკური წონაა - მას სხვანაირი მომზადება სჭირდება. აქ მეტი გამძლეობა და ძალაა საჭირო. მე ისედაც უფრო ძალისმიერი სტილის მოჭიდავე ვარ და ფიზიკური მომზადება წამადგა", - ამბობს ის.

ოქრუაშვილმა ტექნიკური მხარეც უფრო დახვეწა. შეიძლება ის დიდი ტექნიკით ვერ გამოირჩევა, მაგრამ არც ჩავლებებზე და მეტოქის გაფრთხილებაზე მოჭიდავე ფალავანია, ილეთებსაც აკეთებს და უფრო თვალსასეირო სტილის მიმდევარია.

ამ საკითხზე მისი პასუხი ასეთია: "როცა ფიზიკურად ვითარდები და ძლიერდები, იქ ენერგიის დახარჯვის საჭიროებაც დგება. ბუნებრივია, კარგად მომზადებული სპორტსმენი იმას აკეთებს, რაც შეუძლია".

სალიცენზიო ტურნირების დასაწყისში ოლიმპიადაზე მისი მოხვედრის შანსები არც ისე რეალური ჩანდა - ის არცთუ მცირე სხვაობით ჩამორჩებოდა სალიცენზიო 22-კაციან ზონას, ხოლო უკვე იქ მყოფ ზვიად ხანჯალიაშვილთან სხვაობა კიდევ უფრო დიდი იყო.

საქმეს ლიცენზიების განაწილების ახალი წესიც ართულებდა, რომლის თანახმადაც, სპორტსმენი აუცილებლად უნდა შესულიყო იმ 22 კაცში, თორემ ეროვნული ფედერაცია ლიცენზირებულს ამ ზღვარს მიღმა დარჩენილით ვერ შეცვლიდა. თუმცა ოქრუაშვილი ამ სიძნელეებს არ შეუშინდა, ქულებიც აგროვა და კონკურენტსაც გადაუსწრო. თან რამდენჯერმე პირადი შეხვედრაც მოუგო.

"ცხადია, თავიდან სულ სხვა განწყობით ჩავერთე, მაგრამ დროთა განმავლობაში ვატყობდი თავს, რომ ვვითარდებოდი და ასეთი პროგრესი არასოდეს მქონია. ჭიდაობა და ვარჯიში სხვანაირი გახდა და მივხვდი, რომ ოლიმპიადა რეალური ხდებოდა", - თქვა მან.

ოქრუაშვილმა წასვლამდე ისიც გვითხრა, ოლიმპიადაზე გამოჩნდება, რამდენად კარგად ვარ მომზადებულიო. ძალიან ცუდი, ასეთი წილისყრა რომ ერგო. ცხადია, მედალი გარანტირებული არც სხვა შემთხვევაში ექნებოდა, მაგრამ შანსი კი ნამდვილად მიეცემოდა.

ღმერთმა ქნას, ტოლცერთან მომავალ შეხვედრაში ისტორია შემოაბრუნოს.

დოსიე

ადამ ოქრუაშვილი: ძიუდო (+100).

დაიბადა: 1989 წლის 1 იანვარს

საქართველოს ჩემპიონი (2011), ორგზის ვერცხლისმედალოსანი (2007, 2010) და მესამე პრიზიორი (2009); ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში (2006); ევროპის ჩემპიონი გუნდურში (2012) და მესამე პრიზიორი (2006); საერთაშორისო ტურნირების 4-გზის გამარჯვებული, 5-გზის ვერცხლის და 4-გზის ბრინჯაოს მფლობელი.

მწვრთნელი: დიმიტრი ოქრუაშვილი.

ჰობი: მანქანები.

დებიუტანტი

ადამ ოქრუაშვილის ოქროს გერმანელი აეფარა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე