"რეალმა" ლას ვეგასში, 39 ათასი გულშემატკივრის თვალწინ, 2:1 დაამარცხა მექსიკური "სანტოს ლაგუნა"
"რეალმა" ლას ვეგასში, 39 ათასი გულშემატკივრის თვალწინ, 2:1 დაამარცხა მექსიკური "სანტოს ლაგუნა".

ჟოზე მოურინიოს გუნდის შემადგენლობა უკვე ოპტიმალურთან მიახლოებული იყო, მატჩის ბედი კი გერმანელი სამი ხედირას გასროლამ გადაწყვიტა.

თამაში თითქმის შეუძლებელი იყო გაუსაძლისი სიცხის გამო (განსაკუთრებით, პირველ ტაიმში) - თერმომეტრი 40 გრადუსს აჩვენებდა ცელსიუსით. მართალია, ჩაბი ალონსომ მალევე გახსნა ანგარიში, მაგრამ მადრიდელთა თამაში დაცვაში უკეთესის სურვილს აჩენდა, განსაკუთრებით, რაფაელ ვარანი მოიკოჭლებდა. 25-ე წუთზე ლუდუენას პასით კრისტიან სუარესმა გაიტანა.

მეორე ტაიმში "სამეფო კლუბმა" ბურთზე კონტროლი დააწესა. აქტიურობდა შეცვლაზე შესული ქარიმ ბენზემა. გოლი კი ასე გავიდა: მადრიდელებმა კუთხური მოაწოდეს, მეკარემ ბურთი ისე მოიგერია, რომ ხედირას სახეში გაარტყა, გერმანელი ვერც კი მიხვდა ხეირიანად, რომ გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს მოურინიოს გუნდის მეორე გამარჯვებაა ამერიკულ ტურნეში.

მოურინიო: ხედირაზე კარგი არავინაა

ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ სამი ხედირა ნახევარდაცვაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ხელშეუხებელია მის გუნდში.

"ვერასოდეს გავიგებ, რატომ აკრიტიკებენ ასე ხშირად ესპანეთში ხედირას და კოენტრაოს. მედიაც თითქოს სულ იმას ცდილობს, ნეგატიური დაწეროს ამ ორზე. არადა, ახლა რომ მკითხოთ, ვერ მოვძებნი მსოფლიოში ხედირაზე უკეთესს მის პოზიციაზე", - განუცხადა "ფოქს ნიუსს" პორტუგალიელმა თავკაცმა.

"ფოქსთან" ინტერვიუში მოუმ მთელი გუნდი შეაქო: "მე მათ მონდომებაში 10-ბალიანი სისტემით ათიანებს დავუწერდი", - განაცხადა "განსაკუთრებულმა".

მოუს ოთხი საფიქრალი

"მარკა" მიიჩნევს, რომ "რეალის" თავკაცის ტვინი ახლა გამალებით ფიქრობს ამ ოთხ ფეხბურთელზე - კაკაზე, ნური შაჰინზე, ნაჩოსა და ფაბიო კოენტრაოზე. მიზეზები სულ სხვადასხვაგვარია.

კაკა - თუკი ის დარჩება "რეალში", გუნდს აუცილებლად გამოადგება. ბრაზილიელს სურს, ძველ დიდებას დაუბრუნდეს. მოურინიო ამის გამო სკეპტიკურადაა განწყობილი, თუმცა კაკა ისეთი ფეხბურთელია, რომელიც "სამეფო კლუბს" ნებისმიერ შემთხვევაში გამოადგება.

შაჰინი - თურქის დღეები "რეალში" დათვლილია. მოურინიო მიიჩნევს, რომ შაჰინი სათანადოდ აგრესიული ვერაა, რომ "რეალში" ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოლოს. თან თავად ფეხბურთელსაც წასვლა სურს. სავარაუდოდ, მოურინიო ხიდებს არ დაწვავს და ნური შაჰინს მხოლოდ იჯარით გაუშვებენ სხვა კლუბში.

ნაჩო - "რეალ კასტილიას" ფეხბურთელი არბელოას შემცვლელად გამოდგება. მოურინიო ფიქრობს, რომ ნაჩო უკვე მზადაა პირველი გუნდისთვის. ამიტომაც "რეალს" ბაზარზე ახალი მცველის შეძენა არ უნდა დასჭირდეს.

კოენტრაო - მოურინიო ყველა ხერხით ცდილობს, დაეხმაროს თანამემამულეს. კოენტრაო "ბერნაბეუზე" პოპულარული ვერ გახდა, რაც მასზე ცუდად მოქმედებს. მიუხედავად ამისა, მოუ ჯიუტად ამტკიცებს, რომ ძლიერ მეტოქეებთან კოენტრაო ძალიან სარგებლიანია; ის გუნდს აბალანსებს და სარგებელი მეტი აქვს, ვიდრე მარსელოს.

5 აგვისტო

რეალი-სანტოს ლაგუნა 2:1

რეალი: კასილიასი (46. ადანი) - არბელოა (46. ნაჩო), ალბიოლი (46. სერხიო რამოსი), ვარანი (46. პეპე) ფ. კოენტრაო (46. შაჰინი) - ჩაბი ალონსო (46. დიარა), გრანერო (46. ხედირა) - ხესე (27. ალექსი (46. მორატა)), იოზილი (46. კაკა), რონალდო (46. კალეხონი) - იგუაინი (46. ბენზემა).

გოლები: 1:0 ჩაბი ალონსო (13), 1:1 სუარესი (25), 2:1 ხედირა (71)

ჰოფენჰაიმი-ბეტისი 2:1

გოლები: 1:0 დერდიოკი (3), 2:0 ფირმინო (51), 2:1 რ. კასტრო (89)

მოდენა-რეალ სოსიედადი 0:1

გოლი: 0:1 იფრანი (83)

ოურენსე-დეპორტივო 0:1

გოლი: 0:1 ინსუა (53)

ჯენოა-ლევანტე 0:1

გოლი: 0:1 ბარკერო (64)

უელვა-ხეტაფე 1:2

გოლები: 0:1 ალექსისი (9), 0:2 სარაბია (89), 1:2 რუბიო (89-პენ)

უიგანი-მალიორკა 0:2

გოლები: 0:1 ვიქტორი (46), 0:2 კევინი (84)

ბეირა მარი-ვალიადოლიდი 0:0

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა