ჩემპიონატის დაწყებამდე უმაღლესლიგელმა პირველლიგელ "სამტრედიას" უმასპინძლა და 3:2 სძლია
უმაღლესლიგელმა "მერანმა" და პირველლიგელმა "სამტრედიამ" ჩემპიონატის დაწყებამდე მარტვილში უკანასკნელი საკონტროლო შეხვედრა გამართეს და ყველა ფეხბურთელიც გამოსცადეს.

ამ გუნდების წინა მატჩის მსგავსად, ეს თამაშიც საკმაოდ "გახსნილი" და უხვგოლიანი გამოდგა (შეგახსენებთ, აღნიშნული დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა).

ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა: მარცხენა ფრთაზე გიორგი რეხვიაშვილის გადაცემა ნიკა დარჯანიამ აქცია გოლად. სამიოდე წუთში გიგა ბოხუას წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი შოთა კერძევაძემ შეასრულა ზუსტად.

ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ: ერთ-ერთ ეპიზოდში პაპუნა ფონიავას ეუხეშნენ საკუთარ საჯარიმოში სტუმართა მცველები, რის გამოც არბიტრის სასტვენმაც არ დაახანა. პენალტი გივი დიდავამ შეასრულა უნაკლოდ.

მეორე ტაიმში "მერანი" აბსოლუტურად განსხვავებული შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე. გაისინჯა რამდენიმე ახალწვეულიც. შესვენების შემდეგ მერანელებმა მესამედაც იხეირეს: ამჯერად თავი შეცვლაზე შემოსულმა ბადრი დემეტრაშვილმა გამოიჩინა.

ბოლოსკენ სტუმართა ფეხბურთელმა ბიჭიკო გედენიძემ საჯარიმო დარტყმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 3:2.

მერანი-სამტრედია 3:2

გოლები: 1:0 დარჯანია (17), 1:1 კერძევაძე (20.პენ), 2:1 დიდავა (35.პენ), 3:1 დემეტრაშვილი (60), 3:2 გედენიძე (73)

მერანი: ხარძეიშვილი, მჭედლიშვილი, იობაშვილი, ქარქუზაშვილი, გეგეჭკორი, დიდავა, ნ. ნოზაძე, ფონიავა, ამბროლაძე, რეხვიაშვილი, დარჯანია

შეცვლაზე შემოვიდნენ: ზურაშვილი, მელიავა, კიკალიშვილი, ჩიხრაძე, გაბისონია, ბუკია, ბ. ჩხეტიანი, ჩიკვაიძე, ჯარმელაშვილი, დემეტრაშვილი, ქანთარია, ვარდუაშვილი

სამტრედია: კეკელიძე, დვალიშვილი, ხაჭაპურიძე, გოგია, ჩხიკვაძე, ჟვანია, კერძევაძე, სამსეიშვილი, გედენიძე, ბოხუა, როსტიაშვილი

შეცვლაზე შემოვიდნენ: კიკაბიძე, ბანძავა, ხაჭიპერაძე, ახობაძე, რუხაია, თელია, რუხაძე, გ. მელქაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა