2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე შოტლანდიის ეროვნული გუნდი ნოემბრის ტესტებზე სამ შეხვედრას გამართავს, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და სამოას ნაკრებებთან...

2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე შოტლანდიის ეროვნული გუნდი ნოემბრის ტესტებზე სამ შეხვედრას გამართავს, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და სამოას ნაკრებებთან.

"ნარშავების" მთავარი მწვრთნელი ენდი რობინსონი თითქმის შეუძლებელს ითხოვს. ის მოუწოდებს შოტლანდიელ მორაგბეებს, ნოემბერს სრულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მზადყოფნაში შეხვდნენ, რათა მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდის, "ოლ ბლექსისა" და "ბოკეს" დამარცხება შეძლონ.

"ამ თამაშებისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ. ეს არ არის ამხანაგური მატჩები. ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებთან წარმატებული თამაში ჩვენი გუნდის უცილობელი წინსვლის საწინდარი იქნება.

ამჟამად, ვქმნით გუნდს კონკრეტულად ნოემბრის ტესტებისთვის. მე ავირჩევ იმ მოთამაშეებს, რომლებიც კონკრეტულად იმ დროისთვის უკეთეს ფორმაში იქნებიან, რომლებსაც ხელეწიფებათ ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და სამოას ნაკრებების დამარცხება.

ჩვენ უნდა გავიუმჯობესოთ ფიზიკური კონდიციები, გავზარდოთ სისწრაფე და დავხვეწოთ ტექნიკური არსენალი. ნაკრებში ისინი ითამაშებენ, ვინც ამ კომპონენტებს დააკმაყოფილებს," - თქვა ენდი რობინსონმა.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრებმა ბოლო სამ თამაშში წარმატებით იასპარეზა. ექვსი ერის ბოლო შეხვედრაში ირლანდიის ნაკრების დამარცხების შემდეგ `ნარშავებმა~ ივნისის ტესტებზე არგენტინის ეროვნულ გუნდს ზედიზედ ორჯერ სძლიეს ბუენოს -აირესში.

ორი თვით აუკრძალეს

საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის, პარიზული "მეტრო რასინგის" მწვრთნელ პიერ ბერბიზიეს ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებების ყოფილი მწვრთნელი ფრანგული რაგბის ნაციონალური ლიგის (NLღ) სადისციპლინო კომიტეტემა არბიტრ კრისტოფ ბერდოსის მიმართ გამოთქმული მოსაზრებების გამო დასაჯა. ბერბიზიემ `ლა როშელთან~ მატჩის შემდეგ თქვა, რომ ბერდოსის ამ თამაშის არბიტრად დანიშვნა პროვოკაციააო. მანამდე კი მან ბერდოსი წინა ჩემპიონატის პლეი ოფში "კლერმონთან" მატჩში მიკერძოებულ მსაჯობაში დაადანაშაულა.

ყოველივე ამის გამო ბერბიზიე გუნდს 28 ნოემბრამდე ვერ გაწვრთნის. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ პარიზელებს მის გარეშე მოუწევთ საფრანგეთის ჩემპიონატის ოთხი კალენდარული და ჰეინეკენის თასის ერთი მატჩის გამართვა.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა