ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველად 2004 წლის შემდეგ, ქართული კლუბი ევროტურნირის ჯგუფურ რაუნდში ითამაშებს
ვერცკი წარმოვიდგენდით, იმხელა სამსახური გაუწია "დილას" "ანორთოსისის" გულშემატკივართა უსაქციელობამ.

შეგახსენებთ, რომ მატჩის 82-ე წუთზე კვიპროსელი ფანები მოედანზე გაცვივდნენ და 0:3-ზე თამაში ჩაშალეს (იხილეთ ვრცლად).

უეფას ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ვერდიქტი ჯერ არ გამოუტანია, თუმცა, გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, "ანორთოსისისთვის" საზიანო იქნება, "დილა" კი ყველა ვარიანტში ევროპის ლიგის პლეი ოფშია.

თუმცა უეფას ეს ოფიციალურად ჯერ არ გაუფორმებია და სწორედ ამის გამო პლეი ოფის წილისყრისას არა რომელიმე ეს კლუბი, არამედ "ანორთოსისი"-"დილას" წყვილის გამარჯვებული განთესა.

ამან კი გორელებს, რომლებიც ლარნაკული მატჩის ჩამთავრების შემთხვევაში აუცილებლად განუთესავები იქნებოდნენ, წილისყრისას საქმე გაცილებით გაუიოლა და ისეთი მეტოქე შეახვედრა, რომლის დაძლევისა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის საკმაო შანსიც აქვს.

ნორვეგიული "მიოლდე", უნგრული "დებრეცენი", ფინური ჰიკ, შოტლანდიური "ჰართსი", პორტუგალიური "მარიტიმუს" - ასეთი იყო "დილას" სავარაუდო მეტოქეების საბოლოო სია და თავად განსაჯეთ, ვისთან სჯობდა ბრძოლა.

შესაძლოა, "მარიტიმუ" ამ არცთუ შთამბეჭდავი სიიდანაც კი არ იყოს უძლიერესი.

წილისყრით კმაყოფილები ვართ, მაგრამ რაღა თქმა უნდა, ნებისმიერ მეტოქეს სათანადოდ დაფასება და მოედანზე ბოლომდე დახარჯვაა საჭირო.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ "დილა" პლეი ოფშიც შეძლებს თავისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენას და პირველად 2004 წლის შემდეგ, ქართული კლუბი ევროტურნირის ჯგუფურ რაუნდში ითამაშებს.

მეტოქეზე სათქმელი ბევრი არაფერია

მარიტიმუ

დაარსდა: 1910 წელი

ფერები: მწვანე, წითელი, თეთრი

სტადიონი: "ესტადიო დოს ბარეიროსი" (ტევადობა 8 922)

პრეზიდენტი: კარლოს პერეირა

მთავარი მწვრთნელი: პედრუ მარტინში

განაცხადი ევროპის ლიგაზე

მეკარეები: 12. კარინი, 37. რიკარდო, 77. რომენ სალინი (საფრანგეთი);

მცველები: 4. იგორ როსი (ბრაზილია), 18. ლუიშ ოლიმი, 21. ბრიგელი, 41. რუბენ ფერეირა, 44. ჟოაო გილერმე (ბრაზილია);

ნახევარმცველები: 2. ჟოაო დიოგო, 5. რაფაელ მირანდა (ბრაზილია), 6. სერჟიო მარაკიში, 7. სემედო, 13. ოლბერდამი (ბრაზილია), 16. ვალენტინ რობერჟი (საფრანგეთი), 20. ჟოაო ლუისი (ბრაზილია), 23. ტაივო ჰასანი (ნიგერია), 27. როდრიგო ანტონიო (ბრაზილია), 28. რუბენ ბრიჟიდო;

თავდამსხმელები: 8. გონსალო აბრეუ, 9. ფიდელისი (ბრაზილია), 10. ელდონი (კაპო ვერდე), 11. იბრაჰიმი (ნიგერია), 17. ლეოსისიო სამი (გვინეა ბისაუ), 26. ადილსონი (ბრაზილია), 30. დანილო დიასი (ბრაზილია)

გასული საუკუნის 90-იან წლებში პორტუგალიურ კლუბებთან თბილისის "დინამოს" მიერ დიდი ანგარიშით განცდილი მარცხები ახლაც მწარედ გვახსოვს, მაგრამ "მარიტიმუ" აშკარად ვერ არის მაშინდელი "ბოავიშტასა" და "ბრაგას" დონის კლუბი. აღარაფერს ვამბობთ პორტუგალიური ფეხბურთის სამ აღიარებულ ლიდერზე - "პორტუზე", "ბენფიკასა" და "სპორტინგზე".

ბუნებრივია, "დილას" ფეხბურთელებს ზედმეტი თავდაჯერება არაფერში არგებთ, მაგრამ ფაქტია, რომ წილისყრამ სავსებით დაძლევადი ბარიერი გვარგუნა.

"მარიტიმუ", რომელიც ულამაზეს კუნძულ მადეირას ქალაქ ფუნშალის კლუბია, 1910 წელს დაარსდა და არსებობს განმავლობაში ერთადერთი წონადი ტიტული მოიპოვა - 1926 წელს პორტუგალიის ჩემპიონი გახდა.

საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე "მარიტიმუ" ევროთასებზე მხოლოდ რვაჯერ მონაწილეობდა და განსაკუთრებული წარმატებებისთვის არც იქ მიუღწევია.

ორი წლის წინ "მარიტიმუმ" ევროპის ლიგაზე გზიდან ირლანდიული "ფინგალი" და უელსური "ბანგორ სიტი" ჩამოიშორა და პლეი ოფამდე მივიდა, სადაც ბელარუსულ ბატე-სთან ორი მატჩის ჯამში 1:5 დამარცხდა.

შარშან ევროასპარეზმა ფუნშალელთა გარეშე ჩაიარა, წლევანდელი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი "მარიტიმუმ" ბერძნულ "ასტერასს" აჯობა (სტუმრად 1:1, შინ 0:0).

მოკლედ, საქმე არცთუ ხელწამოსაკრავ, მაგრამ მაინც სასურველ მოწინააღმდეგესთან გვაქვს.

პორტუგალიის წინა ჩემპიონატში "მარიტიმუმ" მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩემპიონ "პორტუზე" მთელი 25 ქულით ნაკლები დააგროვა, მეოთხეადგილოსან "სპორტინგს" კი 9 ქულით ჩამორჩა.

ქვეყნის თასზე "დილას" მეტოქემ მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც იმავე "სპორტინგთან" 0:3 განადგურდა.

გადავხედოთ "მარიტიმუს" შემადგენლობას და იქ ერთ მეტ-ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელის გვარსაც კი ვერ ამოვიკითხავთ. მადეირელებს ლეგიონერებიც მრავლად ჰყავთ, მაგრამ პორტუგალიელთა მსგავსად, არც მათი ვინაობა გვეუბნება რამეს.

ერთადერთი, იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ მანამდე, სანამ ვარსკვლავები გახდებოდნენ, "მარიტიმუს" ღირსებას პორტუგალიის ნაკრების წევრები, პეპე, დანი და ნუნუ ვალენტე იცავდნენ.

მარიტიმუ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე

ასტერასი-მარიტიმუ 1:1

გოლები: 1:0 რაიო (48), 1:1 ფიდელისი (71)

მარიტიმუ: სალინი, მირანდა, ფიდელისი (85. ადილსონი), ელდონი (74. ანტონიო), რობერჟი, სამი, ლუისი, ბრიგელი, დიასი (87. როსი), ფერეირა, გილერმე.

მარიტიმუ-ასტერასი 0:0

მარიტიმუ: სალინი, მირანდა, ფიდელისი (77. ადილსონი), ელდონი (73. როსი), რობერჟი, სამი, ლუისი, ბრიგელი, დიასი (61. ანტონიო), ფერეირა, გილერმე.

გაძევება: ფერეირა (69)

ევროპის ლიგა. პლეი ოფი. 23 და 30 აგვისტო

მარიტიმუ (პორტუგალია)-დილა (საქართველო)

ანჟი (რუსეთი)-ალკმაარი (ჰოლანდია)

აპოელ (კვიპროსი)-ნეფთჩი (აზერბაიჯანი)

ატრომიტოსი (საბერძნეთი)-ნიუკასლი (ინგლისი)

ტრომსო (ნორვეგია)-პარტიზანი (სერბეთი)

ვასლუი (რუმინეთი)-ინტერი (იტალია)

ჰართსი (შოტლანდია)-ლივერპული (ინგლისი)

ბილბაო (ესპანეთი)-ჰიკ (ფინეთი)

მიოლდე (ნორვეგია)-ჰერენვენი (ჰოლანდია)

დებრეცენი (უნგრეთი)-ბრიუგე (ბელგია)

შერიფი (მოლდოვა)-მარსელი (საფრანგეთი)

ტრაბზონსფორი (თურქეთი)-ვიდეოტონი (უნგრეთი)

მიდტიულანდი (დანია)-იანგ ბოიზი (შვეიცარია)

ვროცლავი (პოლონეთი)-ჰანოვერი (გერმანია)

დინამო (რუმინეთი)-მეტალისტი (უკრაინა)

ჰორსენსი (დანია)-სპორტინგი (პორტუგალია)

ჰაპოელი თელ ავივი (ისრაელი)-დუდელანჟი (ლუქსემბურგი)

ფეიენოორდი (ჰოლანდია)-სპარტა (ჩეხეთი)

მოზერველი (შოტლანდია)-ლევანტე (ესპანეთი)

ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)-ბორდო (საფრანგეთი)

ლოკერენი (ბელგია)-პლზენი (ჩეხეთი)

ლაციო (იტალია)-მურა (სლოვენია)

აიკ (შვედეთი)-ცსკა (რუსეთი)

ლეგია (პოლონეთი)-რუსენბორგი (ნორვეგია)

ბურსასფორი (თურქეთი)-ტვენტე (ჰოლანდია)

სტიაუა (რუმინეთი)-ეკრანასი (ლიტვა)

ლიბერეცი (ჩეხეთი)-დნიპრო (უკრაინა)

შტუტგარტი (გერმანია)-დინამო (რუსეთი)

პაოკ (საბერძნეთი)-რაპიდი (ავსტრია)

ლუცერნი (შვეიცარია)-გენკი (ბელგია)

ზეტა (ჩერნოგორია)-პსვ (ჰოლანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

RED
აუ ეს ქართველები ხომ ყველაფრით უკმაყოფილები არიან რა :@ განთესილები რომ არ ვყოფილიყავით მერე გენახა ან ლივერული ან ფეინორდი ან ინტერი ან ვინმე რომ დაგვეტაკებოდა. უეფაზე შევდივართ და აბა რა გინდათ ხაშურის ივერია შეგვხვდეს? რა უმადრუობაა. ჩვეულებრივი გუნდი შეგვხვდა ჩვენზე ოდნავ მეტი ეგეც ჩემპიონატიდან გამომდინარე!
dato
dila aucileblad moigebs
aluda
აშკარად არაა საჩუქარი. ძალიან ტექნიკურები არიან ნახეთ რამდენი ბრაზილიელი ყავთ ძალიან უნდა მოვინდომოთ რო მოვუგოთ
torgva10
ჩვენს გუნდს შეთამაშება ჭირდება. აქ ეს აშკარად ეტყობოდათ. იმედია ამ დროს გამოიყენებენ მეტოქეს შეთამაშების პრობლემა არ ექნება მიუხედავად ფეხბურთელების კლასისა ამით მაინც შეიძლება გვაჯობონ... წარამატებები დილას!
ramo
კაცო აშკარად ყველაზე ძლიერი შეგვხვედრია. მიოლდეს ან ჰიკს უცილობლად ვუგებდით.
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ნანი და პიანიჩი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებენ - "აქტობეს" შემდეგი სამიზნე გერმანელი ვარსკვლავია
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი "ლეიკერსთან" - კანადელები დამარცხდნენ
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
[VIDEO] დრამატული ფინალი, რომელიც კარგა ხანს გვემახსოვრება - აფრიკის ერთა თასი სენეგალმა მოიგო!
რას არ გაიგებ - პერესი ლაპორტას გაპრეზიდენტებაში დაეხმარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
[VIDEO] "მომეცით ბურთი! ყველას კარში დარტყმა გინდათ!" - კიტეიშვილი თანაგუნდელებმა წყობიდან გამოიყვანეს
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა