9 აგვისტოს ღია წყალზე ქალებს შორის 10-კილომეტრიანი მარათონი გაიმართა
უნგრელი ნიჩბოსნებისგან ესტაფეტა გადაიბარა მოცურავე ევა რიშტოვმა. 9 აგვისტოს ღია წყალზე ქალებს შორის 10-კილომეტრიანი მარათონი გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ოთხი წლის წინ, პეკინის ოლიმპიადაზე, ამ დისციპლინაში რუსმა ლარისა ილჩენკომ გაიმარჯვა, რომელიც ლონდონში არ გამოდიოდა. რუსებს მაინც ჰყავდათ ერთი ფავორიტი - 25 წლის ანა გუსევა, თუმცა მან გუშინ თავი ვერაფრით გამოიჩინა და მეათე ადგილი დაიკავა.

რუსმა უცნაურად და ორიგინალურად ახსნა თავისი მარცხის მიზეზი. "ლიდერთა ჯგუფში ნამდვილი ბრძოლა მიდიოდა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ესპანელ ერიკა გარსიას დისტანციისას შემოველახე", - განაცხადა გუსევამ.

თუ საბოლოო ოქმს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ოქროსთვის ბრძოლა მართლაც მჭიდრო და დაძაბული იყო. მარათონული დისტანციის მიუხედავად, სხვაობამ პირველ და მეორე ადგილს შორის მხოლოდ 4 მეათედი წამი შეადგინა. სწორედ ამდენი მოუგო უნგრელმა ევა რიშტოვმა ამერიკელ ჰეილი ანდერსონს.

საინტერესოა, რომ რიშტოვი 2000-იანი წლების დასაწყისში არა ღია წყალზე, არამედ აუზში ცურავდა და გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა. მაგალითად, 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე მეოთხე ადგილი დაიკავა 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში.

უნგრეთისთვის ეს იყო მერვე ოქრო მიმდინარე ოლიმპიადაზე, მათ შორის, მეორე ცურვაში. პირველ აგვისტოს 200 მეტრზე ბრასში მსოფლიოს რეკორდით გაიმარჯვა დანიელ დიურტამ.

ქალები. 10 კმ

1. ევა რიშტოვი (უნგ) 1:57:38.2

2. ჰეილი ანდერსონი (აშშ) 1:57:38.6

3. მარტინა გრიმალდი (იტა) 1:57:41.8

4. კერი-ენ პეინი (ბრიტ) 1:57:42.2

5. ანჯელა მაურერი (გერ) 1:57:52.8

6. ოფელი ასპორი (საფ) 1:58:43.1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა