არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იმ 26 მორაგბის სია დაასახელა, ვინც სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა იმ 26 მორაგბის სია დაასახელა, ვინც კეიპთაუნში გაემგზავრება და ოთხი ერის გათამაშების პირველი ტურის მატჩში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ფელანის გუნდში აბსოლუტური უმრავლესობა საფრანგეთის ჩემპიონატში მოასპარეზე მორაგბეები არიან. თუმცა რამდენიმე ინგლისში, "ავივა პრემიერშიპშიც" თამაშობს. ესენია: ორასიო აგულა, მარკოს აიერსა და გონსალო კამაჩო.

"პუმებმა" გასულ უქმეებზე საწვრთნელი მატჩი გამართეს ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსესთან" და, გამარჯვების მიუხედავად, თამაშის ხარისხით უკმაყოფილონი არიან.

"მომავალ უქმეებზე ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ, თუ გვინდა, რომ ოთხი ერის გათამაშებაში დებიუტი ღირსეული გამოვიდეს.

ვფიქრობ, ჯერჯერობით საკმარისად მომწიფებულნი არ ვართ ასეთი მაღალი დონის ტურნირისთვის. ჩვენმა მეტოქეებმა იციან, როგორ დაძლიონ მღელვარება და არ დაუშვან ბავშვური შეცდომები. ეს ჩვენც უნდა ვისწავლოთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, გადამწყვეტ მომენტებში თამაშის წესი არ დავარღვიოთ და არ დავჯარიმდეთ. ამან, შესაძლოა, მატჩის შედეგზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს.

დარწმუნებული ვარ, ახალ ტურნირში წარმატებას მივაღწევთ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ დასახულ გეგმას ზედმიწევნით მივყვებით და შევასრულებთ, გამარჯვება გარდაუვალი იქნება" - თქვა არგენტინელთა პირველხაზელმა მარკოს აიერსამ.

აღსანიშნავია, რომ სანტიაგო ფელანის გუნდში არ მოიძებნა ადგილი არგენტინული რაგბის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის, შუამარბ ფელიპე კონტეპომისთვის, რომელიც დღესაც შესანიშნავ ფორმაშია და პარიზული "სტად ფრანსეს" კაპიტანია.

სამაგიეროდ, "პუმებს" დაუბრუნდა მგეზავი ხუან მარტინ ერნანდესი, რომელმაც შარშამ ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება ტრავმის გამო გამოტოვა.

არგენტინის ნაკრები

ჰორასიო აგულა (ბასი), პატრისიო ალბასეტე (ტულუზი), მარკოს აიერსა (ლსტერი), მარსელო ბოსხი, მანუელ კარისა, ეუსებიო გინასუ (სამივე-ბიარიცი), მარტინ ბუსტოს მოიანო, ავგუსტინ კრევი, სანტიაგო ფერნანდესი, ხუან ფიგალო, ლუკას ამოროსინო (ხუთივე-მონპელიე), გონსალო კამაჩო (ექსეტერი), ხულიო ფერიასი (ტუკმენი), ხუან ფერნანდეს ლობე (ორივე-ტულონი), ალვარო გალიანდო, ხუან მარტინ ერნანდესი, ხუან იმოფი, ხუან პაბლო ორლანდი (ოთხივე-მეტრო რასინგი), მარტინ ლანდაჰო, ტომას ლეონარდი (ორივე-ლოს პუმასი), მარტინ როდრიგესი, როდრიგო რონსერო, ნიკოლას ვერგალო (სამივე-სტად ფრანსე), ფედერიკო სანჩესი (ბორდო), ლეონარდო სენატორე (ლოს პამპასი), ტომას ვალეხოსი (ჰლანეჰლი).

ოთხი ერი

18 აგვისტო

სამხრეთ აფრიკა-არგენტინა

25 აგვისტო

არგენტინა-სამხრეთ აფრიკა

8 სექტემბერი

ახალი ზელანდია-არგენტინა

15 სექტემბერი

ავსტრალია-არგენტინა

29 სექტემბერი

არგენტინა-ახალი ზელანდია

6 ოქტომბერი

არგენტინა-ავსტრალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა