10 აგვისტოს ლონდონის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და დავით ხუციშვილი გამოვლენ

10 აგვისტოს ლონდონის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი იწყება - 55 და 74 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) ლონდონის ხალიჩაზე, თბილისი დროით, 16:00 სთ-ზე გამოვა, 10 წუთის შემდეგ კი ასპარეზობას დავით ხუციშვილი (74) დაიწყებს.

სამწუხაროდ, ჩვენს ფალავნებს წილისყრამ დიდად არ გაუმართლა და მედლის მოსაპოვებლად ორივეს დიდი გარჯა მართებს.

ხინჩეგაშვილი პირველ წრეში შედარებით სუსტ ეგვიპტელ იბრაჰიმ ფარაქ აბდელჰაკიმ მოჰამედს კი ეჭიდავება, მაგრამ მეორე წრეში სავარაუდო მეტოქედ ბულგარელი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი რადოსლავ მარინოვ-ველიკოვი ელოდება. იმას თუ გასცდა და, შესაძლოა, ისევ ირანელ მსოფლიოს მედალოსან ჰასან რაჰიმის შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებური მათთან მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე დამარცხდა - ბულგარელთან მეოთხედფინალი საკუთარი შეცდომით დათმო, ირანელთან კი სანუგეშო წრეში წააგო. თავის მხრივ, რაჰიმი პირველ შეხვედრას ძლიერ მონღოლთან, მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოს მედალოსან ნარანბაატარ ბაიარაასთან გამართავს.

ბრმა წილისყრის დამსახურებაა, რომ ყველა ეს ძლიერი ფალავანი ერთმანეთის მეზობლადაა, ბადის ამ მხარის ზედა ნაწილში კი ბევრად სუსტები მოგროვდნენ. იქიდან ნახევარფინალში გასვლა ბევრად იოლია. მით უფრო, ამათზე ერთით ნაკლებ შეხვედრას გამართავენ და ძალაც მეტი ექნებათ შემონახული.

ამათგან ხინჩეგაშვილს უფრო ირანელთან უჭირს ჭიდაობა - ახალგაზრდულში დამარცხდა მასთან. ბულგარელს შარშან ჯერ თურქეთის ტურნირზე მოუგო, მსოფლიოზე კი გამოუცდელობით წააგო. თუ ჭკვიანურად იჭიდავებს და კარგადაცაა მომზადებული, ბულგარელის დამარცხება ძალუძს.

74-ში დავით ხუციშვილი მეოთხედფინალში მთავარ კონკურენტს, რუსთა აფხაზ მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონ დენის ცარგუშს ხვდება, თუმცა იქამდეც მისვლაა საჭირო.

პირველ წრეში ჩვენებური მონღოლ უნურბატ პურევჯავს ეჭიდავება, მეორე წრეში კი შეიძლება, ვენესუელელ რიკარდო ანტონიო რობერტო მორენოს შეხვდეს, რომელმაც მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე იმავე ცარგუშს და ბულგარელ ოლიმპიურ პრიზიორ კირილ ტერზიევს მოუგო, მერე კი ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა, თუმცა წააგო და მეხუთეზე დარჩა.

თავად ცარგუშს პირველ მეტოქედ, ალბათ, აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი აშრაფ ალიევი ერგება. ესეც დაძაბული ბრძოლა იქნება. ბადის ამავე ნახევარშია ამერიკელი მსოფლიოს ჩემპიონი იორდან ბუროუგსიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიცენზიანტი ლადო ხინჩეგაშვილი - მიულერას ბიჭი

gizog
ბიჭებო, არავითარი ავტორიტეტები, მხოლოდ ჭვიანურად დაგეგმილი თავდადებული ბრძოლა და ხვალ თქვე იქნებით ავტორიტეტები, ყველა შეჯიბრებზე. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. წინ საქართველოს გასახარად, დიდი გამარჯვებისკენ!!!.
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე