ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ბეთქილ შუკვანის სკანდალურ განცხადებებს გამოეხმაურა
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრის 60 კგ წონით კატეგორიაში - ბეთქილ შუკვანის თბილისში, "ქართული ოცნების" ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს, მისი მხრიდან ოლიმპიური თამაშების დატოვების მიზეზებზე, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი - გიორგი ალექსიძე გამოეხმაურა.

ალექსიძემ მედიისთვის ოფიციალური კომენტარი 2 აგვისტოს ლონდონში, ოლიმპიურ სოფელში გააკეთა.

გიორგი ალექსიძე:

"ვფიქრობ, საკმაოდ უცნაური განცხადებები გაკეთდა ბეთქილ შუკვანის მხრიდან. ზოგადად რომ შევაფასოთ, შუკვანმა ძიუდოისტთა ტურნირის პირველივე დღეს მიიღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებზე. საწყისი შეხვედრა კარგად ჩაატარა, ასევე იგებდა მეორე შეხვედრასაც, თუმცა, ჩვენთვის ყველასათვის სამწუხაროდ, ბოლო წამებზე დამარცხდა და მედლისათვის ბრძოლას გამოეთიშა.

რაც შეეხება სპორტსმენის მსაჯების მიმართ გამოთქმულ განცხადებას, რომ თითქოს არ იყო მათზე ზემოქმედება ჩვენი მხრიდან ამ კონკრეტულ მომენტში, მსურს განვაცხადო, რომ ძიუდოს ფედერაციას ნამდვილად არ აქვს მსაჯებზე ზემოქმედების არანაირი საშუალება.

ისინი სრულიად ნეიტრალურად მოქმედებენ, არიან კომისრის კონტროლის ქვეშ, ხოლო საეჭვო მდგომარეობების დროს ვიდეო-გამეორებებით იღებენ გადაწყვეტილებებს. ხოლო არც ფედერაციის რომელიმე წარმომადგენელს, არც ოლიმპიური დელეგაციის წევრს და არც არავის, არ აქვს მსაჯებზე რაიმე სახით ზემოქმედების უფლება და გადაწყვეტილებების შეცვლის იძულება.

რაც შეეხება სპორტსმენის დაბრუნებას საქართველოში, მან თავად მითხრა ამის შესახებ, რომ ოჯახური პრობლემების მიზეზით მეორე დღესვე სურდა ლონდონიდან გამგზავრება.

მისი ასეთი დამოკიდებულება მართლაც გამიკვირდა, რადგან კიდევ 6 სპორტსმენს ჰქონდა საასპარეზო. ყველანი მოველოდით, რომ შუკვანი ბოლომდე დარჩებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და შუკვანმა თავისივე სურვილით დატოვა ოლიმპიური თამაშები.

მან ასევე ისაუბრა ზეწოლაზე სპორტსმენის მიმართ. მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა არაერთი ქვეყნის სპორტული დელეგაციები, ვცხოვრობთ ოლიმპიურ სოფელში, სადაც უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. აქ არ იყიდება ალკოჰოლური სასმელი, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მოსახვედრად გარკვეული პროცედურებისა და შემოწმების სისტემების ბარიკადების გავლაა საჭირო.

ასე რომ, ნასვამი ადამიანების გადაადგილებას და მით უმეტეს, მათი მხრიდან იმ სპორტსმენებზე ზეწოლას, რომლებმაც უნდა იასპარეზონ ოლიმპიურ თამაშებზე, სრულად გამოვრიცხავ".

msy.gov.ge

ასევე იხილეთ:

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს განცხადება

ბეთქილ შუკვანი: ოლიმპიური სოფლიდან ნასვამ გია უდესიანს გამოვერიდე

სკანდალი: ბეთქილ შუკვანი ლონდონიდან საქართველოს დელეგაციას გამოექცა [+VIDEO]

ttt
ბატონო "მმმ", თუ თქვენ კარგად წაიკითხავთ გამოქვეყნებულ სტატიას მასში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ შუკვანის პრეტენზია, თითქოს ფედერაციამ და დელეგაციამ არ გააპროტესტა, ვერ მოხდებოდა რადგან შეჯიბრებაზე ფედერაციას ამის გაკეთების უფლება არ აქვს. როდესაც ვინმეს ტყუილის თქმას აბრალებთ, თუნდაც პოლონეთში, ცოტა უკეთ დაასაბუთეთხოლმე
mmm
მე პოლონეთში ვცხოვრობ და პოლონელი ძიუდოისტები აშკარა მიკერძოებებზე ლაპარაკობენ მსაჯებზე. ასე, რომ ალექსიძე მართალს არ ამბობს. სხვა საკითხში არ ვერევი , მაგრამ რადგან მსაჯებთან დაკავსირებით ტყუის, მაქვს ეჭვი დანარჩენი მართალია?
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა