ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ენდი მიურეი ოლიმპიადას ელოდა

ენდი მიურეი ოლიმპიადას ელოდა

ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საჩოგბურთო ტურნირზე ხუთი ჩემპიონი გამოვლინდა
შაბათ-კვირას საჩოგბურთო ტურნირზე ხუთი ჩემპიონი გამოვლინდა. ოლიმპიადაზე ამერიკელი ჩოგბურთელების დომინირება შეინიშნებოდა - მათ სამი ჩემპიონი ჰყავთ. აქედან ორი ოქრო სერენა უილიამსის საკუთრება გახდა.

ქალების ერთეულები

დავიწყოთ ქალთა ერთეულებით, სადაც ფინალში ტურნირის ორი საუკეთესო წარმომადგენელი შეხვდა - სერენა უილიამსი და მარია შარაპოვა.

მათ მთელი სატურნირო გზა დამაჯერებლად გაიარეს. განსაკუთრებით ეს ამერიკელს ეხება, რომელმაც თავის მეტოქეებს მხოლოდ 16 გეიმი დაუთმო. მას არცერთ სეტში არ წაუგია სამზე მეტი გეიმი.

რაც შეეხება მარიას, 1/8-ფინალში საბინ ლისიცკისთან ორსაათნახევრიან დუელს თუ არ ჩავთვლით, პრობლემა არც მას ჰქონია. შარაპოვას სასარგებლოდ არ ლაპარაკობდა ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკა: 8:2 სერენას სასარგებლოდ.

ფინალმა დაგვანახა, რომ ამ მომენტისთვის ამერიკელი ტურის დანარჩენ მონაწილეებზე ერთი თავით მაღლა დგას. ამერიკელმა თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი და ეისების წვიმა დაატეხა თავს რუს მოწინააღმდეგეს, თავად შარაპოვა კი არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

საწყისი ორი წაგებული გეიმის შემდეგ მარიამ ასე თუ ისე ააწყო თამაში მიღებაზე, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში სერენა ზუსტად თამაშობდა და პირველი სეტი 6:0 მოიგო.

ამერიკელის უპირატესობა მეორე პარტიაშიც არსად გამქრალა. ის ამჯერადაც თავიდანვე გაიჭრა წინ, რის შემდეგაც შარაპოვამ რამდენჯერმე მიიღო მეტოქის დაწევის შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა და ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი.

სერენამ მესამე ოლიმპიური ოქრო მიიღო, თუმცა ეს მისი პირველი გამარჯვებაა ერთეულთა თანრიგში.

მესამე ადგილისთვის მატჩში ბელარუსი ვიქტორია აზარენკა და რუსი მარია კირილენკო შეხვდნენ ერთმანეთს. ეს გოგონები ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს - წინა ორი სეზონი წყვილში ერთად თამაშობდნენ და სამი ტურნირიც მოიგეს. ურთიერთშეხვედრებშიც თანაფარდობა ჰქონდათ: 2:2.

ბელარუსმა აქტიურად დაიწყო და 3:0 წაიყვანა ანგარიში, მეოთხე გეიმში კი ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ მარიამ აგრესიულობას უმატა და კარგა ხნით მოიპოვა ინიციატივა. რუსმა ანგარიში გათანაბრა - 3:3, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო. ვიქტორიამ მაშინვე გააკეთა ერთი ბრეიკი და სეტზე წარმატებით ჩააწოდა - 6:3.

მეორე პარტიის სცენარი დაახლოებით პირველი სეტის მსგავსი იყო. აზარენკამ ისარგებლა მეტოქის ინერტულობით და ორი ბრეიკით დაწინაურდა. კირილენკომ ამ შემთხვევაშიც შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ინიციატივის ხელიდან გაშვება, რითაც ბელარუსს ოლიმპიადებზე მეორე ბრინჯაო მოაგებინა.

აზარენკას კიდევ ერთი მედალი ჰქონდა გარანტირებული - მიქსტში ფინალში იყო გასული და მინიმუმ ვერცხლი ეჭირა ხელში.

კაცების ერთეულები

მთავარი, რა თქმა უნდა, კაცების ფინალი იყო, მით უმეტეს, რომ იქ იბრძოდა ადგილობრივი პუბლიკის საყვარელი მოთამაშე ენდი მიურეი.

ბრიტანელები დიდი ხანი ელიან ენდისგან უიმბლდონის მოგებას, მაგრამ ჩოგბურთელმა ეს ოცნება მათ ვერ აუსრულა. წელს მან იქ ფინალამდე მიაღწია, მაგრამ ოთხ სეტში წააგო როჯერ ფედერერთან.

ამჯერადაც ფინალში ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, მატჩის ფორმატიც ხუთსეტიანი იყო. ამიტომაც ფავორიტად ისევ შვეიცარიელი სახელდებოდა.

ურთიერთშეხვედრების ანგარიში 8:8 იყო. საინტერესოა, რომ ამ დაპირისპირებაში ფედერერი მხოლოდ ერთხელ იყო წინ - 1:0, მას შემდეგ კი მუდმივად მდევრის როლში იმყოფებოდა. ამასთან, ბოლო ორი მატჩი როჯერს ჰქონდა მოგებული.

ფედერერმა მეტოქეზე ოდნავ უკეთ დაიწყო მატჩი და თავიდანვე ორმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა. საერთო ჯამში კი პირველი სეტის პირველ ნახევარში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ მეექვსე გეიმიდან მოყოლებული, შოტლანდიელმა სერიოზულად მოუმატა, როჯერი კი ამას ვერ გაუმკლავდა და ძალიან ბევრი შეცდომის დაშვება დაიწყო.

სავარაუდოდ, შვეიცარიელი მეტოქის ასეთ ტაქტიკას არ ელოდა, რადგან აქამდე ენდი მის წინააღმდეგ ყოველთვის "მეორე ნომრად" თამაშობდა.

შედეგად, ბრიტანელმა აიღო ზედიზედ ოთხი გეიმი და პირველი პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:2, ხოლო მეორე სეტის სტარტზე "მშრალი" ანგარიშით მოიგო მეტოქის მოწოდება.

ამის შემდეგ ჩატარდა გეიმი, რომელმაც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა მეორე პარტიის ბედი. ფედერერმა მიღებაზე დიდი ბრძოლა გაუმართა მეტოქეს - მოიპოვა ექვსი ბრეიკ-პოინტი (სულ მატჩში ცხრა ასეთი შანსი ჰქონდა), მაგრამ ენდიმ ყველა საფრთხე მოიგერია. საბოლოოდ, მასპინძელმა გადაარჩინა ეს გეიმი, შემდეგ კი 40:15-დან ბრეიკი გააკეთა. ისე გამოვიდა, რომ პირველი სეტიდან მოყოლებული, მიურეიმ ზედიზედ ცხრა გეიმი მოიგო და ორი პარტიის შემდეგ წაიყვანა ანგარიში 6:2, 6:1.

მესამე სეტში თანაბარი ბრძოლა დაიწყო. როჯერმა, როგორც იქნა, გაასწორა თავისი მოწოდება და მეტოქეს მიღებაზე შანსს არ აძლევდა, თუმცა არც ენდის ჰქონდა პრობლემები საკუთარი გეიმებში.

შვეიცარიელმა დიდხანს ვერ გაძლო - მეხუთე გეიმში ისევ ცუდად ჩააწოდა, მიურეიმ კი მოუმატა და ბრეიკი გააკეთა. თავის მოწოდებაზე ენდიმ ბოლომდე აღარ მისცა შანსი ლეგენდარულ მეტოქეს - მთელი სეტის განმავლობაში თავის გეიმებზე მხოლოდ ერთი ქულა დათმო - 6:4. ასე მოიპოვა თავის კარიერაში ყველაზე დიდი წარმატება შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა.

ბრინჯაოს მედალი გაითამაშეს ხუან მარტინ დელ პოტრომ და ნოვაკ ჯოკოვიჩმა. ტურნირის წინ, ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ სერბი ჩოგბურთელი ოლიმპიადაზე მედლის გარეშე დარჩებოდა, მაგრამ ეს პატარა სენსაცია მაინც მოხდა.

პირველ სეტში ბრეიკის პირველი შანსი ნოვაკმა მიიღო, როცა 3:2-ზე სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ხუან-მარტინმა დროზე ჩართო საქმეში მოწოდება. ამის შემდეგ თამაში წვიმის გამო დაახლოებით ერთი საათით შეწყდა. მატჩის განახლების შემდეგ ყველაფერი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, მაგრამ ბოლო მომენტში სერბმა თავის გეიმზე ძალიან ცუდად ითამაშა, რის შემდეგაც დელ პოტრომ სეტზე ჩააწოდა.

მეორე პარტიაში არგენტინელმა თავიდანვე მოუმატა და ინიციატივა მოიპოვა. პირველ გეიმში გამოუყენებელი ბრეიკ-პოინტების შემდეგ სამხრეთამერიკელმა 1:1-ზე აიღო მეტოქის მოწოდება და თავისი გეიმების შენარჩუნებაზე გადაერთო. ნოვაკს მერვე გეიმში ჰქონდა ბრეიკ-პოინტი, მაგრამ დელ პოტრომ ზუსტად გვერდით ხაზზე დასვა ბურთი. ბოლო გეიმში კი არგენტინელი ოდნავ ანერვიულდა, თუმცა მოწოდება დაეხმარა.

ასე რომ, დელ პოტრომ, რომელიც აქამდე ბალახზე არასოდეს ბრწყინავდა, არგენტინას ამ ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოუტანა.

ქალების წყვილები

რუსებს უმცროსი უილიამსის შეჩერება ქალების წყვილთა თანრიგში შეეძლოთ, სადაც სერენა, ტრადიციულად, უფროს დასთან - ვენუსთან ერთად გამოდის.

ამერიკელებს ნადეჟდა პეტროვასა და მარია კირილენკოს წყვილთან უწევდათ შეხვედრა. სერენას ეტყობოდა, რომ ემოციებისგან დაცლილი იყო ერთეულთა თანრიგის ფინალის მოგების შემდეგ, მაგრამ რუსებმა ამ მომენტით ვერ ისარგებლეს - ნაადრევი ბრეიკი არ გამოუვიდათ. ამასობაში კი ამერიკელებმა თამაში იგრძნეს და სეტის ბოლო ნაწილმა სერენასა და ვენუსის კარნახით ჩაიარა.

მეათე გეიმში მათ ორმაგი სეტბოლი გაანიავეს, ორი გეიმით გვიან კი მაინც გამოიყენეს საკუთარი შანსი. მეორე პარტიაშიც თავიდან ბრძოლა მიდიოდა, რომელიც მეათე გეიმამდე გაგრძელდა, თუმცა 5:4-ზე ამერიკელებმა მიღებაზე კარგად ითამაშეს და მეექვსე მატჩბოლიდან მოიპოვეს ფინალში თამაშის უფლება.

ისევე, როგორც უიმბლდონზე, აქაც დების მეტოქეები ფინალში ჩეხები - ანდრეა ჰლავაჩკოვა და ლუსი ჰრადეცკა იყვნენ. ის ფინალი ამერიკელებმა 7:5, 6:4 მოიგეს და ოთხი კვირის შემდეგ ძალთა თანაფარდობაში დიდი ცვლილება არ მომხდარა.

ჩეხებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ უილიამსების თამაშის დონე წყვილებში ძალიან მაღალია. დებმა 6:4, 6:4 მოიგეს და ზედიზედ მესამედ მოიგეს ამ თანრიგში ოლიმპიური ოქროს მედალი. ასეთი რამ აქამდე არასოდეს მომხდარა და შესაძლოა, ამერიკელებმა "სამუდამო" რეკორდი დაამყარეს.

რაც შეეხება მესამე ადგილისთვის მატჩს, კირილენკომ და პეტროვამ პირველ ნომრად განთესილი წყვილი დაამარცხეს ლიზელ ჰუბერისა და ლიზა რეიმონდის შემადგენლობით.

კაცების წყვილები

მამაკაცების წყვილებში ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ფრანგები - ჟულიენ ბენეტო და რიშარ გასკე, რომლებმაც წინა დღეს მარათონულ მატჩში გამოფიტული დავიდ ფერერი და ფელისიანო ლოპესი დაამარცხეს.

პირველი სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, მეორეში კი ფრანგებმა მალე გააკეთეს ორი ბრეიკი - 7:6(4), 6:2.

ფინალში პირველ და მეორე ნომრებად განთესილი დუეტები შეხვდნენ ერთმანეთს - კორტის ერთ მხარეს ამერიკელი ტყუპი ძმები ბობ და მაიკ ბრაიანები იდგნენ, მეორე მხარეს - ფრანგები მიკაელ ლორდა და ჟო-ვილფრიდ ცონგა.

გასაკვირია, მაგრამ ბრაიანების დუეტი, რომელიც მრავალი წელია, ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია პროფესიულ ტურში, პირველად თამაშობდა ოლიმპიადის ფინალში.

რაც შეეხებათ ცონგასა და ლოდრას, ისინი ერთად, პრაქტიკულად, არსად გამოდიან დევისის თასის გარდა. გასაგებია, რომ ძმები ფავორიტები იყვნენ და მათ კარგად ისარგებლეს იმით, რომ ცონგამ ამჯერად თავის შესაძლებლობებზე სუსტად ითამაშა და ფრანგებმა ორ სეტში წააგეს - 4:6, 6:7(2).

მიქსტი

შაბათს მიქსტში ფინალისტები გახდნენ ვიქტორია აზარენკა და მაქს მირნი, რომლებსაც განთესვის პირველი ნომერი ჰქონდათ და ლორა რობსონი და ენდი მიურეი. თანაც, ორივე წყვილს ამ დღეს ორი სრულფასოვანი მატჩის ჩატარება მოუწია.

ბრიტანელებმა ჯერ მეოთხედფინალში მოუგეს სამანტა სტოსურსა და ლეიტონ ჰიუიტს, შემდეგ კი ნახევარფინალში დაამარცხეს საბინ ლისიცკი და კრისტოფერ კასი. იგივე ეტაპები გაიარეს აზარენკამ და მირნიმ: ჯერ სანია მირზასა და ლეანდერ პაესს გაუსწორდნენ, შემდეგ კი მესამე ნომრად განთესილებს - ლიზა რეიმონდსა და მაიკ ბრაიანს.

1924 წლის შემდეგ მიქსტში პირველი ჩემპიონები ბელარუსები გახდნენ. მათ ენდი მიურეის არ მისცეს საშუალება, სერენა უილიამსის მსგავსად ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გამხდარიყო.

პირველი სეტი ენდიმ და ლორა რობსონმა შესანიშნავად ჩაატარეს, მაგრამ შემდეგ ორივემ მოუკლო (პირველ რიგში, რობსონმა), აზარენკამ და მირნიმ კი ძალიან მოუმატეს და სამ სეტში მოიგეს.

მირნისთვის ეს იყო ოლიმპიადის მოგების ერთადერთი შანსი, რადგან მას ბელარუსში წყვილთა თანრიგში ღირსეული პარტნიორი არასოდეს ჰყოლია. აზარენკამ კი ორი მედლით დაასრულა ლონდონში გამოსვლა.

კაცები

ერთეულები

მე-3 ადგილისთვის

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2) 7:5, 6:4.

ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 3)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 1) 6:2, 6:1, 6:4

წყვილები

მე-3 ადგილისთვის

ჟულიან ბენეტო/რიშარ გასკე (საფ)-დავიდ ფერერი/ფელისიანო ლოპესი (ესპ) 7:6, 6:2.

ფინალი

მაიკ ბრაიანი/ბობ ბრაიანი (აშშ, 1)-მიკაელ ლოდრა/ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 2) 6:4, 7:6.

ქალები

ერთეულები

მე-3 ადგილისთვის

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-მარია კირილენკო (რუს, 14) 6:3, 6:4.

ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 4)-მარია შარაპოვა (რუს, 3) 6:0, 6:1.

წყვილები

1/2-ფინალი

სერენა უილიამსი/ვენუს უილიამსი (აშშ)-მარია კირილენკო/ნადეჟდა პეტროვა (რუს, 3) 7:5, 6:4.

მე-3 ადგილისთვის

მარია კირილენკო/ნადეჟდა პეტროვა (რუს, 3)-ლიზელ ჰუბერი/ლიზა რეიმონდი (აშშ, 1) 4:6, 6:4, 6:1.

ფინალი

სერენა უილიამსი/ვენუს უილიამსი (აშშ)-ანა ჰლავაჩკოვა/ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ, 4) 6:4, 6:4.

მიქსტი

1/4-ფინალი

ვიქტორია აზარენკა/მაქს მირნი (ბლრ)-სანი მირზა/ლეანდერ პაესი (ინდ) 7:5, 7:6; ლორა რობსონი/ენდი მიურეი (ბრიტ)-ს. სტოსური/ლ. ჰიუიტი (ავსტრა) 6:3, 3:6, 10:8.

1/2-ფინალი

ვიქტორია აზარენკა/მაქს მირნი (ბლრ)-ლიზა რეიმონდი/მაიკ ბრაიანი (აშშ) 3:6, 6:4, 10:7; ლორა რობსონი/ენდი მიურეი (ბრიტ)-საბინ ლისიცკი/კრისტოფერ კასი (გერ) 6:1, 6:7, 10:7.

მე-3 ადგილისთვის

ლიზა რეიმონდი/მაიკ ბრაიანი (აშშ)-საბინ ლისიცკი/კრისტოფერ კასი (გერ) 6:3, 4:6, 10:4.

ფინალი

ვიქტორია აზარენკა/მაქს მირნი (ბლრ)-ლორა რობსონი/ენდი მიურეი (ბრიტ) 2:6, 6:3, 10:8.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა