საჩხერის "ჩიხურას" ახალწვეული გოლკიპერი, სულ ცოტა, ექვსეულში მოხვედრას იმედოვნებს
საჩხერის "ჩიხურა" სეზონის დაწყებამდე მნიშვნელოვნად გაძლიერდა: გუნდმა დაიმატა თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი დავით ოდიკაძე, ისრაელიდან - გაგა ჩხეტიანი, აგრეთვე ვაჟა ლომაშვილი, თემურ შარაშენიძე, ნიკა მაისურაძე.

ახლახან კი საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ქუთაისის "ტორპედოდან" წამოსულ დათო დიღმელაშვილთან და რევაზ გოცირიძესთან ერთად, "ზესტაფონის" ყოფილი ცენტრალური მცველი ედიკ საჯაიაც მიიწვია.

გუნდის კიდევ ერთ გამოცდილ ახალწვეულს, მეკარე გიორგი სომხიშვილს სჯერა, რომ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "ჩიხურა" ახალ სეზონში თავს არ შეირცხვენს.

"ფინანსურად არ გვიჭირს, კარგ პირობებში ვემზადებით და ხელფასებსა და პრემიებს დროულად გვირიგებენ. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული.

ბიჭების უმრავლესობას სერიოზულ დონეზე უთამაშია, არც გამოცდილება აკლიათ და მგონია, რომ ცუდი გუნდი არ ვიქნებით.

რაც მთავარია, ჩინებული კოლექტივია. იმედია, ეს შედეგზეც აისახება. ჩვენც არ დავაკლებთ მცდელობას, რომ პროგრამა მინიმუმი შევასრულოთ და ექვსეულში მოვხვდეთ.

რა თქმა უნდა, ბევრი ახალი მოთამაშე რომ არის, გუნდი ჯერ შესათამაშებელია, მაგრამ უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული და გამოცდილი შემადგენლობა გვეყოლება. სხვადასხვა დროს ერთად ბევრს გვითამაშია და ამ მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ.

მიმაჩნია, რომ საინტერესო ჩემპიონატი იქნება. თითქმის ყველა გუნდი გაძლიერდა, შემადგენლობის მხრივაც თითქმის ყველა თანაბრად არის დაკომპლექტებული და ექვსეულში მოსახვედრად სერიოზული ბრძოლა გაიმართება", - ამბობს სომხიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა