ათენში 2 აგვისტოს დაიწყო 20 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა, რომელშიც შვეიცარიული სისტემით 13 ტური გათამაშდება
ათენში 2 აგვისტოს დაიწყო 20 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა, რომელშიც შვეიცარიული სისტემით 13 ტური გათამაშდება.

გოგონებში 67 მონაწილეს შორის 8 დიდოსტატია. ტურნირის რეიტინგფავორიტია რუსი ანასტასია ბოდნარუკი (2414), მე-2 ადგილზეა 20-წლიანებში პერუელი მსოფლიოს ჩემპიონი დეიზი კორი (2413). 18-წლიანებში მსოფლიოს ჩემპიონ მერი არაბიძეს (2379) მე-5 ადგილი უკავია.

მათ გარდა, მედლებისთვის იბრძოლებენ რუსი დიდოსტატები - ალინა კაშლინსკაია და ალექსანდრა გორიაჩკინა, რუმინეთისა და ბელარუსის ნაკრების წევრები - ირინა ბულმაგა და ნასტასია ზიაზიულკინა. ქართველთაგან არაბიძესთან ერთად ასპარეზობს თანატოლებში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ნანი უნაფქოშვილი.

ასპარეზობის სტარტზე პირველი ქულები 31-მა მოჭადრაკემ ჩაიწერა. მერი არაბიძემ სლოვენიელი სპელა კოლარაჩი დაამარცხა. უნაფქოშვილმა გერმანელ ჰანა-მარი კლერთან წააგო. დაგეგმილი ქულები აიღეს ფავორიტებმა - ბოდნარუკმა, კორიმ, კაშლინსკაიამ, ბულმაგამ, ზიაზიულკინამ, იოლანტა ვოინოვიჩმა (ჩერნოგორია), ვან იუემ (ჩინეთი), კლაუდია კულონმა (პოლონეთი) და სხვებმა.

ვაჟთა ტურნირში 130 მონაწილეა, მათ შორის - 13 დიდოსტატი. რეიტინგფავორიტები არიან დინ ლირენი (ჩინეთი, 2695), იუ იანი (ჩინეთი, 2635) და იაროსლავ ჟერებუხი (უკრაინა, 2629), რომელსაც ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა უწევს კონსულტაციებს. ჩვენს ბიჭებს - შალვა ნადირაშვილსა (2151) და დიმიტრი კვარაცხელიას (2093) მოკრძალებული 95-ე და 108-ე ადგილები უკავიათ. პირველ ტურში ნადირაშვილი უნგრელ ოლივერ მიშოკს დაუზავდა, კვარაცხელიამ კი ჩინელ ვიე იისთან წააგო. 53-მა მოჭადრაკემ წარმატებას მიაღწია.

3 აგვისტოს მე-2 ტურში არაბიძე შავი ფიგურებით ინდოელ ბაქტი კულკამის შეხვდება, უნაფქოშვილი - ალბანელ ბრუნო ტუზის, ხოლო კვარაცხელია და ნადირაშვილი, შესაბამისად, ავსტრალიელ ანდრეუ ბრაუნსა და აზერბაიჯანელ ულვი ბაჯარანის დაუპირისპირდებიან.

ქართველები - სამეულს მიღმა

2 აგვისტოს ვაშინგტონში დამთავრდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი. ბოლო მე-9 ტურში ამერიკელმა გატა კამსკიმ ჯოელ ბენჯამინს (აშშ) სძლია, მოაგროვა 7 ქულა და პირველ ადგილთან ერთად 5 000 დოლარი დაიმსახურა.

წარმატებით ითამაშა ალექსანდრ შაბალოვმა (აშშ), რომელმაც მიხეილ კეკელიძე დაამარცხა. ალექსანდრ ონიშჩუკი (აშშ) და ტიმურ გარეევი (უზბეკეთი), შესაბამისად, სერგეი აზაროვსა (ბელარუსი) და თამაზ გელაშვილს დაუზავდნენ.

ონიშჩუკმა, გარეევმა და შაბალოვმა 6,5-6,5 ქულით მეორე-მეოთხე ადგილები გაინაწილეს, რითაც 2 000-2 000 დოლარი ერგოთ. ხუთმა მოჭადრაკემ, მათ შორის - გელაშვილმა, 6-6 ქულას მოუყარა თავი. თვითოეულს 740-740 დოლარი ხვდა. 5,5 ქულით კეკელიძემ მე-11 ადგილი დაიკავა და 162 დოლარით დაკმაყოფილდა.

აბასთუმანში

სამცხე-ჯავახეთის 2012 წლის სპორტულმა ფესტივალმა კურორტ აბასთუმანში გადაინაცვლა, სადაც ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის 30 მოჭადრაკე დაუპირისპირდა ერთმანეთს საპრიზო ადგილებისთვის.

ახალციხელმა დავით სამსონაძემ ფინალში ნინოწმინდელ იურიკ ღუიმჩიანს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა. მე-3 ადგილზე ბორჯომელი ომეზ ჩხეიძე გავიდა. საუკეთესო სამეული, შესაბამისად, 500, 400 და 300 ლარით დაჯილდოვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა