ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ზუგდიდში მეგრული დერბიც შედგა. "ბაია"-"კოლხეთის" შეხვედრა იმ მხრივაც საინტერესო იყო, რომ "ბარიკადების" სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ არც თუ დიდი ხნის წინ ერთად მომუშავე მწვრთნელები...

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ზუგდიდში მეგრული დერბიც შედგა. "ბაია"-"კოლხეთის" შეხვედრა იმ მხრივაც საინტერესო იყო, რომ "ბარიკადების" სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ არც თუ დიდი ხნის წინ ერთად მომუშავე მწვრთნელები - ელგუჯა ქომეთიანი და ბესიკ შეროზია. მატჩის დასრულებისთანავე "ბაიას" მწვრთნელმა თავის კოლეგას ხუმრობით უთხრა - ჩვენს შორის "დუელზე" ოდესმე თუ გიფიქრიაო?..

მოლოდინი იმისი, რომ მატჩი დაძაბული და სანახაობრივი იქნებოდა, გამართლდა. მასპინძელთა შემტევ სათამაშო ტაქტიკას შეროზიამ ოდნავ ფრთხილი სქემა დაუპირისპირა. დაპირებისამებრ, ქომეთიანმა ძირითად შემადგენლობაში კორექტივები შეიტანა - გუგუჩია-აკობიას გამორჩეული ტანდემი ლომია-ახალაიათი ჩაანაცვლა, რითიც შეტევებს მეტი ეფექტი მისცა და ამან მეორე ტაიმში გამოიღო ნაყოფი...

პირველივე წუთებიდან ორმხრივი იერიშები გაჩაღდა. ფოთელებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ ანგარიშის გასახსნელად - ციცხვაია-სიჭინავას კომბინაცია ამ უკანასკნელმა ძლიერი დარტყმითა და ლამაზი გოლით დაასრულა.

სტუმართა სწრაფ გოლს ყველაზე ნაკლებად მასპინძლები ელოდნენ. ზუგდიდელები შეტევაზე გადავიდნენ. მეკარე შენგელიასთან პირისპირ დარჩენილ ლომიას სიზუსტე არ ეყო, შემდეგ შორიდან დაარტყა გოგობერიშვილმა, რასაც კოლხთა მეკარემ სწრაფი რეაქცია დაუპირისპირა.

ზუგდიდელთა მწვავე შეტევების ორგანიზატორი წურწუმია გახლდათ. თუმცა მეგრელაძემ მისი გადაცემებით ვერ ისარგებლა - შენგელიამ ჯერ მისი თავური მოიგერია, ხოლო ცოტა ხანში ბურთი სანტიმეტრებში ასცდა ხარიხა. "ბაიას" უპირატესობა კი ჰქონდა, მაგრამ ფოთელებმა სცენარი კინაღამ საპირისპიროდ შეატრიალეს - სილაგავამ ზუსტად გამოიცნო ფოთელთა გამორჩეული ფორვარდის სიჭინავას მოძრაობა და კარგადაც გადააწოდა, მაგრამ მეკარე ზუხბაიამ ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა.

პირველი ტაიმის მიწურულს კვლავ წურწუმიამ სცადა ინდივიდუალურად ვითარების შეცვლა - ორ მეურვეს გასცდა და მეგრელაძეს ზუსტად გადააწოდა, მაგრამ "ბაიას" ფორვარდმა ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხა...

სამაგიეროდ, მან ეს 71-ე წუთზე შეძლო, როცა "კოლხეთს" ეფექტური გოლი გაუტანა. ამან სათამაშო სურათიც მთლად მასპინძელთა სასარგებლოდ შეცვალა. სტუმრებს ცენტრზე კონტროლი მთლიანად დაკარგეს. თამაშის დასალაგებლად "კოლხეთს" ვერც დაცვის ხაზის გამაგრებამ უშველა, თუმც უკანახაზელებს "ბაიას" მეორე გოლში ვერავინ დაადანაშაულებს - საბოლოო წერტილი საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა, 18 წლის ნიკა კვეკვესკირმა დასვა, თან - საუცხოო გოლით (მისთვის პირველია ამ სეზონში), როცა დაახლოებით 35 მეტრიდან შენგელიას აუღებელი დაურტყა და თავისიანებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

მატჩის შემდეგ

ბესიკ შეროზია (კოლხეთი): "ვიცოდი, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა და ბიჭებს გარკვეული დავალებები მივეცი, რაც პირველ ნახევარში უნაკლოდ შეასრულეს და ეს შედეგშიც აისახა. მეორე ნახევარში "ბაია" თამაშს რომ გაამწვავებდა, ეჭვგარეშე იყო და მასპინძლებმა ტერიტორიული უპირატესობა, ფაქტობრივად, წაგვართვეს. გვქონდა მომენტები, მაგრამ ეს უკვე აღარაფერს ცვლის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მაყურებელმა დღეს სანახაობრივი ფეხბურთი იხილა".

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): "დავეთანხმები კოლეგას და ვიტყვი, რომ საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. პირველი ტაიმი ცოტა ჩაგვივარდა და ვერ გამოვასწორეთ სათამაშო სურათი, თუმცა მთლიანობაში დღევანდელი შედეგი ლოგიკურად მიმაჩნია".

ბაია 2

კოლხეთი 1

29.09. ზუგდიდი. გ. თუთბერიძე. 1 300 მაყურებელი

0:1 სიჭინავა (18), 1:1 მეგრელაძე (71), 2:0 კვეკვესკირი (81)

ბაია კოლხეთი

4-4-2 4-4-1-1

ზუხბაია შენგელია

კვეკვესკირი ჭითანავა

ჭიჭვეიშვილი მახვილაძე

კვესეიშვილი გვალია

ონიანი გველესიანი

წურწუმია სილაგავა

ჩხეტიანი თედიაშვილი

გოგობერიშვილი ჯოჯუა

ლომია სიჭინავა

ახალაია ციცხვაია

მეგრელაძე ჯიქია

ბაია

64. ლომია - დოლიძე

75. წურწუმია - გუგუჩია

82. ახალაია - სიხარულია

სათადარიგოები: ზარქუა, აკობია, ხიდეშელი, ეხვაია

კოლხეთი

83. ჯიქია - ცხვიტარია

85. სილაგავა - ექონია

90. გვალია - წიქარიშვილი

სათადარიგოები: სტურუა, ბუკია, ლემონჯავა, გოგონაია

გაფრთხილება: წურწუმია (55), ჭიჭვეიშვილი (62), გველესიანი (69), მახვილაძე (73), შენგელია (89), მეგრელაძე (89), გუგუჩია (90)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ლაშა გოგილავა

ზუგდიდიდან

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა