ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინას მეორე ცდა

ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინას მეორე ცდა

4 აგვისტოს ლონდონის ოლიმპიურ სარბიელზე მედლებისთვის ბრძოლაში ჩაებმება ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა
4 აგვისტოს ჩვენი დროით 17:00 სთ-ზე ლონდონის ოლიმპიურ სარბიელზე მედლებისთვის ბრძოლაში ჩაებმება ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა.

22 წლის თბილისელ სპორტსმენს საოლიმპიადე გამოცდილება აქვს - ოთხი წლის წინათ ჩინეთის დედაქალაქში იასპარეზა და ელიტაში მეტეორივით შეჭრილმა მე-6 ადგილი დაიკავა.

თუმცა, ეს შედეგი მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. სპორტულ ოჯახში დაბადებულსა და გაზრდილ გოგონას (დედა - ლუდმილა სოროკინა საქართველოს სამგზის ჩემპიონია სპორტულ ტანვარჯიშში, მამა - ვლადიმირ გოლოვინი ამ სახეობაში საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო.

18 წელიწადია, ქალიშვილს ავარჯიშებს ბატუტზე ხტომაში) ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა ძლიერი ნებისყოფა და ბრძოლის ჟინი.

მტკივნეულად განიცდიდა თითოეულ მარცხს. ასეთი ეპიზოდი მახსენდება: მაშინ ლუბა 10 წლის იყო. ერთ-ერთ შეჯიბრებაზე ვარჯიში არ გამოუვიდა.

გულდაწყვეტილი ბატუტზე დაემხო და ასლუკუნდა. თვალცრემლიანი იატაკზე გადმოხტა. უცხო მამაკაცი მიუახლოვდა, თავზე ხელი გადაუსვა, დაამშვიდა და ის იყო, საკოცნელად დაიხარა, რომ გოგონამ თავი განზე გასწია.

- არ შეიძლება, მამამ გამაფრთხილა, უცხო კაცს არ აკოცნინოო. - ისე ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი, რომ ახლო-მახლო ყველამ გაიგონა. უცნობი ჯერ გაშრა, მერე გულიანად გადაიხარხარა. სხვებიც აჰყვნენ.

თვალცრემლიანი ლუბა კი გაიქცა და მწვრთნელს ამოეფარა. ის უცხო მამაკაცი მაშინ ისრაელის ბატუტზე მხტომელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბორის ეპილბაუმი გახლდათ.

იმ ეპიზოდიდან განვლილ 12 წელიწადში ლუბა გოლოვინას ბევრჯერ განუცდია სინანულიცა და გამარჯვებით გამოწვეული სიხარულიც. 2005 წელს ეინდჰოვენში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, ევროპის ინდივიდუალურ პირველობებზე 2004 წელს ვერცხლის მედალი ერგო, ორი წლის შემდეგ კი საფრანგეთში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, გუნდურში თამარ კაკაშვილთან და ნანა ღუჭაშვილთან ერთად მესამე ადგილი დაიკავა. 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე პეკინის ოლიმპიადის საგზური დაიმსახურა და ჩინეთის დედაქალაქში დაამახსოვრა თავი გულშემატკივრებს.

"16 მონაწილეს შორის წილისყრით ასპარეზობის გახსნა მე მერგო, - გაიხსენა ლუბამ ოთხი წლის წინანდელი ამბავი ლონდონში გამგზავრების წინ. - ეს რომ გავიგე, ბევრი ვიტირე. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზეც ასე მოხდა.

მაშინ ფინალში ვერ შევედი, რადგან რუსმა მსაჯმა, წარმოშობით რუსთაველმა, ლუდმილა მენეჟანმა დაბალი ქულები დამიწერა. ეს ამბავი გამახსენდა და შემეშინდა, მაგრამ ცრემლით საქმეს რას ვუშველიდი.

მამამ გამამხნევა, დიდხანს ვისეირნეთ. სასტუმროში რომ დავბრუნდით, დავწექი და მკვდარივით დამეძინა.

მეორე დღეს მხნედ გავედი საასპარეზოდ. კარგადაც ვიხტუნავე. საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-5 ვიყავი. შვედ და ავსტრალიელ არბიტრებს მეტი ობიექტურობა რომ გამოეჩინათ, უკეთესი შედეგი მექნებოდა, მაგრამ მაშინ ამაზე არც მიდარდია, რადგან ოლიმპიურ ჩემპიონებს - ანა დოღონაძეს და რუს ირინა კარავაევას გავუსწარი.

ოლიმპიური თამაშების ჩინელი პრიზიორი შანშანი კი რვა საუკეთესოში ვერ მოხვდა".

ჩინეთის დედაქალაქში გოლოვინას გამოუცდელობამ მაინც შეუშალა ხელი. ფინალში ასპარეზობის ერთ-ერთი მომენტში ხაზზე გადმოვიდა და ზამბარასთან ახლოს აღმოჩნდა.

ვარჯიშის ჩაშლას, როგორც თავად აღნიშნა, სირთულის კოეფიციენტისა და პროგრამის ელემენტების შეცვლა ამჯობინა. საბოლოოდ მე-6 ადგილი დაიკავა, რაც დებიუტანტისგან ურიგო შედეგი სულაც არ იყო.

პეკინის ოლიმპიადის შემდეგ განვლილ ოთხ წელიწადში თბილისელმა ბატუტზე მხტომელმა მსოფლიოს თასებზე არაერთხელ ისახელა თავი, თუმცა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მიზანს ვერასდროს მიაღწია.

უფრო მეტიც, შარშან ბრიტანულ ბირმინგემში, სადაც პლანეტის უძლიერესმა მხტომელებმა მოიყარეს თავი, ლუბა ფინალში ვერ მოხვდა. არადა, რვა საუკეთესო ავტომატურად იღებდა ლონდონის ოლიმპიადის საგზურებს.

სამაგიეროდ, წლეულს იანვარში სალიცენზიო ტურნირზე იყოჩაღა. საკვალიფიკაციო ეტაპიდან ფინალში პირველი შედეგით შევიდა და ოცნებაც აისრულა.

რა შანსები აქვს ლუბა გოლოვინას ლონდონში? ამის თაობაზე საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ნაკრების მათვარი მწვრთნელი ზაურ სულაშვილი გვესაუბრება:

- ლუბამ პეკინში მე-6 ადგილი 13,7 სირთულის კოეფიციენტის ვარჯიშით მოიპოვა. ამჟამად ეს სირთულე 14,4-მდე გავზარდეთ, თანაც ყველა ელემენტს სუფთად ასრულებს.

წლეულს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩემმა შეგირდმა ყველას აჯობა, ფინალში კი სიმაღლის ვარდნა რომ არა, უმედლოდ არ დარჩებოდა - ახალი წესებით, ნებისმიერ ვარჯიშს ბატუტიდან რაც უფრო მაღლა შეასრულებ და მეტ ხანს შეყოვნდები ჰაერში, მით უფრო გემატება ქულები.

კონტინენტის პირველობის შემდეგ, სადაც ლუბამ მე-5 ადგილი დაიკავა, მის პირად მწვრთნელ ვლადიმირ გოლოვინთან ერთად ამ ხარვეზის გამოსწორებასაც დავუთმეთ სათანადო ყურადღება. მზადების პერიოდში ტრავმებმაც შეგვიშალა ხელი, რის გამოც ლუბამ ჩინეთისა და ესპანეთის მსოფლიოს თასები გამოტოვა.

ამის მიუხედავად, მინსკში საწვრთნელი შეკრებისას შეძლო დანაკლისის ანაზღაურება. ახლაც 9 დღეა, ლონდონში იმყოფება, ადაპტაცია გაიარა და იმ ახალ ბატუტებსაც შეეჩვია, რომლებზეც სპორტსმენები 4 აგვისტოს იასპარეზებენ.

- ლუბას კონკურენტებსა და შანსებზე რას იტყვით?

- ლონდონის თამაშების აშკარა ფავორიტია პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებული და 2011 წლის ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰი ვიენა.

ასევე, მედლების კანდიდატები არიან ათენის ოლიმპიადისა და სამი მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროსმედალოსანი ანა დოღონაძე, რომელიც დიდი ხანია, გერმანიის სპორტულ ღირსებას იცავს, 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიური თამაშების სამგზის პრიზიორი, კანადელი კარენ კოკბურნი, მისი თანამემამულე, მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი როსანა მაკლემანი, 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ჩინელი შანშანი, წლევანდელი ბელარუსი ევროპის ჩემპიონი ტატიანა პეტრინია და სხვები, რომელთა ვარჯიშების სირთულის კოეფიციენტი 14,2-დან 15-მდე მერყეობს.

ასე რომ, ლუბა გოლოვინას სერიოზული მეტოქეებისთვის მოუწევს წინააღმდეგობის გაწევა. ვიმედოვნებ, რომ ყველა სირთულეს თავს გაართმევს და წარმატებით გაგვახარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gujakakhadze

წარმატებას გისურვებ!!!!

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის