რაიან გიგზმა უეინ რუნის შეუთვალა, რომ მას კანის გასქელება სჭირდება და თან რაც შეიძლება სწრაფად...
რაიან გიგზმა უეინ რუნის შეუთვალა, რომ მას კანის გასქელება სჭირდება და თან რაც შეიძლება სწრაფად. ინგლისურად ეს გამოთქმა ყველაფრის ცალ ყურში შეშვებასა და მეორედან გამოშვებას ან, თუ გნებავთ, გულგარეთ დატოვებას ნიშნავს. მოგეხსენებათ, ბოლო დროს რუნი მას-მედიის ისეთი ყურადღების ცენტრში მოხვდა, რომ ნერვიულობით გადაღლილს "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა სამკვირიანი დასვენება "გამოუწერა". 36 წლის გიგზმა 24 წლის რუნიზე კერძოდ ასე თქვა:

"უეინზე ახალგაზრდა რომ ვიყავი, დაახლოებით 17-19 წლის ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. შემდეგ, ერთ დღესაც ფორმიდან "ამოვვარდი" და იმწუთას ყველას მოუნდა გაერკვია, ვისთან ერთად ვცხოვრობდი, ვინ იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები და ასე შემდეგ.

ასეთ წნეხში რამდენჯერმე გამივლია და მინდა გითხრათ, რომ ამაში სასიამოვნო ნამდვილად არაფერია. ერთადერთი გამოსავალია კანი გაისქელო და ეს ძალიან დაგეხმარება".

რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ რუნის წინააღმდეგ ინგლისური ფეხბურთის ყოფილმა დიდმა ვარსკვლავმა და ნაკრების მწვრთნელმა კევინ კიგანმაც გაილაშქრა. ეს მას მერე მოხდა, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბოლტონთან" 2:2 ითამაშა. იმ დღეს რუნი ძალიან უსახური იყო. სხვათაშორის, კიგანის ნათქვამში რაციონალური მარცვალი ნამდვილად იყო - "მიკი მაუსმა" თქვა, რომ ადამიანს, რომელიც საკუთარი ქორწილი სურათებს ძვირად ჰყიდის, მას მედიისგან ჩასაფრება არ უნდა უკვირდეს.

მოგეხსენებათ, გარდა იმისა, რომ ბოლოხანს ფეხბურთს ცუდად თამაშობს, რუნის მეუღლესთან კოლინთანაც არეული ჰქონდა ურთიერთობა და ახლა ამ ურთიერთობის დალაგებს ცდილობს.

გიგზმა თანაგუნდელის დაცვა კიგანისგანაც სცადა: "რა მნიშვნელობა აქვს მიჰყიდი რომელიმე ჟურნალს შენი ქორწილის ფოტოებს თუ არა? ის ზეწოლა, რომელსაც ფეხბურთელები მინდორზე და მინდორს მიღმა განვიცდით გაცილებით დიდია. უეინს თავისი ფოტოები არავისთვის რომ არ მიეყიდა, პრესა მაინც ჩაუსაფრდებოდა და მის შესახებ სკანდალური ინფორმაციის გამოქვეყნებას შეეცდებოდა".

თავად რაიან გიგზი ტაბლოიდების გმირი 1990-იან წლებში იყო, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ბრწყინავდა და თან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ტელევარსკვლავ დენი ბერთან და სხვა გამოჩენილ ქალებთან. თუმცა, დღეს ვეტერანი ოდინდელი შეყვარებულის თანამეცხედრე და ორი შვილის მამაა და მტკიცებს, რომ მის დროს ვარსკვლავები ისეთი ზეწოლის ქვეშ არ იყვნენ, როგორც დღეს, უეინ რუნის ეპოქაში.

"დღეს სულ სხვა სიტუაციაა, ყველაფერი შეიცვალა, მასშტაბები გაიზარდა. დღეს ფეხბურთელების ცხოვრებას მარტო სპორტული გვერდები აღარ განიხილავენ. დღეს ყველა ვარსკვლავი ყვითელი პრესის წინა გვერდებზეა გამოჭიმული".

ადრეც გვითქვამს, რომ ოფიციალურად რუნი კოჭს მკურნალობს, თუმცა ერთ-ერთ კომენტარში ფერგიუსონს წამოცდა, რომ ფეხბურთელი გადამეტებულმა ყურადღებამაც დათრგუნა. გიგზმა კი თანაგუნდელს თანაგრძნობა თავისი წიგნის პრეზენტაციაზე გამოუხატა. გიგზის წიგნს ჰქვია "რაიან გიგზი. ჩემი ცხოვრება. ჩემი ისტორია"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა