ბედის ირონია: გიამ საქართველოს ჩემპიონობა 417 კგ-ის დაძლევით შეძლო, როცა ლონდონში უკრაინელმა ოქრო 412 კგ-ით მოიპოვა
ბედის ირონია: გია მაჭავარიანმა წლეულს 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში 417 კილოგრამით მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა, ლონდონის ოლიმპიურ ფიცარნაგზე კი უკრაინელმა ოლექსეი ტოროხტიმ ოქროს მედალი 412 კილოგრამით დაიმსახურა.

მას შემდეგ, რაც 105 კილოში გაურკვეველი მიზეზებით ძალოსანთა პაექრობას აშკარა ფავორიტები - ჰაჯიმურატ აკაევი და დმიტრი კლოკოვი ჩამოშორდნენ, საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსი ერთბაშად რამდენიმე სპორტსმენს გაუჩნდა.

უპირველესი გახლდათ პოლონელი მარჩინ დოლეგა, მაგრამ მან საწყისი წონა - 190 კილოგრამი ვერ დაძლია ატაცში და შეჯიბრებას გამოეთიშა. ასევე, ნაადრევად გადაინაცვლა მაყურებლებში კორეელმა კიმმა.

ფაქტობრივად, ოთხი კანდიდატი დარჩა - შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი გია მაჭავარიანი; 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ოლექსეი ტოროხტი (უკრაინა), რომელმაც ჩვენებურს მაშინ ორჭიდში ერთი კილოგრამით აჯობა; პოლონელი ბართლომეი ბონკი (მაჭავარიანმა შარშან ევროპის ჩემპიონატზე აჯობა) და ირანელი ნავაბ ნასირშელალი, თუმცა მას სერიოზულ მეტოქედ არავინ აღიქვამდა.

სამწუხაროდ, 6 აგვისტოს გამართული პაექრობები ჩვენთვის სავალალოდ წარიმართა. გია მაჭავარიანმა ატაცში საწყისი წონა 185 კილოგრამი მხოლოდ მესამე ცდაზე დაძლია (არადა, ეროვნულ ჩემპიონატში 192-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა). ჩვენებურს მხოლოდ ბონკი უსწრებდა 190 კილოთი. კიდევ ორ სპორტსმენს ჰქონდა აწეული 185 კილო. ყოველივეს მიუხედავად, მედლის მოპოვების შანსი ისევ რეალური ჩანდა, მაგრამ მაჭავარიანმა საწყისი წონა ვერ დაძლია (ჯერ 220, მერე - 225) და შეუფასებელი დარჩა.

ჩემპიონობა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 412 კილოგრამით (ატაცი - 185, აკვრა - 227) ოლექსეი ტოროხტიმ მოიპოვა. მას ერთი კილოგრამით ჩამორჩა (184+227) ნავაბ ნასირშელალი, რომელსაც ვერცხლი ერგო.

410 კილოგრამით (190+220) მესამე ადგილი ბართლომეი ბონკმა დაიკავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

damangreveli
გავიგეთ¡¡¡¡¡¡¡¡¡¡¡ვერცხლი ვერა, ბრინჯაო მოიპოვა?
damangreveli
ჩემო ქართველებო ხომ არ გვეჩვენება რომ სპორტშიც პოლიტიკამ დაისადგურა და ეს სპორცმენები ძალით აგებენ იკნებ ივანიშვილმა უტხრა მე 10 მილიონს მოქცემ ოგონდ წააგეო, რა ხდება ხალხო, რატომ გვიხეტკამენ გულებს, მე უცხო ქვეყანაშივაარ და ძალიან განვიცდი.
giorgi
ვერ გავიგე, ბოლო-ბოლო, ბრინჯაო მოიპოვა?
ვალერიჯუს
8 კაცი მოხსნილიყო კიდევ და მაგ ძალოსანს რაგაც მაინც აეწია ლიჟბი აეწია რა გჭირთ ტო აწიე რა რამე.... თუ არად ჭამე ლობიო და დაეტიე შენს ადგილას...
gia
ეს ძალოსანი უნდა შესულიყო სამეულში? კარგით რა დაგვცინიხართ თუ ბრმები გგონივართ? ისე იმ რუსების გარდა ერთი 8 კაციც რომ მოხსნილიყვნენ შეჯიბრებიდან მაშინ შანსი სამეულის ნაღდად იქნებოდა))))
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა