ხანტი-მანსიისკში, სადაც მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა მიმდინარეობს, გუშინ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ფიდეს კონგრესზე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებმა...

ხანტი-მანსიისკში, სადაც მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა მიმდინარეობს, გუშინ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ფიდეს კონგრესზე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებმა. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გენერალურ ასამბლეაზე დიდი შეხლა-შემოხლაც ყოფილა. ბოლოს მაინც გაიმართა არჩევნები. ორგანიზაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა კირსან ილუმჟინოვმა მეტოქეს _ მე-12 მსოფლიოს ჩემპიონ ანატოლი კარპოვს აჯობა 95 ხმით 55-ის წინააღმდეგ (13 ბიულეტინი გაუქმდა) და პოსტი კიდევ ოთხი წლით შეინარჩუნა. არჩევნების დამთავრებისთანავე ილუმჟინოვმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა _ თავის ოპონენტს ფიდეს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შესთავაზა. კარპოვმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

ახლა კი თვით გუშინდელი ორთაბრძოლების შესახებ. მე-8 ტურის შედეგები ჩვენთვის სასიხარულოც გამოდგა და სამწუხაროც. ისევ გაგვაოცეს ქართველმა დიდოსტატმა ვაჟებმა. გუშინ მათ დაძაბულ პაექრობაში ბელარუსის ნაკრები დაჯაბნეს 2,5:1,5 (ბაადურ ჯობავა-სერგეი ჟიგალკო 1:0, ვიტალი ტეტერევი-მერაბ გაგუნაშვილი 1:0, მიხეილ მჭედლიშვილი-ევგენი პოდოლჩენკო 1:0, კირილ სტუპაკი-თამაზ გელაშვილი 0,5:0,5). ასეთივე ანგარიშით სომხებმა პოლონელებს მოუგეს, ფრანგებმა _ რუსეთის მეორე ნაკრებს, დაზავდნენ (2:2): რუსეთი (1)-უკრაინა, უნგრეთი-აზერბაიჯანი, აშშ-ჩინეთი, ესტონეთი-რუსეთი (3), სერბეთი-სლოვაკეთი, კუბამ 3:1 სძლია ირანს, ისრაელმა-ჰოლანდიას.

რვა ტურის შემდეგ 14 ქულით უკრაინელები ლიდერობენ. მათ თითო ქულით ჩამორჩება 6 გუნდი, მათ შორის _ საქართველო.

დღეს მე-9 ტურში ჩვენი ბიჭები (13/23,5) თეთრებით ფრანგებს (13/20, საშუალო რეიტინგი- X, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი-2721, ლორან ფრესინე-2718, ვლადისლავ ტკაჩიევი-2632, რომან ედუარდი-2636, სებასტიან ფელერი-2649) დაუპირისპირდებიან. მეწინავეებში დანარჩენები ასე დაწყვილდნენ: აზერბაიჯანი (13/22,5)-უკრაინა (14/23), სომხეთი (13/21)-რუსეთი-1 (13/21), ისრაელი (12/12,5)-უნგრეთი (13/19,5), კუბა (12/21)-ჩინეთი (12/22), ბულგარეთი (11/21,5)-აშშ (12/21)...

ქალებში მე-8 ტურის წილისყრის გამოქვეყნების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ქართველი დიდოსტატებიც და მათი ქომაგებიც შვებით ამოისუნთქავდნენ, რადგან სერბეთი ის გუნდი არ არის, რომლის ძლევაც ჩვენებს არ შეეძლოთ, თითოეულ დაფაზე, ქართველების სარეიტინგო მაჩვენებლები და, საერთოდ, შედეგებიც ბევრად აღემატება მეტოქისას, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი თურმე ფუჭი ყოფილა: ექსიუგებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს და 2,5:1,5 აჯობეს. ნანა ძაგნიძე ნატაშა ბოიკოვიჩთან დამარცხდა, სალომე მელიას ირინა ჩელუშკინამ დაჯაბნა, სოფიო ხუხაშვილი ანჟელიკა სტოიანოვიჩს დაუზავდა, ბელა ხოტენაშვილმა კი სძლია იოვანა ერიჩს, მაგრამ გუნდი წაგებისგან ამით ვერ იხსნა.

ლიდერთა დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ინდოეთი-რუსეთი (1) 0,5:3,5, უნგრეთი-ბულგარეთი 2:2, რუსეთი (2)-აშშ 3:1, ჩინეთი-ბელარუსი 3,5:0,5, გერმანია-უკრაინა (1:3, რუსეთი (3)-კუბა 0,5:3,5, სლოვაკეთი-საბერძნეთი 2:2, ხორვატია-პერუ 2,5:1,5, რუმინეთი-ირანი 3:1, სლოვენია-პოლონეთი 1,5:2,5.

8 ტურის შემდეგ ქალებში 16 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს რუსეთის პირველი ნაკრები, რომელიც, ნაკლებსარწმუნოა, რომ ოქროს მედლებს ვინმეს დაუთმობს. 13-13 ქულით მეორე-მესამე ადგილებს სერბეთი და რუსეთის მეორე ნაკრები ინაწილებსენ 8 გუნდს 12-12 ქულა აქვს. მე-9 ტურში ითამაშებენ: საქართველო (12/22,5)-რუსეთი-2 (13/20,5, საშუალო რეიტინგი _ V ნატალია პოგონინა-2491, ოლგა გირია-2414, ანასტასია სავინა-2404, ანასტასია ბოდნარუკი -2399, ალინა კაშლინსკაია-2358), რუსეთი-1 (16/25)-სერბეთი (13/23), უნგრეთი (12/20)-ჩინეთი (12/22,5), უკრაინა (12/22)-ხორვატია (12/19), კუბა (12/23,5)-ინდოეთი (12/21), ბულგარეთი (12/18,5)-რუმინეთი (11/21,5), სლოვაკეთი (11/21,5)- სომხეთი (11/21), პოლონეთი (11/20,5)-უზბეკეთი (11/22), აშშ (11/20)-საბერძნეთი (11/20,5), ლატვია (11/19,5)-ყაზახეთი (10/21)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა