კატალონიელები ფიშერის დამატებით კმაყოფილები არიან, ახალ სეზონში "ბრონქსის მეფის" იმედად ვართო
საქართველოს ნაკრების ახალწვეული კორი ფიშერი მომავალ სეზონში ესპანური "ხუვენტუდის" ღირსებას დაიცავს.

კატალონიელებს ესპანეთის ჩემპიონატის საშუალო დონის გუნდი ჰყავთ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ხუვენტუდში" თამაში კორისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

24 წლის გამთამაშებელი გასულ სეზონში რიგით თურქულ გუნდ "ანთალიაში" გამოდიოდა (30 მატჩში) და საშუალოდ 34.6 წუთში 17.2 ქულას, 4.4 პასსა და 3.5 მოხსნას აგროვებდა.

კატალონიელები ფიშერის დამატებით კმაყოფილები არიან, ახალ სეზონში "ბრონქსის მეფის" იმედად ვართო.

კორი ბრონქსშია დაბადებული და კარიერა "ვილიანოვას" კოლეჯში აქვს გატარებული.

იგი "ხუვენტუდში", სავარაუდოდ, სასტარტო გამთამაშებელი იქნება. თუმცა ჯერ უცნობია მისი ბედი საქართველოს ნაკრებში, სადაც სერიოზული კონკურენტი ჰყავს - ჯეიკობ პულენი. ამხანაგურ მატჩებში რომელიც უკეთ გაირჯება, მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი ოფიციალურ შეხვედრებში იმას ენდობა.

აქვე გეტყვით, რომ პულენის "ბიელადან" გადაბირება ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკის" ხელმძღვანელობას სურდა, თუმცა იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, უფრო რეალური "რომას" ვარიანტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა