საფეხბურთო ტურნირის მეოთხედფინალში დიდი ბრიტანეთის ნაკრები სამხრეთ კორეის ნაკრებთან დამარცხდა - 1:1 (პენ. 4:5)
ოლიმპიური ტურნირის მეოთხედფინალში დიდი ბრიტანეთის ნაკრები სამხრეთ კორეის ნაკრებთან დამარცხდა 1:1 (პენ. 4:5).

ბოლო მეოთხედფინალური მატჩის ფავორიტად ბრიტანული გუნდი მიიჩნეოდა. ცოტას თუ სჯეროდა, რომ ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ მასპინძლებს აზიური გუნდი დაამარცხებდა, რომელსაც სათვალავში არავინ აგდებდა.

დიახ, აზიელები ჯგუფურ ეტაპზე არცერთხელ არ დამარცხებულან, მაგრამ სამი დაპირისპირებიდან ორი ნულოვანი ფრეთი დაასრულეს.

მატჩის დაწყებისთანავე აშკარა გახდა, რომ აზიელები ფეხბურთის დამაარსებლებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. თავიდან ისინი ბრიტანელებს აშკარად უფრთხოდნენ, მაგრამ დრო გადიოდა და კორეელებმა თანდათან ინიციატივის ხელში ჩაგდება იწყეს.

და არავის გაკვირვებია, როდესაც შეხვედრის პირველი ნახევარი საათის მიწურულს ბურთი ჯეკ ბატლენდის კარში აღმოჩნდა. ჩჟ დონ ვონის დარტყმა ძლიერი გამოდგა და მეკარეს ბურთი ხელს ქვევით გაუძვრა.

კორეელებმა ანგარიშში უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნეს. მომდევნო ათი წუთის განმავლობაში სტიუარტ პირსის შეგირდებს არამარტო ანგარიშს გათანაბრების, არამედ წინ გასვლის შანსიც მიეცათ.

33-ე წუთზე სამხრეთ კორეის ნაკრების ერთერთმა მცველმა ხელით ითამაშა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი უყოყმანოდ დანიშნა. აარონ რემზიმ არცთუ კარგად დაარტყა, მაგრამ სპორტული ფორტუნა მის მხარეს აღმოჩნდა - 1:1.

ექვსი წუთის შემდეგ დანიელ სტარიჯის წინააღმდეგ დაჯარიმებას კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. აარონ რემზის დარტყმა ამჯერად მეკარემ მოიგერია.

ამ ეპიზოდმა თავიდან ინგლისელები გამოაცოცხლა, რომლებიც შეტევებს უფრო მეტი შემართებით აგრძელებდნენ. იუნის კართან მომენტებიც შეიქმნა. კორეელები კი სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდნენ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში.

აზიელებმა მასპინძლები საკუთარ ნახევარზე მიიმწყვდიეს, მაგრამ ბოლლო პასი და დარტყმების მცირე რაოდენობა უშლიდათ ხელს წარმატების მიღწევაში.

ერთი სიტყვით, კორეელებმა ბატლენდის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხეს. ინგლისელები კი იმდენად პრიმიტიულად მოქმედებდნენ, რომ მათ მეტოქეებს კარის უსაფრთხოდ შენახვა არ უჭირდათ.

ამასობაში დამატებითი დროც დაინიშნა. ოვერტაიმის 30 წუთი კიდევ უფრო მოსაწყენად წარიმართა. ბოლო 15 წუთის მანძილზე კარის მიმართულებით სულ 3 დარტყმა განხორციელდა და არცერთი კარის ჩარჩოში არ წასულა.

რადგანაც 120 წუთის მანძილზე თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა, ბრიტანელი გულშემატკივრებისთვის ყველაზე საძულველი პროცედურის - პენალტების სერიის დროც მოვიდა.

ინგლისის ნაკრები არაერთხელ დამარცხებულა სწორედ ამ საფეხბურთო ლატარეაში. და დიდი ბრიტანეთის გუნდიც მის კვალზე წავიდა.

სტიუარტ პირსის შეგირდებმა მხოლოდ ერთი პენალტი ააცილეს, ხელი დანიელ სტარიჯს მოეცარა, მაგრამ ეს ტურნირიდან გამოსათიშად საკმარისი აღმოჩნდა, რადგან კორეელები შეუცდომლად ურტყამდნენ.

სწორედ ისინი იბრძოლებენ ახლა ბრაზილიის ნაკრებთან ფინალში გასასვლელად. და ვინძლო ტურნირზე კიდევ ერთი სენსაციის ავტორები გახდნენ.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა