ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა ეროვნული პირველობისთვის გუნდის სამზადისსა და მიზნებზე ისაუბრა
გასული სეზონის ბრინჯაოს პრიზიორი ქუთაისის "ტორპედო" ევროპის ლიგაზე ნაადრევად გამოთიშვის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატის სამზადისზე გადაერთო.

ყაზახურ "აქტობესთან" ორრაუნდიანმა დაპირისპირებამ ქუთაისური გუნდის არაერთი სისუსტე გამოავლინა. უეფას თასიდან გამოთიშვას "ტორპედოში" საკადრო ცვლილებები მოჰყვა. გუნდიდან რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი წავიდა, რომლებიც, ძირითადად, ახალგაზრდებმა ჩაანაცვლეს.

რიონისპირელები დამდეგ ჩემპიონატს გადახალისებული შემადგენლობით ხვდებიან, თუმცა ქუთაისელთა დამრიგებელი გია გეგუჩაძე კვლავ ძიების პროცესშია და სატრანსფერო სეზონის დახურვამდე "ტორპედოში" ახალი სახეების გამოჩენას კიდევ უნდა ველოდოთ.

როგორ ხვდება "ტორპედო" ეროვნულ ჩემპიონატს და რა მიზნებისთვის იბრძოლებს ქუთაისური გუნდი, - ამ და სხვა თემებზე მთავარ მწვრთნელს ვესაუბრეთ.

- ევროპის ლიგაზე გამოსვლის შემდეგ გუნდი საკმაოდ გადავახალისეთ - ჩვენი ფეხბურთელების საშუალო ასაკი 22 წელია. მიმდინარეობს გუნდის შენების პროცესი, რაც დაკავშირებულია ბევრი პრობლემის გადაჭრასთან.

ჩვენი მიზანია ძლიერი და სტაბილური გუნდის ჩამოყალიბება. კლუბის პოლიტიკაა, რომ ფეხბურთელებთან ხანგრძლივი კონტრაქტები გაფორმდეს და ფსონი მომავალზე გაკეთდეს. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს.

- "აქტობესთან" მარცხის შემდეგ გუნდიდან ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები წავიდნენ, როგორებიცაა: დავით გამეზარდაშვილი, დავით დიღმელაშვილი და რევაზ გოცირიძე. მათი თამაშით უკმაყოფილო იყავით და ამიტომ დაემშვიდობა "ტორპედო" ამ ფეხბურთელებს კონტრაქტების დასრულებამდე?

- უკმაყოფილო ნამდვილად არ ვყოფილვართ. მათ გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადეთ და წარმატებები ვუსურვეთ.

როგორც ვთქვი, გუნდში გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს და მათი გუნდიდან წასვლაც ამ პროცესს უკავშირდება.

- ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გუნდის გადახალისება სარისკო ნაბიჯია. რამდენად მოასწრეს ახალმა ფეხბურთელებმა კლუბთან ადაპტაცია და ჩემპიონატის სტარტზე "ტორპედოს" შეთამაშების პრობლემა ხომ არ შეექმნება?

- ხუთი საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ, სადაც ფეხბურთელებს ერთმანეთის "გაცნობისა" და შეთამაშების საშუალება ჰქონდათ. თამაშიდან თამაშამდე ჩვენი გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა, რაც იმედს მაძლევს, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ უფრო მოვუმატებთ.

რა თქმა უნდა, არის ხარვეზები და ყველაფრის ერთიანად გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ და ჩემპიონატში საკმაოდ ანგარიშგასაწევი გუნდი გვეყოლება.

- "ტორპედოს" ახალწვეულებზე რას იტყვით და აპირებთ თუ არა კიდევ ვინმეს დამატებას ?

- ახალწვეულებს რაც შეეხება, დავიმატეთ ახალგაზრდა მცველი ნიკა სანდოხაძე, რომელმაც "ტორპედოსთან" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გულშემატკივრებს მინდა ვახარო, რომ გუნდთან 4 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი ნიკა საბანაძემ. ჩვენი გუნდისთვის ძალიან კარგი შენაძენია გიორგი ბერიაშვილი, რომელმაც ამხანაგურ შეხვედრებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

დავიმატეთ ბექა ტუღუში და ელგუჯა გრიგალაშვილი. სასიხარულოა, რომ დაგვიბრუნდა მერაბ გიგაური.

სასელექციო მუშაობა გრძელდება და კიდევ ვაპირებთ ფეხბურთელების დამატებას. ვაწარმოებთ კიდეც მოლაპარაკებას, თუმცა რამდენად მოხერხდება მათი მოყვანა, ეს სხვა საკითხია.

- როგორ "ტორპედოს" ვიხილავთ ჩემპიონატში?

- საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც ჯერ სათანადო გამოცდილება არა აქვთ. მინდა, რომ გულშემატკივრებმა იცოდნენ: გუნდის შენების პროცესი ახლა მიმდინარეობს, რაც საკმაოდ რთულია. ასეთ ვითარებაში სტაბილურობა არ იქნება. შეიძლება იყოს გარკვეული ჩავარდნები, წაგებები და უსიამოვნო თამაშები, თუმცა ნელ-ნელა ეს ყველაფერი დალაგდება.

- "ტორპედოს" საკმაოდ მომთხოვნი გულშემატკივრები ჰყავს, რომლებიც უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ ისმენენ, რომ გუნდის გადახალისება მიმდინარეობს. ისინი კი ყოველი სეზონის წინ "ტორპედოს" რეალურად გაძლიერებას ელოდებიან...

- გუნდის შენება არ არის იოლი საქმე. ერთი წელია, რაც "ტორპედოში" ვმუშაობ და ვცდილობთ, გუნდი პროგრესის გზას დაადგეს. გვაქვს ხუთწლიანი პროგრამა, რომლის განმავლობაშიც მიზნად გვაქვს ძლიერი და საჩემპიონო გუნდის ჩამოყალიბება. ამისთვის ჯერ მყარი საფუძველი უნდა შეიქმნას.

ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მომავალი თაობის მომზადებას. პარალელურად მიმდინარეობს კლუბის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

საღორიის საწვრთნელ ბაზაზე სრულდება მოედნის გაკეთება, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია გვექნება. გვინდა, რომ სამომავლოდ ჩვენივე გაზრდილი ფეხბურთელებით დავაკომპლექტოთ პირველი გუნდი.

ჩემპიონობა კარგია და მასზე უარს არასდროს ვიტყვით, მაგრამ ცოტა მოთმინება გვმართებს ყველას. ნიჭიერი თაობა გვეზრდება და მათ უნდა გავუხსნათ გზა.

- "დინამოსა" და "ზესტაფონში" თქვენი სტილი გახსნილი და შემტევი ფეხბურთი იყო, "ჩაკეტილ" ფეხბურთს "ტორპედოც" არ თამაშობს, მაგრამ ქუთათურებს ლაღად თამაში და საგოლე მომენტების შექმნა უჭირთ...

- ჩემი მიზანიც ის არის, რომ "ტორპედომ" ისეთი ფეხბურთი ითამაშოს, როგორსაც ჩემი ყოფილი კლუბები თამაშობდნენ. ამიტომაც გადავახალისეთ გუნდი.

ზესტაფონში ჩემი მუშაობის პერიოდში, პირველი ორი წელი საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ მესამე წელს ლამაზი ფეხბურთით მივიღეთ ის შედეგი, რაც მიზნად გვქონდა დასახული.

გუნდის შენების პროცესი დროში გაწელილია. ამიტომაც მინდა, რომ გულშემატკივარმა იცოდეს და გაგებით მოეკიდოს ამ ფაქტს. ჩვენ შეიძლება დღეს რაღაც დავთმოთ იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ მოგებულები დავრჩეთ.

- დამდეგ ჩემპიონატზე რას იტყვით, ვინ მიგაჩნიათ ჩემპიონატის ფავორიტად და რომელი გუნდისგან უნდა ველოდეთ სიურპრიზებს?

- ვფიქრობ, რომ ჩემპიონატი იქნება საკმაოდ დაძაბული. ლიდერობაში ერთმანეთს თბილისის "დინამო", "დილა", "ზესტაფონი" და "მეტალურგი" შეეცილებიან.

ალბათ, "ჩიხურა", "კოლხეთი" და "ბათუმიც" საკმაოდ ანგარიშგასაწევი გუნდები იქნებიან და მათგან სიურპრიზებს უნდა ველოდეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გია გეგუჩაძე: გუნდის შესავსებად ნიჭიერ ფეხბურთელებს ვეძებთ

აქტობე-ტორპედო 1:0 (პირველი მატჩი 1:1) - ჯერ კიდევ ჭაობში ვართ [+VIDEO]

ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა