საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I ტურის წინათქმა
10 აგვისტოს ორი მატჩით საქართველოს მორიგი ეროვნული ჩემპიონატი გვეწყება და იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი სეზონი წინაზე უფრო საინტერესო და რაც მთავარია, ნაკლებად სკანდალური გამოდგება.

შეგახსენებთ, უმაღლეს ლიგაში ამჯერადაც 12 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც თავდაპირველად ორ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყოფიან.

გადაწყდა, რომ ჩემპიონატის პირველი ეტაპი, ანუ 22 ტური, ამ წლის ბოლომდე უნდა მოესწროს და ამიტომ საქართველოს თასის გათამაშება 2013 წელს დაიწყება.

თუ ვინ არიან ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები და ვინ შემოიფარგლება უფრო მოკრძალებული მიზნებით, ამის შესახებ ბოლო პერიოდში ხშირად დაგვიწერია და სეზონის მსვლელობისასაც ხშირად ვიმსჯელებთ. ერთი შეხედვით კი, უმაღლეს ლიგას ამ მომენტისთვის "დიდი ხუთეული" ჰყავს - "ზესტაფონი", "დილა", "მეტალურგი", "ტორპედო" და "დინამო".

წესით, მათ ზეექვსეულში შესვლა არ უნდა გაუჭირდეთ, იქ მოსახვედრი ბოლო საგზურისთვის კი უშეღავათო ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

კარგია, რომ წინა ჩემპიონატისგან განსხვავებით, ნაკლებად იქნება ე.წ. მნიშვნელოვანი და უსარგებლო მატჩები. ახალ სეზონში ყველა ქულა ფასეული იქნება და აუტსაიდერებთან მოპოვებული გამარჯვებები აღარავის გაუუქმდება.

ეს სულაც არ არის იმის გარანტია, რომ გარიგებული მატჩების რაოდენობა იკლებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბინძურ გარიგებებში ჭიპმოჭრილი ხელმძღვანელებისა თუ მწვრთნელების ხელში ერთით ნაკლები იარაღი იქნება.

თუ როგორ ამართლებს ახალი სისტემა, ამას უშუალოდ სეზონის მსვლელობისას შევიტყობთ, მაგრამ იმის თქმა აქედანვე შეგვიძლია, რომ ჩემპიონატის წინა ფორმატზე უკეთესი იქნება ერთი მარტივი მიზეზის გამო - იმაზე უარესის მოგონება წარმოუდგენელია.

ახლა კი ორიოდე სიტყვით 10 აგვისტოს გასამართ მატჩებსაც შევეხოთ. საქმეში პირველად ის გუნდები ჩაერთვებიან, რომლებსაც საევროთასო ამბიციები ნაკლებად აქვთ და აქცენტს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე აკეთებენ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთმანეთს მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდებიან და შესაბამისად, ბოლნისსა და ფოთში ნებისმიერი შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს.

შეგახსენებთ, "სიონმა" უმაღლეს ლიგაში დარჩენა დაძაბული ბრძოლების შედეგად მოიპოვა. ძალიან სუსტად ჩატარებული პირველი ეტაპის შემდეგ ბოლნისელებმა შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერეს და პლეი აუტში საწადელს მიაღწიეს.

ისიც სათქმელია, რომ მათ მიზნის მიღწევაში წინა ჩემპიონატის რეგლამენტმაც შეუწყო ხელი - პლეი აუტი ხომ გუნდებმა განულებული ქულებით დაიწყეს.

"ბათუმი" უმაღლეს ლიგას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და საინტერესოა, როგორი გამოდგება აჭარული კლუბის სტარტი.

არანაკლებ უშეღავათო ბრძოლას უნდა ველოდოთ ფოთში. სხვების მსგავსად, შემადგენლობის გასაძლიერებლად "კოლხეთისა" და "ჩიხურას" მესვეურებმაც იშრომეს და ბუნებრივია, შედეგიანი სტარტი ამ გუნდებისთვისაც მნიშვნელოვანია.

პირველი ტურის მთავარი მოვლენები და გამოკვეთილი ცენტრალური მატჩი კი ხვალ გველის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

glaxuna
სუსტია ფეხბურთის ფედერაცია...კიდევ ?!!!----,,მჯერადაც 12 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც თავდაპირველად ორ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყოფიან. გადაწყდა, რომ ჩემპიონატის პირველი ეტაპი, ანუ 22 ტური, ამ წლის ბოლომდე უნდა მოესწროს და ამიტომ საქართველოს თასის გათამაშება 2013 წელს დაიწყება,,---არ მოაქვს შედეგი ასეთი სისტემით ჩატარებას, ამასაც ვერ ხედავთ?!---საქართველოს ჩემპიონატში გინდა 12 თუ 14 გუნდი ითამაშებს,მათ უნდა ითამაშონ 4 წრე,ყოველგვარი დაყოფის გარეშე და ასე გამოვლინდეს ჩემპიონი,თორე არათუ ევროპულ სარბიელზე ვეღარაფერს ვაკეთებთ,საქართველოში ფეხბურთის პოპულარობა საგრძნობას დაეცა...რაც უნდა გამოსწორდეს თამაშების რაოდენობის გაზრდითბ და ქართველი ფეხბურთელების ბოლოსდაბოლოს ფიზიკურად გაძლიერებასმათთვის ,საჯირო იქნება მეტი ფიზიკური ვარჯიში!!!
bacardi
კოლხეთი - ჩიხურა 17:00ზე იწყება თუ 17"30 ზე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა