"ჩელსის" ფორვარდი დიდიე დროგბა ამბობს, რომ ერთი სული აქვს როდის დადგება კვირა დღე, რათა პრემიერლიგის მე-7 ტურში "არსენლს" შეხვდეს.
"ჩელსის" ფორვარდი დიდიე დროგბა ამბობს, რომ ერთი სული აქვს როდის დადგება კვირა დღე, რათა პრემიერლიგის მე-7 ტურში "არსენლს" შეხვდეს. დროგბას "მეთოფეებთან" ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მას ჩრდილო ლონდონელთა კარში გოლის გატანა ეხერხება, მაგრამ, თავად ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ კვირის დადგომა სხვა მიზეზის გამო ეჩქარება - "არსენალი" მისი ერთ-ერთი ფავორიტთაგანია და მის წინააღმდეგ თამაში სიამოვნებს.

სტატისტიკა ვახსენეთ... კოტ დ"ივუარელს 2004 წლიდან მოყოლებული (დროგბა "ჩელსიში" სწორედ ამ წელიწადს გადავიდა) არსენ ვენგერის ბიჭების წინააღმდეგ 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 12 გოლი აქვს გატანილი. შთამბეჭდავი შედეგია, რას იტყვით? და რა მოხდება ლონდონის ამ ორი გუნდის დროგბასთვის მეცამეტე დაპირისპირებაში?

"მე დიდ შეხვედრებში მონაწილეობა მიყვარს. ყოველთვის ძალიან მსამოვნებს "არსენალის" წინააღმდეგ თამაში. არასდროს დამიმალავს, რომ "მეთოფეთა" გუნდი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტთაგანია. როდესაც "მარსელში" ვთამაშობდი "არსენალი" ჩვენთვის სამაგლითო გუნდი იყო, რადგან უდიდესი ფრანგი ვარსკვლავები სწორედ იქ გამოდიოდნენ. ეს ფეხბურთელები ჩვენი, საფრანგეთის ლიგიდან იგლისში ფრანგ მწვრთნელთან ხვდებოდნენ და ბრწყინავდნენ. ერთი სიტყვით, ამ გუნდისადმი იმთავითვე განსაკუთრებული გრძნობა ჩამომიყალიბდა და მასთან თამაში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს".

პრემიერლიგის ბოლო შეხვედრაში დიდი ლონდონური დერბის მონაწილე ორივე გუნდმა მარცხი იწვნია. "ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტისთან", ხოლო "არსენალმა" "ვესტ ბრომვიჩმა".

"ზედიზედ მეორე თამაშის წაგება გამორიცხულია - ამბობს დროგბა - ხალხმა უნდა იცოდეს და თავადაც კარგად მოგვეხსენება, რომ გუნდი სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე დამარცხდება, მაგრამ ჩვენ ყოველ ტურში მოსაგებად ვიბრძვით".

გეხსომებათ, რომ "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში რობერტო მანჩინიმ დროგბა სფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე შეცვალა, რაც მითქმა-მოთქმის საბაბად იქცა. დროგბამ გასული შაბათის ამბავი ასე გაიხსენა:

"ძალიან გამიკვირდა, რადგან ასეთ დროს (გუნდი აგებდა) შეცვლას არ ველოდი. მაგრამ, ვინ შეცვალოს და ვინ არა, მწვრთნელის გადასაწყვეტია და კარლო ანჩელოტისაც, რასაკვირველია, მიზეზი ექნებოდა".

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს