"გლადბახის" მთავარი მწვრთნელი უკმაყოფილოა და ამას არც მალავს
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ექვსი ტესტ-მატჩი აქვს ჩატარებული და არცერთში არ დამარცხებულა. ბოლო ამხანაგური მატჩი კი კვირას გამართა (0:0 სევილიასთან), მაგრამ "გლადბახის" მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი მაინც უკმაყოფილოა და ამას არც მალავს.

54 წლის შვეიცარიელმა სპეციალისტმა განგაშის ზარებს შემოჰკრა - ასეთი თამაშით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოვხვდებით და ეგ კი არა, უკვე გერმანიის თასის პირველი რაუნდის მეტოქის, აახენის "ალემანიასიც" მეშინიაო.

"თავის დაცვა რომ გვეხერხება, ეს აქამდეც ვიცოდი. "სევილიასთან" შეხვედრაში ჩვენი წინახაზელების პოტენციალის შეფასება მინდოდა და იმედგაცრუებული ვარ. ბურთის მიღება, ტექნიკა, მოძრაობა და მაღალ ტემპში თამაში ისე არ გამოგვდის, როგორც საჭიროა," - აცხადებს ფავრი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ფაქტია, რომ "სევილიასთან" მატჩის პირველ ტაიმში მიონხენგლადბახელებს ესპანელთა კარში ერთხელაც არ დაურტყამთ და რეალური საგოლე მომენტები ვერც მატჩის მეორე ნახევარში შექმნეს.

ორ კვირაში "გლადბახს" გერმანიის თასის პირველი მატჩი და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი უწევს, ფავრი კი უკვე ძალიან ნერვიულობს:

"ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ. ჩემპიონთა ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია და თუ ყველა ასპექტში არ გამოვსწორდით, მიზანს ვერ მივაღწევთ. უკვე ვშიშობ, რომ გერმანიის თასის პირველი ეტაპის გადალახვაც გაგვიჭირდება, რადგან "ალემანია" ძალიან კარგი გუნდია. თანაც, აახენში სტადიონი გაივსება."

ფაქტია, რომ ლუსიენ ფავრს შეგირდების აზრზე მოსაყვანად ორ კვირაზე ნაკლები დარჩა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა