საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ ტესტმატჩს გამართავს. 20-ში "ბორჯღალოსნების" მეტოქე კანადის ეროვნული ნაკრები იქნება. კანადელები თბილისში გვესტუმრებიან...
საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ ტესტმატჩს გამართავს. 20-ში "ბორჯღალოსნების" მეტოქე კანადის ეროვნული ნაკრები იქნება. კანადელები ევროპას ნოემბრის დასაწყისში ეწვევიან და ოთხ მატჩს გამართავენ. პირველი თამაში ბრიუსელში 6 ნოემბერს ბელგიის ნაკრებთან ექნებათ. ერთი კვირის თავზე მადრიდში ესპანელებს ეთამაშებიან, მერე თბილისში გვესტუმრებიან და ტურნეს 27 ნოემბერს პორტუგალიასთან მატჩით დაასრულებენ.

"ბელგიის ნაკრებთან ძირითადად კანადის ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეებს გამოვცდით. მომდევნო თამაშებისთვის კი პროფესიონალი მორაგბეებიც შემოგვიერთდებიან. ყველაზე რთული მატჩი თბილისში, საქართველოს ნაკრებთან გველის. ამ გუნდს პირველად ჩერჩილის თასზე 2009 წელს შევხვდით და 42:10 მოვუგეთ. ვიცი, რომ ქართველები რევანშისთვის ემზადებიან. ძალიან კარგი. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი, შესანიშნავი გამოცდა იქნება ჩვენი მორაგბეებისთვის" - თქვა კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კირან კროულიმ.

კანადის ნაკრებმა წლეულს სამი შეხვედრა გამართა და სამივე ჩერჩილის თასის გათამაშებაში. "ნეკერჩხლის ფოთლებმა" ორი თამაში მოიგეს, ურუგვაისა და საფრანგეთის A ნაკრებებთან, ხოლო ფინალში ინგლისის A ნაკრებთან წააგეს.

საქართველოს ნაკრებს კანადელებთან ძველი ანგარიში აქვს გასასწორებელი. შარშან ჩერჩილის თასზე ჩვენების წარუმატებლობის შემდეგ კანადის ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში ჩვენი ადგილი დაიკავა. ეს გუნდი ახალ მსოფლიო კლასიფიკაციაში 69,43 ქულით მე-14 ადგილზეა, საქართველოს ნაკრებს კი 66,38 ქულით მე-17 საფეხური უჭირავს.

კანადის ნაკრების მწვრთნელი კირან კროული ევროპული ტურნესთვის გუნდის შემადგენლობას ოქტომბრის ბოლოს დაასახელებს.

"ბორჯღალოსნების" შემდეგი მეტოქე 27 ნოემბერს აშშ-ის ნაკრები იქნება, რომელიც ევროპაში სამ შეხვედრას გამართავს. 13 ნოემბერს ამერიკელები ლისაბონში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, ერთი კვირის თავზე კი შოტლანდიის A ნაკრებთან ითამაშებენ.

აშშ-ის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 67,86 ქულით მე-15 ადგილზეა. "ბორჯღალოსნებმა" შარშან ჩერჩილის თასზე ამ გუნდთანაც წააგეს და, ცხადია, რევანშის აღებას მათთანაც ეცდებიან.

ნოემბრის ტესტები

30 ოქტომბერი

იაპონია-სამოა, ახალი ზელანდია-ავსტრალია

6 ნოემბერი

იაპონია-რუსეთი, ბელგია-კანადა, ინგლისი-ახალი ზელანდია, უელსი-ავსტრალია, ირლანდია-სამხრეთ აფრიკა

13 ნოემბერი

იტალია-არგენტინა, ინგლისი-ავსტრალია, ირლანდია-სამოა, უელსი-სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი-ფიჯი, ესპანეთი-კანადა, პორტუგალია-აშშ, შოტლანდია-ახალი ზელანდია

19 ნოემბერი

უელსი-ფიჯი

20 ნოემბერი

იტალია-ავსტრალია, საქართველო-კანადა, შოტლანდია A- აშშ, ინგლისი-სამოა, შოტლანდია-სამხრეთ აფრიკა, ირლანდია-ახალი ზელანდია, საფრანგეთი-არგენტინა

27 ნოემბერი

საქართველო-აშშ, იტალია-ფიჯი, ინგლისი-სამხრეთ აფრიკა, შოტლანდია-სამოა, უელსი-ახალი ზელანდია, საფრანგეთი-ავსტრალია, ესპანეთი-ნამიბია, პორტუგალია-კანადა

28 ნოემბერი

ირლანდია-არგენტინა

4 დეკემბერი

ბარბაროსები-სამხრეთ აფრიკა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე