არნემის "ვიტესის" თავდამსხმელმა მერაბ ჟორდანიასგან იტალიურ კლუბში გადასვლაზე თანხმობა უკვე მიიღო
ზაფხულის დასაწყისში გიორგი ჭანტურიამ დაადასტურა ევროპული საინფორმაციო საშუალებების ცნობები, რომ მისით რამდენიმე იტალიური კლუბი დაინტერესდა.

"ლელოსთან" ინტერვიუში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" თავდამსხმელმა თქვა, რომ გადასვლას სერია A-ს კლუბები: "რომა", "ჯენოა", "ფიორენტინა" და "ინტერი" სთავაზობდნენ და მზად იყვნენ, ტრანსფერი 5-6 მილიონ ევროდ გამოესყიდათ.

ამის შესახებ "რომას" ვებგვერდიც იუწყებოდა. იყო ცნობა "ლივერპულისა" და "გალათასარაის" დაინტერესების თაობაზეც; milannews.it კი ამტკიცებდა, "მილანი" "ჯენოასთან" ერთობლივ ტრანსფერს განახორციელებსო.

თუმცა ახალგაზრდა თავდამსხმელი არნემის "ვიტესში" დარჩა, კლუბში ევროპის ლიგაზე ითამაშა და ყველამ ჩათვალა, რომ ამ ტრანსფერებზე ლაპარაკი წარსულს ჩაბარდა.

"მოლაპარაკება დროებით გაჩერდა, მაგრამ წამოსვლამდე კლუბის პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას ველაპარაკე და მისგან წასვლაზე დადებითი პასუხი მივიღე.

ლაპარაკია "ჯენოაში" გადასვლაზე. იტალიელები მზად არიან, არნემული კლუბის ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

ახლა ჩვენს მთავარ მწვრთნელს უნდა დაველაპარაკო და იმედია, მისგანაც თანხმობას მივიღებ.

ეს ტრანსფერი 100-დან 80 პროცენტით გადაწყვეტილია. ალბათ, უახლოეს პერიოდში ყველა საკითხი შეთანხმდება და აგვისტოს ბოლომდე "ჯენოასთან" კონტრაქტს გავაფორმებ", - გვითხრა ჭანტურიამ.

ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი არაფერს ამბობს, რამდენად შეეფერება სიმართლეს იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ ტრანსფერს "ჯენოა" "მილანთან" ერთად ახორციელებს. თუმცა ესეც მეორეხარისხოვანი ამბავია - მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ქართველი ფეხბურთელის გადასვლა მილანური გრანდის ინტერესის გარეშეც უდიდესი მოვლენა იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭანტურია "ლივერპულის" ხუთკაციან სიაშია

გიორგი ჭანტურია ადასტურებს: დიახ, მილანის "ინტერი" მიწვევს!

გიორგი დევდარიანი: რატომ არ შეიძლება, გიორგი ჭანტურიასაც მიეცეს შანსი?

გურამ კაშია, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი მღერიან [+VIDEO]

არნემის "ვიტესში" კიდევ ორ ქართველ ფეხბურთელს ელიან

levani
გამოიძახეთ ეს კაცი ნაკრებში ვააა.დავიჯერო ამაზე ძლიერები გვყავს? თუ სხვა რამეშია საქმე ჩვენც გაგვაგებინონ.ხუთ მილიონიანი ფეხბურთელი რომელი გვყავს უკრაინას და რუსეთ ვერ გასცილებიან.
gujakakhadze
ქართველი ფეხბურთელის ფასი 5 მილიონიდან უნდა იწყებოდეს. რა ჩემპიონატი გვექნებოდა?
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა