ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ბადრი კვარაცხელია სპარტაკის მხსნელია?

ბადრი კვარაცხელია სპარტაკის მხსნელია?

წინა ჩემპიონატში უკვე მესამე ტურის შემდეგ მოხდა პირველი სამწვრთნელო ცვლილება (სულ კი, გასულ სეზონში საკმაოდ ბევრი - 13 სამწვრთნელო გადაადგილება იყო)...

წინა ჩემპიონატში უკვე მესამე ტურის შემდეგ მოხდა პირველი სამწვრთნელო ცვლილება (სულ კი, გასულ სეზონში საკმაოდ ბევრი - 13 სამწვრთნელო გადაადგილება იყო). XXII ჩემპიონატი, ამ მხრივ, თავდაპირველად "მშვიდად" მიმდინარეობდა და უმაღლესი ლიგის გუნდების ათივე მთავარი მწვრთნელიც თავის პროფესიულ საქმიანობას მეტ-ნაკლები წარმატებით ასრულებდა. და აი, VII ტურის შემდეგ პირველი სამწვრთნელო ცვლილებაც ვიხილეთ: წარუმატებელი სტარტის მერე რამაზ მუმლაძემ ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და მის ნაცვლად გია გიგატაძე დაინიშნა. ქუთათურთა კლუბის ხელმძღვანელებს ახალი მწვრთნელი "გარედან" არ მოუყვანიათ: გია გიგატაძე ხომ იმ "ტრიუმვირატში" (იასონ ბზიკაძესთან და გია სუხიაშვილთან ერთად) შედიოდა, წინა სეზონში "ტორპედოს" I ლიგის გათამაშება ვინც მოაგებინა. XXII ჩემპიონატიდან კი "ტორპედოს" დუბლებს წვრთნიდა და საკმაოდ წარმატებითაც - ქუთაისელთა გუნდის უახლოესი რეზერვი დუბლშემადგენლობის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

გუშინ კი კიდევ ერთი სამწვრთნელო ცვლილების შესახებაც შევიტყვეთ: გოჩა ჩიქოვანის ნაცვლად, ცხინვალის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელად ამიერიდან ბადრი კვარაცხელია იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ჩიქოვანი "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელად წინა სეზონის მიწურულს, კონკრეტულად კი 15 აპრილს დაინიშნა, როცა ამ პოსტზე ვლადიმერ ხაჩიძე შეცვალა. ეს სამწვრთნელო ცვლილება კი ალბათ, იმითაც იყო განპირობებული, რომ "სპარტაკმა" საქართველოს თასის ნახევარფინალში "დინამოსთან" ორრაუნდიანი დაპირისპირება (0:0, 0:3) წააგო. ჩიქოვანის ხელმძღვანელობით "სპარტაკმა" წინა ჩემპონატში სეზონის უკანასკნელი 7 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორში გაიმარჯვა და ხუთში დამარცხდა. ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ დროისათვის გუნდი, ფაქტობრივად, უმოტივაციოდ ასპარეზობდა: ვერც ლიდერთა სამეულში შევიდოდა და არც გავარდნის საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა, ის ორადორი გამარჯვება მაინც ფასეული იყო: "სპარტაკმა" ისეთ ძლიერ მეტოქეებს მოუგო, როგორებიც "დინამო" და "ოლიმპია".

ახალი სეზონისათვის გუნდი კვლავაც გოჩა ჩიქოვანმა მოამზადა; თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, წინა ჩემპიონატთან შედარებით ამ ზაფხულს "სპარტაკში" სერიოზული საკადრო ცვლილებები რომ მოხდა; ოღონდ, შეუიარაღებული თვალითაც ჩანდა, რომ ასეთი შემადგენლობით გუნდის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნებოდა. ასეთი, "წინასწარ განწირულის" მოლოდინის მიუხედავად, "სპარტაკმა" XXII ჩემპიონატის სტარტი აშკარად ჩააგდო: 8 ტურის შემდეგ გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა. განსაკუთრებით სუსტად კი გუნდმა სექტემბერში იასპარეზა: ხუთ შეხვედრაში 4 მატჩი წააგო და მხოლოდ 1 ფრე ითამაშა (სტუმრად "ბაიასთან"). ასეთი არასახარბიელო შედეგებიდან გამომდინარე, ალბათ, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო ამ ჩემპიონატის მეორე სამწვრთნელო ცვლილება. თანაც, "ტორპედოს" მსგავსად, არც "სპარტაკის" ხელმძღვანელებს დაუწყიათ ახალი მწვრთნელის "გარეთ" ძებნა: ბადრი კვარაცხელია ამ სეზონის დასაწყისიდან "სპარტაკის" დუბლების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. სხვათა შორის, "სპარტაკის" დუბლები ძირითადი გუნდისაგან განსხვავებით ბევრად წარმატებით ასპარეზობენ: ბადრი კვარაცხელიას აწ უკვე ყოფილი შეგირდები 8 ტურის შემდეგ IV ადგილზე იმყოფებიან.

...ბადრი კვარაცხელიამ საფეხბურთო კარიერა მშობლიურ წალენჯიხაში დაიწყო, სადაც წლების განმავლობაში ადგილობრივი "სქურის" უპირობო ლიდერი გახლდათ. უმაღლეს ლიგაშიც არაერთი სეზონი გაატარა: თბილისის "დინამოში", თელავის "კახეთში", რუსთავის "მეტალურგსა" და თბილისის "მერანი 91-ში". შემდეგ კი, 30 წელს კარგა ხანს გადაცილებული, აზერბაიჯანში გაემგზავრა და ერთ-ერთი პირველი ქართველი ლეგიონერიც იყო ამ ქვეყანაში. ეგ კი არა, წლების განმავლობაში კვარაცხელია განჯის "ქიაფაზისა" და ბაქოს "ნეფთჩის" ლიდერი და საუკეთესო ფეხბურთელი იყო. შორს წაგვიყვანს ქართველი ფეხბურთელის... აზერბაიჯანული მიღწევების (ინდივიდუალურის და გუნდურის) ჩამოთვლა: არაერთხელ დაასახელეს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად, არაერთხელ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი; მეტსაც ვიტყვით: აზერბაიჯანის ნაკრებშიც მიიწვიეს და რამდენიმე ოფიციალური შეხვედრაც ჩაატარა; აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები ბოლო წლებამდე სწორედ კვარაცხელიას მიიჩნევდნენ აზერბაიჯანის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერად!

ახლა კი კვარაცხელიას სამწვრთნელო გამოცდილებაზეც; ამ რამდენიმე წლის წინათ კახა ცხადაძის ასისტენტად მუშაობდა ბოლნისის "სიონში"; შემდეგ ეს "დუეტი" ბაქოს "სტანდარდში" გადავიდა, სადაც კვარაცხელიამ გარკვეული პერიოდი უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში იმუშავა. ამ სეზონში კი, როგორც უკვე გითხარით, "სპარტაკის" დუბლები ჩაიბარა და აი, დღეიდან უკვე ამ კლუბის ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელია. რა თქმა უნდა, სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ არც - კატასტროფული: ჩემპიონატის დასრულებამდე ხომ სამი წრეა დარჩენილი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს

დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა