ქალ ხელბურთელთა ტურნირში ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული ნორვეგიის ნაკრები
ქალ ხელბურთელთა ტურნირში ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული ნორვეგიის ნაკრები. აღსანიშნავია, რომ ამის გარდა, სკანდინავიელები წლევანდელი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებიც არიან.

ლონდონის ოლიმპიადის ჯგუფურ ტურნირზე უდავო ფავორიტებს ძალიან გაუჭირდათ. მათ ორი მატჩი წააგეს ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებთან. შედეგად მე-4 ადგილს დასჯერდნენ.

მათი მეტოქე ნახევარფინალში სამხრეთ კორეის ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე მუდამ კარგად ასპარეზობს. კორეელებმა წლეულს აზიის ჩემპიონატიც მოიგეს და ლონდონში ჯგუფურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავეს.

ამ გუნდების დაპირისპირებაში ინიციატივა თავიდანვე ნორვეგიელებმა აიღეს და თამაშის ბოლომდე უაღრესი ყურადღებითა და გარჯის წყალობით სამხრეთკორეელებს გამარჯვების მოპოვების იოტისოდენა შანსიც არ მისცეს. პირველ ტაიმში სკანდინავიელებმა სამი ქულის სხვაობით მოიგეს - 18:15.

ძალთა თანაფარდობა არც შესვენების შემდეგ შეცვლილა და ნორვეგიელებმა სამქულიანი უპირატესობა საბოლოოდ ექვსამდე გაზარდეს.

მათ რიგებში ყველაზე შედეგიანი 29 წლის ჰეიდი ლოკე იყო, რომელმაც მეტოქის კარი რვაჯერ დალაშქრა. ერთი გოლით ნაკლები გაიტანა სამხრეთკორეელმა ჰან ნა გვონმა.

ნორვეგიელთა მეტოქე ფინალში ოლიმპიადის დებიუტანტი ჩერნოგორიის ნაკრები იქნება, რომელმაც უმძიმეს ბრძოლაში ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის - ესპანეთის ნაკრების დამარცხება მინიმალური სხვაობით შეძლო - 27:26.

ქალები. 1/2-ფინალი

ნორვეგია-ს. კორეა 31:25 (18:15)

ნ: ლოკე (8), ლუნდე-ბორგერსენი (6), სულანდი (4), სნოროეგენი (4).

კ: გვონი (7), ჩოი (4), იუნგი (4), იო (4).

ესპანეთი-ჩერნოგორია 26:27 (13:13)

ე: ალბერტო ფრანსისკანი (6), ფერნანდეს იბანიესი (5), პინედო საენსი (5), აგილარ დიასი (4).

ჩ: ბულატოვიჩი (9), პოპოვიჩი (6).

მე-3 ადგილისთვის

კორეა-ესპანეთი (20:00)

ფინალი

ნორვეგია-ჩერნოგორია (23:30)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა