ჩვენებურმა წლეულს საგრძნობლად გააუმჯობესა საკუთარი შედეგები და ლონდონის ფიცარნაგზე საკმაოდ მაღალი ადგილებისთვის შეუძლია პაექრობა
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძალოსანთა სამკაციანი ნაკრების წევრია 27 წლის ჩაქველი მძიმეწონოსანი ირაკლი თურმანიძე, რომელმაც წლეულს საგრძნობლად გააუმჯობესა საკუთარი შედეგები და ლონდონის ფიცარნაგზე საკმაოდ მაღალი ადგილებისთვის შეუძლია პაექრობა.

ძალოსნობაში ვარჯიში 15 წლისამ დაიწყო ბესო ბასილიასთან. 2007 წელს თბილისში გადმოვიდა სავარჯიშოდ. 2010-11 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი სალიცენზიო ქულები მოუტანა.

შარშან ყაზანში, ევროპის ჩემპიონატზე, ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდში მე-4 ადგილი დაიკავა. წლეულს თურქულ ანტალიაში, სადაც უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, თურმანიძემ ატაცში იყოჩაღა - 195-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და სომეხ ჰაიკ აკობიანთან ერთად პირველი-მეორე ადგილები გაინაწილა, მაგრამ, რადგანაც მეტოქეზე პირადი წონით ნაკლები იყო, ევროპის ჩემპიონატის მცირე ოქროს მედალი ჩვენებურს ერგო.

აკვრაში სამიდან ორი ცდა წარმატებით გამოიყენა. ორჭიდში 423 კილოს მოუყარა თავი და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ქართველ ძალოსანს კილოგრამით გაუსწრო პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანმა და ევროპის პირველობების სამგზის მესამე პრიზიორმა მატიას შტაინერმა (გერმანია), რომელმაც მე-2 ადგილი დაიკავა. ორჭიდში 429 კილოგრამით კონტინენტის ჩემპიონობა რუსლან ალბეგოვმა (რუსეთი) მოიპოვა.

ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი გაზაფხულზე გაიმართა. მას შემდეგ საკუთარი მაჩვენებლები საგრძნობლად გაზარდა ირაკლი თურმანიძემ. საქართველოს ჩემპიონატზე მან 197 კილოგრამი აიტაცა და 230 კილოგრამი აკრა, რითაც სამი ეროვნული რეკორდი დაამყარა.

როგორც ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ გვითხრა, თურმანიძეს ატაცში 200 კილოგრამზე მეტის აწევა შეუძლია, რაც პირველი თუ არა, ოლიმპიადაზე მეორე-მესამე შედეგი მაინც იქნება. მეტოქეებს ჩვენებურის დაჩაგვრა აკვრაში შეეძლებათ, რადგან იგი მეტოქეებს პირადი წონით 30-40 კილოგრამით ჩამორჩება.

ბრიტანეთის დედაქალაქში 7 აგვისტოს თურმანიძე ოლიმპიურ ფიცარნაგზე მეტოქეობას გაუწევს მედლების რეალურ კანდიდატებს - 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონსა და ატაცში მსოფლიო რეკორდსმენ (214) ბეჰდად სალიმიკორდასიაბს (ირანი), ოლიმპიურ ჩემპიონ მატიას შტაინერს, ევროპის ჩემპიონ რუსლან ალბეგოვს, კორეელ იონ სანგ-გუნს, უკრაინელ არტომ უდაჩინსა და სხვებს.

ერთი სიტყვით, მედლების მაძიებლები მრავლად არიან. იმედია, მათ შორის თურმანიძესაც ვიხილავთ. ჩვენებური ასპარეზობას თბილისის დროით 22:00 სთ-ზე დაიწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა