გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ქვეყნის საფეხბურთო კავშირს ევრო 2012-ის დეტალური ანალიზი წარუდგინა
ევროპის ჩემპიონატის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ ნახევარფინალში იტალიასთან დამარცხებული გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ქვეყნის საფეხბურთო კავშირს ევრო 2012-ის დეტალური ანალიზი წარუდგინა.

ფრანკფურტის სათაო ოფისში გამართული ოფიციალური შეხვედრის შემდეგ საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბახმა იოახიმ ლიოვი თავის შტაბთან ერთად კიდევ ერთხელ შეაქო და განაცხადა, რომ ბუნდესმწვრთნელისა და მისი გუნდის მუშაობით კმაყოფილია.

სხვა რამ არც იყო მოსალოდნელი, რადგან ჯერ კიდევ იტალიასთან განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ ითქვა, რომ გერმანული ფეხბურთის შეფები ლიოვის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელთა თავკაცი არაერთმა ექსპერტმა გააკრიტიკა (იტალიასთან შეხვედრაში ტაქტიკური შეცდომები დაუშვაო), გერმანიის საფეხბურთო კავშირი იოგის მაინც ასი პროცენტით ენდობა.

"სამწვრთნელო შტაბისგან შესანიშნავი ანალიზი მოვისმინეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სწორ გზაზე ვდგავართ," - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნირსბახმა.

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს ანალიზი მხოლოდ ფორმალობა იყო, ძალიან ცდება. ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი განვიხილეთ. მინდოდა, რომ პრეზიდიუმს ყველაფერი დეტალურად სცოდნოდა," - ეს კი თავად ლიოვის სიტყვებია, რომელმაც საფეხბურთო კავშირის ბოსებს სამომავლო გეგმები და კონცეფციაც წარუდგინა.

ბუნდესგუნდი ახალ სანაკრებო სეზონს არგენტინასთან ტესტ-მატჩით იწყებს, მერე კი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიც დაიწყება.

"მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარმატების მიღწევა იოლი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ პრობლემები არ შეგვექმნება," - აღნიშნა ნირსბახმა. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები C ჯგუფში ფარერებთან, ირლანდიასთან, ავსტრიასთან, ყაზახეთსა და შვედეთთან ერთად იასპარეზებს.

არგენტინასთან შვაინშტაიგერის და ლამის გარეშე?

გერმანია არგენტინას ამხანაგურად 15 აგვისტოს გაეჯიბრება და გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მათიას ზამერი იოახიმ ლიოვს ორი მიუნხენელი ფეხბურთელის დასვენებას სთხოვს.

რეკორდმაისტერისთვის ყველაზე მთავარი ახლა ბასტიან შვაინშტაიგერის ჯანმრთელობის საკითხია, რომელსაც არგენტინასთან თამაში შეუძლია, მაგრამ მისი მოედანზე გასვლა მცირე, მაგრამ მაინც რისკთან იქნება დაკავშირებული, რადგან ტრავმა არ მოუშუშებია.

მიუნხენერ აბენდცაითუნგის ინფორმაციით, ზამერი ლიოვს გერმანიის ნაკრების კაპიტნის, ფილიპ ლამის დასვენებასაც სთხოვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა