ლორენტემ "ატლეტიკის" შეფებს ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი შეუთვალა
ბილბაოს "ატლეტიკის" ფანებსა და ხელმძღვანელებს სანერვიულო არ ელევათ: ხავი მარტინესის გადაბირება მიუნხენის "ბაიერნს" უნდა და ეს ბასკური კლუბისთვის სერიოზული პრობლემაა, რადგან უნიჭიერესი ნახევარმცველის შენარჩუნება გაჭირდება. ახლა კი ბილბაოელებს ფერნანდო ლორენტეს დაკარგვის სერიოზული საფრთხეც დაემუქრათ.

უკვე წლებია, ამ უკანასკნელს მთხოვნელები არ აკლია, მაგრამ 27 წლის გოლეადორი აქამდე ყოველთვის ამბობდა, "ატლეტიკიდან" წასვლას არ ვაპირებო. ახლა კი, ყველასათვის მოულოდნელად, ფირფიტა შეცვალა.

ბასკური ტელეკომპანია ETB იტყობინებოდა, რომ ლორენტემ "ატლეტიკის" შეფებს ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი შეუთვალა და ისიც უთხრა, რომ სპორტული მიზეზების გამო ბილბაოდან წასვლა უნდა.

ფერნანდოს ბილბაოელებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და თუკი ახალი ხელშეკრულების გაფორმება იუარა, გამოდის, რომ ბასკები ვალდებულები არიან, ახლავე გაყიდონ, რათა მისი ტრანსფერისგან ფინანსური ხეირი მაინც ნახონ - წინააღმდეგ შემთხვევაში, თავიანთ ვარსკვლავს გაისად უფასოდ დაკარგავენ.

ლორენტეს გადაბირება ყველაზე მეტად იტალიის ჩემპიონ "იუვენტუსს" სურს. ტურინელები რობინ ვან პერსისა და ლუის სუარესზეც ფიქრობენ, მაგრამ პირველს თვითონაც ვერ გაუგია, რა უნდა, უკანასკნელმა კი "ლივერპულთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისად, "იუვე" მთლიანად ლორენტეზე გადაერთო.

"მარკას" ცნობით, "იუვენტუსი" მზადაა, "ბილბაოს" ლორენტეში 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. ცნობილია, რომ ბასკები თავიანთ ბომბარდირს 36 მილიონად აფასებენ, მაგრამ თუ ფეხბურთელმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ვაჭრობას აზრი ექნება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა