ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რეკორდების დღე

რეკორდების დღე

ამერიკულმა კვარტეტმა მსოფლიოს რეკორდს მთელი ნახევარი წამი ჩამოაკლო და 40,82 წამი დააფიქსირა
სანამ გუშინდელ ფინალების შესახებ ვილაპარაკებდეთ, მოკლედ მოვყვეთ წინა დღეს გამართულ სტარტებზე.

უსაინ ბოლტის მეორე ოქროზე და დავიდ რუდიშას მსოფლიოს რეკორდზე გუშინდელ ნომერში ვწერდით. ამის გარდა, კიდევ სამი ფინალი გაიმართა.

ქალებს შორის შუბის ტყორცნაში ფავორიტი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, რუსი მარია აბაკუმოვა იყო, მაგრამ იმ დღეს მას არაფერი გამოუვიდა. პირველ სამ ცდაზე 60 მეტრიც ვერ დააფიქსირა და ფინალში ვერ გადავიდა.

რაც შეეხება პირველი ადგილისთვის ბრძოლას, პეკინის ოლიმპიადის ტიტული შეინარჩუნა ჩეხმა ბარბორა შპოტაკოვამ, რომელმაც ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მან პირველივე ცდაზე მოიპოვა ლიდერობა, მეორე სროლისას კი საბოლოოდ შეაშინა მეტოქეები - 69,55 მეტრი. ვერცხლი და ბრინჯაო გერმანელებმა - ობერგფოლმა და შტალმა აიღეს.

კაცების სამხტომში ამერიკელმა კრისტიან ტეილორმა ცუდად დაიწყო - მას პირველი ორი ცდა არ ჩაეთვალა, სამაგიეროდ, მეოთხე ცდაზე ბრწყინვალე ნახტომი შეასრულა - 17,81 მეტრი და ამან პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა.

ამავე დღეს დასრულდა ათჭიდელთა ტურნირი. პირველივე სახეობიდან ლიდერობა მოიპოვა ამერიკელმა ეშტონ იტონმა და ეს უპირატესობა მან მეორე დღეს შეინარჩუნა.

მართალია, ბადროს ტყორცნის შემდეგ მას ძალიან მიუახლოვდა თანამემამულე ტრეი ჰარდი, მაგრამ ჭოკით ხტომაში იტონმა 5,20 მეტრი დააფიქსირა და ამის შემდეგ, პრაქტიკულად გაინაღდა პირველობა.

მეორე რეკორდი ლონდონში

ახლა კი გუშინდელ სტარტებზე გადავიდეთ. ზედიზედ მეორე დღეა, ლონდონის მთავარ არენაზე მსოფლიოს რეკორდი მყარდება.

ამჯერად ამერიკელი მორბენლების ჯერი დადგა. ქალების 4x100 მეტრზე ესტაფეტაში ფანტასტიკური გამოსვლა ჰქონდათ ტიანა მედისონს, ელისონ ფელიქსს, ბიანკმა ნაითსა და კარმელიტა ჯეტერს. ეს არის პირველი გუნდი ისტორიაში, რომელმაც სპრინტერული ესტაფეტის გარბენა 41 წამზე ნაკლებ დროში მოახერხა.

ამერიკულმა კვარტეტმა მსოფლიოს რეკორდს მთელი ნახევარი წამი ჩამოაკლო და 40,82 წამი დააფიქსირა!

ფინიშის შემდეგ, მსაჯები პირველი ეტაპიდან მეორეზე ესტაფეტის ჯოხის გადაცემის მომენტს სწავლობდნენ, მაგრამ მედისონის მოქმედებაში წესის დარღვევა ვერ დაინახეს და შედეგი ძალაში დატოვეს.

გუშინ კიდევ ერთი ესტაფეტა გაიმართა. ცოტა ვინმე თუ ელოდა კაცებში 4x400 მეტრზე ამერიკის დამარცხებას.

საფინიშო სწორ მონაკვეთამდე ყველაფერი ამერიკელთა სცენარით მიდიოდა, მაგრამ აშშ-ის მეოთხე ნომერმა ანჯელო ტეილორმა ვერ გაუძლო ბაჰამელი რამონ მილერის ტემპს და ბოლო მეტრებზე წააგო ოქროს მედალი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჭოკით ხტომის სექტორში კონკურენტი არ ჰყავდა ფრანგ რენო ლავილენიეს. ის პრაქტიკულად საკუთარ თავს ებრძოდა. თავდაპირველად, ფრანგმა დიდი რეზერვით აიღო 5,65 მეტრი.

ასე მიაღწია მან 5,91 მეტრამდე. ამ სიმაღლეს პირველ ცდაზე ვერ გაუმკლავდა და რისკზე წავიდა - თამასა 5,97 სანტიმეტრზე აწია. ლავილენიემ ეს სიმაღლე მეორე ცდაზე აიღო. ეს ახალი ოლიმპიური რეკორდის დამყარებას ნიშნავდა.

შემდეგ დაიწყო იერიშები ექვს მეტრზე მაღლა გადებულ თამასაზე. ჯერ იყო 6,02 სანტიმეტრი. პირველ ცდაზე არაფერი გამოვიდა.

ფრანგმა 6,07 შეუკვეთა, თუმცა ამჯერადაც ხელი მოეცარა. რენო ამ სიმაღლეებს უკვე ოლიმპიური ჩემპიონის რანგში უტევდა და ბუნებრივია, მოშვებული იყო. მას 5,97 მეტრიც ეყო ოლიმპიური ოქროს მოსაპოვებლად.

დანარჩენი მონაწილეები ვერცხლისთვის და ბრინჯაოსთვის იბრძოდნენ. ამ დუელში გამარჯვებულები გერმანელები გამოვიდნენ. ბიორნ ოტომ და რაფაელ ჰოლცდეპემ 5,91 მეტრი აიღეს, მაგრამ უფრო ნაკლები

ცდის გამო, თანამემამულეზე ერთი საფეხურით მაღლა ოტო დადგა.

აღსანიშნავია, რომ პეკინის თამაშების ჩემპიონმა, ავსტრალიელმა სტივენ ჰუკერმა პირველივე სიმაღლე ვერ აიღო და უბრძოლველად დათმო ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული.

ლავილენიეს მსგავსად, ოლიმპიური რეკორდით გაიმარჯვა ქალებს შორის უროს ტყორცნაში ტატიანა ლისენკომ. მათ თავისი ამბიციები პირველივე ცდაზე დაადასტურა - სწორედ ამ დროს დაამყარა მან ოლიმპიური რეკორდი - 77,56.

მოგვიანებით, ეს შედეგი პოლონელმა ანიტა ვლოდარჩიკმა გააუმჯობესა, მაგრამ მანამდე, ლისენკომ კიდევ უფრო შორს გასტყორცნა ურო და მინიმუმ ოთხი წელი ოლიმპიური რეკორდი 78.18 მეტრი იქნება.

დაბოლოს, ქალებმა საშუალო და გრძელ დისტანციებზე გაითამაშეს მედლები. 1500 მეტრზე სირბილში თურქული დუბლი ვიხილეთ ასლი ჩაქირისა და გამზე ბულუთის შესრულებით. ოქროს და ვერცხლის მფლობელებს შორის სხვაობა 17 მეასედი წამი იყო.

5000 მეტრზე სირბილში პირველი ექვსი ადგილი ეთიოპიელმა და კენიელმა სტაიერებმა დაიკავეს. ოქრო ძალიან დამაჯერებლად მოიგო მესერეტ დეფარმა - მის საფინიშო სპურტს ვერავინ აჰყვა. აქაც შეიძლებოდა ეთიოუპიური დუბლი გვენახა, მაგრამ ტირუნეშ დიბაბამ წინ გაუშვა კენიელი ვივიან ჩერიუოტი.

კაცები

ჭოკით ხტომა

1. რენო ლავილენიე (საფ) 5.97 (ო.რ.)

2. ბიორნ ოტო (გერ) 5.91

3. რაფაელ ჰოლცდეპე (გერ) 5.91

4. დმიტრი სტაროდუბცევი (რუს) 5.75

5. სტივენ ლუისი (აშშ) 5.75

5. ევგენი ლუკიანენკო (რუს) 5.75

4x400 მ

1. ბაჰამას კ-ები 2:56.72

(კ. ბრაუნი, დ. პინდერი, მ. მატიო, რ. მილერი)

2. აშშ 2:57.05

(ბ. ნელუმი, ჯ. მანსე, ტ. მაკეი, ე. ტეილორი)

3. ტრინიდადი 2:59.40

(ლ. გორდონი, ჯ. სოლომონი, ა. ალეინ-ფორტე, დ. ლენდორი)

4. ბრიტანეთი 2:59.53

5. რუსეთი 3:00.09

6. ბელგია 3:01.83

7. ვენესუელა 3:02.18

8. ს. აფრიკა 3:03.46

9. კუბა დისკვ.

ქალები

უროს ტყორცნა

1. ტატიანა ლისენკო (რუს) 78.18 (ო.რ.)

2. ანიტა ვლოდარჩიკი (პოლ) 77.60

3. ბეტი ჰაიდლერი (გერ) 77.13

4. ვენსიუ ჟანგი (ჩინ) 76.34

5. კატრინ კლაასი (გერ) 76.05

6. იიპსი მორენო (კუბ) 74.60

5000 მ

1. მესერეტ დეფარი (ეთი) 15:04.25

2. ვივიან ჩერუიოტი (კენ) 15:04.73

3. ტირუნეშ დიბაბა (ეთი) 15:05.15

4. სალი კიპიეგო (კენ) 15:05.79

5. გელეტე ბურკა (ეთი) 15:10.66

6. ვიოლა კიბივოტი (კენ) 15:11.59

1500 მ

1. ასლი ჩაქირი (თურ) 4:10.23

2. გამზე ბულუთი (თურ) 4:10.40

3. მარიამ ჯამალი (ბაჰ) 4:10.74

4. ტატიანა ტომაშოვა (რუს) 4:10.90

5. აბება არეგავი (ეთი) 4:11.03

6. შენონ როუბერი (აშშ) 4:11.26

4x100 მ

1. აშშ 40.82 (მს.რ.)

(ტ. მედისონი, ე. ფელიქსი, ბ. ნაითი, კ. ჯეტერი)

2. იამაიკა 41.41

(ს. ფრეზერ-პრაისი, ს. სიმპსონი, ვ. კემპბელ-ბრაუნი, კ. სტიუარტი)

3. უკრაინა 42.04

(რ. ოვჰი, ჰ. სტუი, მ. რიემიენი, ე. ბრიზგინა)

4. ნიგერია 42.64

5. გერმანია 42.67

6. ჰოლანდია 42.70

7. ბრაზილია 42.91

8. ტრინიდადი დისკვ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]

ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა

"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან

"კვარა" ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა

გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა

ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს

მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა

ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა

[PHOTO] "სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა

კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა