კიევის "არსენალის" ქართველმა "დნიპროს" კარში გატანილ გოლსა და მისი გუნდისთვის ტექნიკური წაგების ჩათვლაზე ისაუბრა
კიევის "არსენალმა" უკრაინის ჩემპიონატის მეოთხე ტურში დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" თამაში მსაჯის მიერ დამატებულ დროში, გუნდის ქართველი ლეგიონერის, ალექსანდრე კობახიძის გოლით გადაარჩინა (1:1).

საერთოდ, სანდრო უკრაინული მასმედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება და ამჯერადაც მას Football.ua-მ მორიგი ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც "დნიპროს" კარში გატანილ გოლზე, ჩემპიონატში "არსენალის" მიზნებსა და ასევე, ევროპის ლიგის პირველ მატჩში მისი გუნდისთვის ტექნიკური წაგების (0:3) ჩათვლაზე აზრი ჰკითხა.

"დნიპროში" ალექსანდრე კობახიძე ჯერ კიდევ 2008/09 წლების სეზონში გადავიდა, მაგრამ დნეპროპეტროვსკელთა გუნდში ერთი მატჩიც ვერ ჩაატარა. უკვე ოთხნახევარი წელია, ის იჯარით სხვა კლუბებში თამაშობს - ჯერ "კრივბასში" იყო, იქიდან წამოსული მესამე სეზონს კი კიევის "არსენალში" ატარებს.

როდესაც დამხმარე მსაჯმა ტაბლოზე დამატებული დრო აჩვენა, ანგარიში "დნიპროს" სასარგებლოდ 1:0 იყო, მაგრამ 90+2 წუთზე დნეპროპეტროვსკელებს მათივე იჯარით გაშვებულმა ფეხბურთელმა სანდრო კობახიძემ, მაქსიმ შაცკიხის პასით, ანგარიში გაუთანაბრა და ამით ხუანდე რამოსის შეგირდებს გამარჯვების სერია შეაწყვეტინა.

- ალექსანდრ, იცით, რომ თქვენს მაგალითზე უკვე შესაძლებელია ბავშვებს ავუხსნათ, რას ნიშნავს ცნება "ბედის ირონია"?

- თქვენ რაღაცას ძალიან შორიდან მოუარეთ. თუ შეიძლება, უფრო გასაგებად მითხარით.

- აი, ნახეთ: თქვენ "არსენალში" იჯარით ხართ და ეკუთვნით "დნიპროს"; მატჩი "არსენალი"-"დნიპრო"; მსაჯის მიერ დამატებული დრო, თქვენ კი იტანთ გოლს "დნიპროს" კარში და ანგარიშს ათანაბრებთ...

- (იცინის) და რაღა ვქნა ახლა? კი ბატონო, მე "დნიპროს" ვეკუთვნი, მაგრამ "არსენალში" ვთამაშობ. ასე რომ, მე მხოლოდ ჩემი საქმე შევასრულე.

- დნეპროპეტროვსკიდან ჯერაც არ დაურეკიათ მოსალოცად?

- არა და არც მგონია, რომ დამირეკონ (იცინის).

- "დნიპროსთან" მატჩში "არსენალი" წინ წასვლას დიდად არ ჩქარობდა. მწვრთნელმა რა დავალება მოგცათ?

- ყველაზე მთავარი, რაზეც ლეონიდ კუჩუკმა აქცენტი გააკეთა, "დნიპროსთვის" თამაშის დასაწყისში დამახასიათებელი მეტოქეზე ძლიერი ზეწოლის განხორციელებაა. როგორც წესი, ეს გუნდი სწრაფ გოლებსაც იტანს და ჩვენი ამოცანაც ის იყო, მატჩის დასაწყისში როგორმე გაგვეძლო.

ისე კი, მწვრთნელის დავალება სტანდარტული იყო: დაცვაში მჭიდროდ თამაში და შეტევაში სწრაფად გადასვლა.

- მეტოქე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტად ვინ მოგეწონათ?

- "დნიპროს" ყველაზე ძლიერ მოთამაშედ როტანს მივიჩნევ. ისე კი, რა თქმა უნდა, გუნდია მთლიანობაში კარგი, რომელიც ჩემპიონატის პირველ სამეულში ადგილისთვის იბრძოლებს.

- "არსენალის" საუკეთესო ფეხბურთელად ვიღას დაასახელებდით?

- ძნელი სათქმელია. თანაც, ობიექტური ვერ ვიქნები და აჯობებს, თუ სულ გავჩუმდები.

- "არსენალმა" პირველ ოთხ ტურში მოასწრო უკრაინული ფეხბურთის თითქმის ყველა გრანდთან თამაში...

- დიახ, კალენდარი მართლაც რთული გვაქვს, მაგრამ არა უშავს, ახლა უკვე ამოვისუნთქავთ.

- თამაშით "დინამო" უფრო მოგეწონათ თუ "შახტარი"?

- რა თქმა უნდა, "შახტარმა" ჩემპიონატი უფრო რიხით დაიწყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "დინამო" ცუდად ირჯება - შედეგი აქვთ და მთავარი ესაა. ვფიქრობ, მათ შორის ჩემპიონობისთვის ძალიან სერიოზული ბრძოლა გაჩაღდება.

- "არსენალს" რომელი ადგილის დაკავება შეეძლება?

- სულ ცოტა, პირველ ექვსეულში ვიქნებით.

- მოდი, ახლა ევროპის ლიგაზე "მურასთან" მატჩზეც ვთქვათ. ეთანხმებით იმ აზრს, რომ "არსენალმა" სლოვენიელებს იოლად აჯობა?

- ჩემი მეგობრებიცა და ახლობლებიც იმავეს ამბობენ, მაგრამ ეს ასე მხოლოდ გვერდიდან ჩანს. სინამდვილეში კი, მიუხედავად იმისა, რომ "მურა" არ არის მრისხანე მეტოქე, მასთან ბრძოლას არცთუ ცოტა ძალა შევალიეთ.

მაგრამ რაღა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს, როცა ის გამარჯვება უკვე ჩამოგვართვეს...

- ბევრი ამბობს, რომ "არსენალს" მაინც შეუძლია სლოვენიელთა კიდევ უფრო დიდი ანგარიშით დამარცხებაო...

- ვეთანხმები იმ აზრს, რომ ამოცანა შესრულებადია, მაგრამ ნურც იმას დაივიწყებთ, რომ სტუმრად ვთამაშობთ. იქ კი სლოვენიელთა გუნდი შეიძლება სულ სხვა კოლექტივად წარმოგვიდგეს.

მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალისხმევას არ დავაკლებთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. ძალიან დასანანი იქნება, თუ ამ სისულელის გამო ევროპის ლიგას გამოვეთხოვებით, თანაც, სადებიუტო სეზონშივე.

- გუნდში როგორ შეხვდნენ ტექნიკური წაგების ჩათვლის შესაძლებლობის ამბავს?

- რა თქმა უნდა, ყველა გაბრაზდა, მაგრამ ახლა დამნაშავეების ძებნას აზრი არ აქვს. თავი ხელში უნდა ავიყვანოთ და დავამტკიცოთ, რომ ასეთ პირობებშიც კი "მურაზე" ძლიერები ვართ.

- დამატებით მრისხანებამ მოგიცვათ?

- არა, განრისხებულნი არ ვართ. ასეთ სიტუაციებში ნათელი გონებაა საჭირო. უფრო მოტივირებულები კი ვართ.

- მაშ, წარმატებას გისურვებთ სტუმრად მატჩში!

- გმადლობთ!

ასევე იხილეთ:

სანდრო კობახიძის "არსენალს" უეფამ ტექნიკური წაგება ჩაუთვალა

ალექსანდრე კობახიძე: "დნიპროსთან" ფრე კანონზომიერი შედეგია

ლეგიონის უქმეები: ქართულ გოლებს ევროპაში თვლა არ აქვს [+VIDEO]

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა