ათენში გრძელდება 20 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიო პირველობა გოგონათა და ვაჟთა შორის, რომელშიც საქართველოს ოთხი წარმომადგენელი მონაწილეობს
ათენში გრძელდება 20 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიო პირველობა გოგონათა და ვაჟთა შორის, რომელშიც საქართველოს ოთხი წარმომადგენელი მონაწილეობს.

6 აგვისტოს მე-5 ტურის პარტიები გათამაშდა. მერი არაბიძე და რუსი ირინა პეტროვა ყაიმზე შეთანხმდნენ. ფავორიტთაგან ასევე დაზავდნენ ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი) - ირინა ბულმაგა (რუმინეთი), ნასტასია ზიაზიულკინა (ბელარუსი) - ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი), დეიზი კორი (პერუ) - გუო ქი (ჩინეთი). 5 ტურის შემდეგ 9 მოჭადრაკეს 4-4 ქულა აქვს. არაბიძე მათ ნახევარი ქულით ჩამორჩება.

ნანი უნაფქოშვილმა, რომელმაც გუშინ ლინა ოროზკოსთან (კოლუმბია) წააგო, მხოლოდ 2 ქულას მოუყარა თავი.

ვაჟებში დიმიტრი კვარაცხელიამ ვლადიმირ მინკო (რუსეთი) დაამარცხა, შალვა ნადირაშვილს კი ნიკოლაოს აგელისმა (საბერძნეთი) აჯობა. კვარაცხელიას 2,5, ხოლო ნადირაშვილს 2 ქულა აქვს. გათამაშების ცხრილის სათავეში 4,5-4,5 ქულით იუ იანგი (ჩინეთი), ნილს გრანდელიუსი (შვედეთი), სამველ ტერ-საჰაკიანი (სომხეთი) და ალექსანდრ იპატოვი (თურქეთი) იმყოფებიან.

7 აგვისტოს მე-6 ტურში ქართველები ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: მერი არაბიძე - ნასტასია ზიაზიულკინა, ნანი უნაფქოშვილი - იულია ოსმაკი (უკრაინა), დიმიტრი კვარაცხელია - ვლადიმირ იაკო (სლოვაკეთი), ფირმან ფარდი (პოლონეთი) - შალვა ნადირაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა