მომავალ უქმეებზე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში პირველი ტურის მატჩები გაიმართება
მომავალ უქმეებზე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში პირველი ტურის მატჩები გაიმართება.

ერთი კვირის თავზე კი სტარტს მეორე დივიზიონის გათამაშებაც აიღებს. ქართველ მორაგბეთა გუნდები სეზონისთვის მზადების ბოლო ეტაპზე გადავიდნენ.

პირველდივიზიონელებმა ბოლო საწვრთნელი შეხედრები გამართეს, მათზე რანგით უფრო დაბლა მოასპარეზე "ქართულ კლუბებს" კი თადარიგში კიდევ თითო-თითო მატჩი აქვთ.

დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა", რომელიც თავისი შემადგენლობის გათვალისწინებით მომავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია, სეზონის დაწყებამდე "ვულკანებმა" საერთაშორისო-საწვრთნელი მატჩი უელსურ "ოსფრიზთან" გამართეს და დამაჯერებლად დაამარცხეს - 49:25.

"კლერმონმა" მატჩში ორი სხვადასხვა შემადგენლობით იასპარეზა. ზირაქაშვილი და კოლელიშვილი იმ გუნდში იყვნენ, რომელიც თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.

უცხოურ კლუბთან შეამოწმა თავისი შესაძლებლობები ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმაც". ჩვენებურის გუნდის მეტოქე ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი "ჰარლიქვინზი" იყო.

კასტრელებმა შესანიშნავად იასპარეზეს და ინგლისელებს 31:15 სძლიეს, რითაც დაამტკიცეს, რომ ახალი სეზონიდან საფრანგეთის ჩემპიონატში ისევ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ფეიქრიშვილს არ უთამაშია.

პარიზული "სტად ფრანსე" კიდევ უფრო შორს წავიდა. ზურაბ ჟვანიას გუნდი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც ოთხი ერის გათამაშებისთვის ემზადება.

"სტად ფრანსე" გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვერას გახდა და 17:31 დამარცხდა. ჟვანია ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.

საფრანგეთის ჩემპიონმა, აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზმა" პარიზულ "მეტრო რასინგთან" მოსინჯა ძალა და 27:21 მოუგო. გიორგაძე განაცხადში არ იყო, ბრეგვაძემ ოპერაცია გაიკეთა და, ამასთან ერთად, დაოჯახებაც მოასწრო.

ლევან ჩილაჩავას, კონსტანტინე მიქაუტაძისა და დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" ელიტური, პირველი დივიზიონის დებიუტანტი "მონ დე მარსანი" დაამარცხა დიდი ანგარიშით 45:8. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" კატალონიურ "პერპინიანს" დაუპირისპირდა და 7:26 წააგო. გორგოძეს არ უთამაშია, ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 28-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან გაასინბინა, ნარიაშვილი შეხვედრაში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.

მონპელიელები დიდი ხანი არ არის, რაც საწვრთნელი შეკრებიდან ქალაქში დაბრუნდნენ. "პერპინიანთან" მატჩის წინა დღეს კი ახალი სათამაშო ეკიპირების პრეზენტაცია მოაწყვეს.

ცხადია, კვართის ფერები არ შეცვლილა, არც კონცეფციაა დარღვეული, მხოლოდ რამდენიმე შტრიხია შეცვლილი, რის გამოც ფორმა უფრო მიმზიდველად გამოიყურება.

ელიტური პირველი დივიზიონიდან მეორეში დაქვეითებული ირაკლი ნატრიაშვილის, დავით ხინჩაგიშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი" პირველდივიზიონელ "ბორდოს" დაუპირისპირდა და 23:30 წააგო. ნატრიაშვილი და ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, შველიძე თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.

გიორგი ნაცარაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და ლევან დათუნაშვილის "ორიაკმა" თანადივიზიონელი "ოში" დაამარცხა - 18:9. ნაცარაშვილმა და დათუნაშვილმა სრულად ითამაშეს, ასეიშვილი მოედანზე 50-ე წუთიდან გამოჩნდა.

ვახტანგ მაისურაძის, კახაბერ კობერიძისა და ალექსანდრე თოდუას "ალბიმ", რომელსაც 2007 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების ყოფილი კონსულტანტი ანრი ბრონკანი წვრთნის, "ექსს" უმასპინძლა და 17:20 დამარცხდა. მატჩში სამივე ქართველმა ითამაშა.

გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავას, გიორგი ჩხაიძისა და დავით დადუნაშვილის "ტარბმა" სტუმრად დაამარცხა ტარიელ რატიანიძის "დაქსი" 31:18.

ტარბელებმა მეტოქეს ორი შემადგენლობა დაუპირისპირეს. ნემსაძე და ჩხაიძემ მეორე გუნდში ითამაშეს მატჩის მეორე ნახევარში, დადუნაშვილი და მირცხულავა ამ გუნდის სათადარიგოთა შორის იყვნენ. ამ უკანასკნელს 61-ე წუთზე მატჩის არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა; რატიანიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ბექა შეყლაშვილის "ბეზიემ" შინ მიიღო "კარკასონი" და დაძაბულ ბრძოლაში 34:28 დაამარცხა. ჩვენებურმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 41-ე წუთზე შეცვალეს.

ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პო" შინ დამარცხდა ფედერალ 1 დივიზიონიდან წლეულს გადაბარგებულ "კოლომიესთან" - 12:47. ქართველი მორაგბეები მოედანზე არ გამოჩენილან.

გურამ კავთიძის "ლიონი", რომელიც ელიტური პირველი დივიზიონიდან მეორეში დაქვეითდა, სტუმრად ეთამაშა მეორედან პირველში აღზევებულ გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლს" და 12:21 წააგო.

არადა, ლიონელები სეზონის წინ საგრძნობლად გაძლიერდნენ. ამ გუნდში საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მეორეხაზელები სებასტიან შაბალი და ლიონელ ნალე იასპარეზებენ.

კავთიძე სათადარიგოთა შორის იყო და მატჩში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, მენაბდიშვილს არ უთამაშია.

საწვრთნელი მატჩები

ტულუზი-მეტრო რასინგი 27:21. კასტრი-ჰარლიქვინზი 31:15, ბრივი-ბორდო 23:30, გრენობლი-ლიონი 21:12, ტულონი-მონ დე მარსანი 45:8, ბეზიე-კარკასონი 34:28, ორიაკი-ოში 18:9, დაქსი-ტარბი 18:31, პერპინიანი-მონპელიე 26:7, კლერმონი-ოსფრიზი 49:25, არგენტინა-სტად ფრანსე 31:17, ალბი-ექსი 17:20, პო-კოლომიე 12:47.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის