"ლივერპულმა" "სუონსიდან" ჯო ალენი 15 მილიონ ფუნტად (19,06 მლნ ევრო) იყიდა
"ლივერპულმა" "სუონსიდან" ჯო ალენი 15 მილიონ ფუნტად (19,06 მლნ ევრო) იყიდა. 22 წლის უელსელს კონტრაქტში საკომპენსაციო თანხად სწორედ ამდენი ეწერა და მას შემდეგ, რაც "წითლებმა" თანხმობა განაცხადეს, "გედებს" უფლება აღარ ჰქონდათ, რომ ფეხბურთელი დაეკავებინათ. "ენფილდზე" დებიუტს ნახევარმცველი მოუთმენლად ელის.

"ბოლო რამდენიმე სეზონი ჩემთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ჯერ "სუონსისთან" ერთად პრემიერლიგის საგზური მოვიპოვე, მერე ელიტაში ადგილის შენარჩუნება მოვახერხე და ბოლოს თავი უკვე სახელგანთქმულ კლუბში ამოვყავი. ჩემთვის ეს დიდებული დრო იყო. იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებები მელის.

"ლივერპულში", ისევე, როგორც სხვა გრანდებში, ძირითადში მოსახვედრად წარმოუდგენელი კონკურენციაა. მიხარია, რომ ახალ გუნდში მაღალი კლასის პარტნიორები მეყოლება. იმედი მაქვს, რომ მათ გვერდით მოვახერხებ თავის დამკვიდრებას," - განუცხადა ჯო ალენმა "სქაი სპორტსს".

"ლივერპულის" ვებგვერდზე ახალწვეულის სტატისტიკა გამოქვეყნდა. ყველაზე შთამბეჭდავი, ამ მხრივ, ზუსტი პასების პროცენტია - სეზონის განმავლობაში 2 177 გადაცემიდან 91,2%-მა ადრესატამდე მიაღწია.

უნდა აღვნიშნოთ, რომ არცერთ ლივერპულელს მსგავსი შედეგი არ ჰქონია. რაც კიდევ უფრო გასაკვირია, ალენი პასების 85,5%-ს მეტოქის ნახევარზე იძლეოდა.

მოედანზე გატარებული 2 891 წუთის განმავლობაში ჯომ 256-ჯერ მოიპოვა ბურთი, თანაც იმავე მეტოქის ნახევარზე.

უკეთესი შედეგი "წითლებიდან" მხოლოდ ხოსე ენრიკეს ჰქონდა (270). მან 74-ჯერ ჩაჭრა მეტოქე გუნდის ფეხბურთელების გადაცემა, მოიგო ორთაბრძოლების 54,5%, შექმნა 44 საგოლე სიტუაცია, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 2 შედეგიანი გადაცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა