ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ემინ აჰმადოვთან დასანანი მარცხი იწვნია
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, 74 კგ წონით კატეგორიაში, 1/4 ფინალური ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ ემინ აჰმადოვთან გამართა.

სამწუხაროდ, წარმატებით და დიდი აღმავლობით ჩატარებული ორი შეხვედრის შემდეგ ზურაბი დამატებით დროში აზერბაიჯანელთან დამარცხდა (იხილეთ ვიდეო).

არადა, პირველი პერიოდი მოიგო და მეორეშიც ახლოს იყო მიზანთან - მეტოქე ჩოქბჯენში ჩადგა, მაგრამ ქართველმა მისი დატრიალება ვერ შეძლო.

ამ შეხვედრის პირველი ორი პერიოდი ერთმანეთის იდენტური გამოდგა - ჩოქბჯენიდან კონკურენტის დატრიალება ვერც ერთმა შეძლო და ორივე 3:0 დასრულდა; ორივემ თავი უბრალოდ კი არ დაიცვა, არამედ გდებაც დაუხურა მეტოქეს და ორი ქულა მიითვალა, მესამე ქულა კი ორივემ დაცვაში წარმატებული ჭიდაობისთვის მიითვალა, რადგან კარგად დაიცვეს თავი და მეტოქეს ილეთის გაკეთების საშუალება არ მისცეს.

მესამე პერიოდი ჩვენთვის დრამატული გამოდგა, სადაც ქართველის მინუსები გამოჩნდა - მას ცოტა დაღლაც დაეტყო და თან ერთ მომენტში ძალიან ადვილად დაუთმო თავი, მეტოქეს ჯვარზე შეკვრის საშუალება უპრობლემოდ მისცა და ქულაც გააკეთებინა.

ამ მომენტში დათუნაშვილს უკვე ეტყობოდა, რომ თავისი საფირმო ილეთის გასაკეთებლად - თავზე გადასახტომად ემზადებოდა. ცხადია, მისი ეს მფრინავი ილეთი აჰმადოვმაც კარგად იცოდა და ფრთხილად იყო, თუმცა მცირეოდენი სამზადისის შემდეგ დათუნაშვიოლი მაინც გადაახტა თავზე.

ნახტომი მთლად ზუსტად ვერ შეასრულა, თუმცა მეტოქეს ზურგიდან კი მოექცა და ჩოქბჯენში ჩასაყვანად მშვენიერი შანსი მიიღო.

სამწუხაროდ, აზერბაიჯანელმა არ დააცალა. პირიქით, შეკვრაც მოახერხა და მშვენიერი უკუგდებით სამქულიანზე გადააგდო. 4:0 - ასე მოიგო აჰმადოვმა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც სომეხ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ არსენ ჯულფალაკიანს შეხვდა და პირწმინდად წააგო.

შესაბამისად, დათუნაშვილმა ვეღარც სანუგეშოში ბრინჯაოსთვის გააგრძელა ბრძოლა.

ასევე იხილეთ:

ზურაბ დათუნაშვილმა ამერიკელიც გააგორა და 1/4 ფინალშია! [+VIDEO]

ზურაბ დათუნაშვილმა ოლიმპიადა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო [+VIDEO]

stajiani gulshematkivari
maxo, ძიუდოს გარდა სად ხედავბ უცხოელ მწრთვნელს. იქნებ არ ვიცი და მაცნოვე რა. რაც შეეხევა -"ჰფგჰ"-ს ეს ტიპი საერთოდ ამ აზროვნებით "არშემდგარი აბორტის შედეგი" მგონია. ღუსულად ასე ჯღერს ЭЖертва неудачного аборта.
Shoda
ჰფგჰ და ოტ: თქვენ ვინა ხართ, გაგვაგებინეთ? თუ მგარი ვაჟკაცები ხართ, იქნებ თქვენ მოგეგოთ ოლიმპიადა! თქვენ გგონიათ არ მოინდომეს ბიჭებმა, ან ცდა დააკლეს? უყურე შენ ამ მიშაიას ნაბუშრებს, როგორ ილანძღებიან.
maxo
ეს როვნული მოძრაობა (უცხოურად ნაციონალური)საზღვარგარათიდან რომ არ ჩამოეყვანა მწვრთნელი ჩვენი სახელოვანი ფალავნები რატომ არ მოიწვიეს?
OT
ჰფგჰ მაჯიდავეების ბრალი რა არის მედლები რომ ვერ აიგეს!? - მე მგონი უფრო უპოტენცია აზოგადოების ბრალია მაგატზე უკეტესების შვა რომ არ შეუდზლია.
ჰფგჰ
როდემდე?????????? რაში იხარჯება ეს ჩვენი სიმწრით შევსებული ბიუჯეტი?ალბათ ამ თახსირებმა რომ სურვილები რომლებიც ბავშვობაშიც კი წარმოდგენილიც კი არ ქონდათ დაიკმაყოფილონ
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა